კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: ვიცი, რომ სხვადასხვა სახის პუდრი არსებობს. მაინტერესებს, რომელი როდის უნდა გამოვიყენო?
პასუხი: ჩვეულებრივი, დღის მაკიაჟისთვის გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი. მისი ნაწილაკები არ ეწებება ერთმანეთს, როგორც კომპაქტურ პუდრს და კანზე ძალიან ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ფენა გამოდის.
კომპაქტური პუდრი იმ შემთხვევაშია უკეთესი, თუ პრობლემური კანი გაქვთ, ის კარგად ნიღბავს ხარვეზებს. უმჯობესია, გამოიყენოთ ერთი და იმავე მარკის პუდრი და ტონალური კრემი.
საღამოს მაკიაჟში დაუმატეთ პუდრი-შიმერი. ის არსებობს ვერცხლისფერი ან ოქროსფერი. ვერცხლისფერი წაისვით, როგორც ჰაილაიტერი: ღაწვებზე, ცხვირის კეხსა და ზედა ტუჩის თავზე; ხოლო ოქროსფერი – როგორც პუდრი, რომელიც ახდენს სახის ოვალის მოდელირებას: ცხვირის წვერზე და სახის ოვალის ნაპირზე.
შიმერი კი წაისვით დეკოლტეს ზონაზე.
კითხვა: ძალიან მომწონს ზომიერი მაკიაჟი ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. როგორი „ჩრდილები“ უნდა გავიკეთო ყოველდღიური მაკიაჟის დროს?
პასუხი: თავდაპირველად ქუთუთოებზე კეთდება ბაზა – მისი წყალობით, „ჩრდილის“ ფერი უფრო მსუყე გამოდის; გარდა ამისა, ბაზა მას უფრო მდგრადს ხდის. დღის მაკიაჟის გაკეთებისას აიღეთ 2 ფერის „ჩრდილი“: ბაცი და ოდნავ უფრო მუქი. ჯერ წაისვით მუქი „ჩრდილი“, ზემოდან კი – ბაცი. წასასმელად გამოიყენეთ რბილი ფუნჯი, რომ უფრო „ჰაეროვანი“ ეფექტი მიიღოთ.
კითხვა: ვგიჟდები მუქ წითელ პომადაზე, მაგრამ ვერასდროს წავისვი ისე, რომ ფერიც თანაბარი იყოს და არ გამეთხაპნოს. რას მირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: სუფთა, მშრალ ტუჩებზე წაისვით ბაზა – ჰიგიენური პომადა, ტონალური კრემის თხელი ფენა ან კომპაქტური პუდრი (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ტუჩის საცხის ქვეშ წასასმელი სპეციალური ბაზა) – ასეთ შემთხვევაში პომადა უფრო დიდხანს გაძლებს და ფერიც უფრო მკვეთრი გამოვა. ტუჩები მჭიდროდ მოკუმეთ და ფანქრით გაიკეთეთ სასურველი კონტური (ტუჩის საცხისა და კონტურის ფანქრის ფერი ერთ ტონში უნდა იყოს, ან ოდნავ მუქი ფანქარი შეარჩიეთ). პომადა წაისვით ბრტყელი, მომრგვალებულგვერდებიანი სინთეტიკური ფუნჯით (ტუჩის შუიდან – კუთხეებისკენ). პირველი ფენის წასმის შემდეგ ტუჩები შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და გადაისვით საცხის მეორე ფენა.
მოამზადა

скачать dle 11.3