კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მაცაბერიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაცაბერი.
ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”
1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.
საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.
თვალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თვალია.
იაკობ თვალიაშვილი 1791 წლის დამლევს მოიხსენიება მღვდელი კოკარასშვილის მიერ როსტომ და გიორგი დავითაშვილებისთვის მიცემულ პირობის წიგნში.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ცოტა ინფორმაცია მოიძიება ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 714 თვალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 206, გორში – 116, ახმეტაში – 75. არიან სხვაგანაც.
მოდრეკილაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი მოდრეკილი.
1881 წელს სოფელ საღირაშენში გიორგი ასათიანის შვილის, გიორგის მიმრქმელად მოიხსენიება დავით მოდრეკილაძე.
საქართველოში 264 მოდრეკილაძე ცხოვრობს: კასპში – 131, თბილისში – 116, ოზურგეთში – 3. არიან სხვაგანაც.
ციხელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ციხელა.
წლების წინათ გვარის ისტორია დაწვრილებითაა აღწერილი დმანისის რაიონულ გაზეთში:
 „გადმოცემით, სოფელ განთიადში მოსახლე ციხელაშვილები ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი, სოფელ გოგაშენიდან. ძველად ხოსიტაშვილნი ყოფილან.”
ხოსიტაშვილებს გამოეყო სხვა გვარებიც.
საქართველოში 981 ციხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 350, დმანისში – 168, დუშეთში – 157. არიან სხვაგანაც.
ზოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზოსია, რომელიც ბერძნული სახელიდან – ზოსიმედანაა ნაწარმოები და „ცხოვრებისუნარიანს“ ნიშნავს.
1873 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ ლასტისციხეში ფილიპე ზოსიაშვილი  მოიხსენიება.
საქართველოში 330 ზოსიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 138, ტყიბულში – 112, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
ბუზალაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბუზა.
1886 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში მოიხსენიება პავლე ბუზალაძე.
საქართველოში 1 249 ბუზალაძე ცხოვრობს: თბილისში – 218, ჭიათურაში – 186, ლაგოდეხში – 171. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3