კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰკითხე საკუთარ თავს...



წარმატებული ქალი უფრო სასურველია მამაკაცისთვის, ვიდრე თუნდაც კარგი დიასახლისი, რომელსაც ყველაფერი გამოუდის ხელიდან. იმიტომ არა, რომ მამაკაცს პირის გემო არ აქვს და გემრიელ კერძებს ჯეროვნად ვერ აფასებს (მათ ესეც უნდათ), უბრალოდ, წარმატებული ქალი მეტად თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და მიმზიდველია. არ არის აუცილებელი, მუშაობდეთ და გქონდეთ თანადებობა. თუ საყვარელი საქმე გექნებათ და ეს საქმე კარგად გამოგივათ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერს მიაღწევთ... დაიწყეთ იმით, რომ დაუსვით რამდენიმე შეკითხვა საკუთარ თავს:
1. რითი ვამაყობ?!
გაიხსენეთ სამი შემთხვევა, როცა გრძნობდით, რომ რაღაც ძალიან კარგი გააკეთეთ, თანაც, განსაკუთრებულად კარგი. არ აქვს მნიშვნელობა, როდის იყო ეს და კონკრეტულად რა გააკეთეთ. მერე რა, თუ ამაში ფულიც არ გადაუხდიათ; მთავარია, თქვენ იყავით კმაყოფილი თქვენივე ქმედებებით. ესე იგი, თუკი მოინდომებთ, კიდევ შექმნით რამე ღირებულს... საქმიანობისგან სიამოვნების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია.
2. რით იყავით გატაცებული?
რაზე ოცნებოდით ბავშვობაში? რა გინდოდათ, რომ გამოსულიყავით და რატომ? დაფიქრდით, რამ შეგიშალათ ხელი – იქნებ, ის საქმე, რასაც ახლა აკეთებთ, უფრო საინტერესო გახადოთ, მით უფრო, თუკი მას რაღაც შემოსავალი უკვე მოაქვს – ზოგჯერ ჰობი, გატაცება, ძალიან სარფიან ბიზნესად იქცევა ხოლმე...
3. რა გაინტერესებთ სინამდვილეში?
რას აქცევთ ყურადღებას, რა გაძლევთ აღმაფრენას და რა შეიძლება იქცეს თქვენი შთაგონების წყაროდ? დააკვირდით თქვენს რეაქციებს სხვადასხვა მოვლენასა და საგნებზე, ასევე – სიტუაციებზე: რა იწვევს თქვენში მძაფრ, პოზიტიურ ემოციებს?
მნიშვნელობა ყველაფერს აქვს და, თუ ამ კითხვებზე იპოვით პასუხს, იპოვით თქვენს ბედნიერებასაც...

დაიწყე
 სიამოვნებით


ჩართეთ გული და გონება ბედნიერების ძიებაში. დაიწყეთ იმით, რომ იპოვეთ წყარო თქვენი სიამოვნებისა – ეს მოგცემთ პოზიტივს, რაც სტიმული იქნება თქვენი შემდგომი წარმატებული ნაბიჯებისა. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შემდგარ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამი ძირითადი თვისება ანუ დამახასიათებელი ნიშანი: პროფესიონალიზმი, სიამოვნების მიღების უნარი და საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანის სურვილი...
დავიწყოთ სიამოვნებით: ცნობილია, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანები თავიანთ ბიზნესს „აშენებენ“ იმ საქმეზე, რომლის კეთებაც უყვართ და, თანაც, კარგად იციან ეს საქმე. შეგიძლიათ, ჩამოწეროთ ის საქმეები, რომელთა კეთება მართლა მოგწონთ და მერე გადაწყვიტეთ, რომელი მათგანი მოგიტანთ სარგებელს. შეიძლება, სწორედ იმ საქმემ მოგიტანოთ დიდი წარმატება, რომელიც სრულიად უპერსპექტივოდ მიგაჩნიათ... აუცილებელია, მუდმივად არ იფიქროთ იმაზე, როგორ გაგამდიდრებთ თქვენი ბიზნესი უცებ და მარტივად – ეს დაგღუპავთ. ყველაფერი სიამოვნებით უნდა იწყებოდეს და, კიდევ, სანამ ამ კონკრეტულ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს, დაფიქრდით: იქნება თქვენი საყვარელი საქმე სარგებლის მომტანი სხვა ადამიანებისთვის? ხართ ამ საქმის პროფესიონალი? კარგად იცით კონკრეტული საქმე?
არ მოიტყუოთ თავი და, თუ გინდათ, რომ პარტნიორიც წარმატებული და შემდგარი გყავდეთ, ასწავლეთ მას, ზუსტად ისე მოიქცეს და მაშინ  ორივეს ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სრული სვლით
 ბედნიერებისკენ


არსებობენ იღბლიანი ადამიანები, ძალიან იღბლიანებიც კი, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ „სპეცეფექტებია,“ ანუ, ის, რაც გარეგნულად ჩანს. ჩვენ, უცხო ადამიანებს, გვეჩვენება, რომ ისინი სულ კარგ გუნებაზე არიან და ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად აქვთ. თუ ადამიანი ყოველთვის კარგი განწყობით გხვდებათ და მხიარულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პრობლემები არ აქვს. ასე რომ, ნუ გაგაღიზიანებთ მისი „სიმსუბუქე“ და ნურც შეგშურდებათ; ამას აჯობებს, ისწავლოთ, როგორ იაროთ ბედნიერებამდე და როგორ მიიღოთ სიამოვნება თითოეული დღისგან.
გახსოვდეთ: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავისი ინდივიდუალური პრობლემების „პაკეტი,“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულს ჩვენი წილი სადარდებელი და საზრუნავი გვაქვს. არავისთვის არის ეს ცხოვრება მხოლოდ ნათელი ფერებით აღსავსე. იცით, რატომ ვერ ატყობთ ამას ზოგიერთ ადამიანს? იმიტომ, რომ მათ ისწავლეს სტრესთან დამოუკიდებლად გამკლავება; ისწავლეს იმის გაცნობიერება, რომ ყოველი დღე ახალ შანსს გვაძლევს და ეს შანსი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ცხოვრება უფრო ბედნიერი გახდეს. ასე რომ, სრული სვლით – ბედნიერებისკენ! დაიწყეთ იმით, რომ მოიქეცით ბუნებრივად, ანუ ისე, თითქოს უკვე ბედნიერი ხართ. შეიძლება, მაშინვე არ იგრძნოთ პოზიტიური ცვლილება, მაგრამ, ძალიან მალე მიხვდებით, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

ეს შენთვისაა...

„მე ყველაფერს მივხედავ, მათ შორის, საკუთარ თავსაც,“ – თუ ამ პირობას დაუდებთ თქვენს „მეს“ და მას პირნათლად შეასრულებთ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ პიროვნულ წინსვლაში. თუმცა, სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად – ძალიან რთული. ერთი შეხედვით უწყინარი დაპირება, რომელიც თითქოს მხოლოდ თქვენ გეხებათ, მთელ ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებთ. თუ მას ვერ შეასრულებთ, გაგიჩნდებათ სინდისის ქენჯნის განცდა, რაც აპათიას მოგგვრით... ხოლო, თუ პრობლემა გაღრმავდება, შეიძლება, დეპრესიაც დაგემართოთ. ასეთი დიდი უსიამოვნება თავიდან რომ აიცილოთ, შეასრულეთ ორი წესი:
1) არ მისცეთ საკუთარ თავს ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შეასრულებთ და ეს თავიდანვე ძალიან კარგად იცით.
2) თუ რაღაც არ გამოგივათ, გაიღიმეთ და თქვით, რომ ხვალ მაინც მიაღწევთ სასურველ შედეგს. პრობლემა არის ის, რასაც თქვენ თავად აქცევთ პრობლემად.
P.S. კარგია, თუ არასდროს დაემალებით წინააღმდეგობასა და პრობლემას. ხომ ამბობენ – „მტერს სახეზე უნდა იცნობდეთო,“ ჰოდა, თამამად გაუსწორეთ თვალი ყველაფერ იმას, რაც თქვენთვისაა. გახსოვდეთ, ნეგატივის პოზიტივით შეცვლა ყოველთვის შეიძლება.

скачать dle 11.3