კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ არის გარდაცვლილის ოჯახში კარი ღია, ეს ქრისტიანული ტრადიციაა?
პასუხი: კარის ღიად დატოვებას, როდესაც ოჯახში მიცვალებულია, საეკლესიო კანონიკასთან კავშირი არ აქვს. ეს ჩვეულება პრაქტიკული ქცევის წესიდან გამომდინარეობს. ამ დროს ადამიანები ოჯახში ჭირისუფლის თანაგრძნობისთვის და მწუხარების გასაზიარებლად მიდიან და მათ კარი ღია უნდა დახვდეთ.
კითხვა: სწორია თუ არა საერო პირის ეკლესიიდან გამოსვენება, რაც დღეს ძალიან ხშირად ხდება?
პასუხი: ეს ქრისტიანული ტრადიციაა. საქართველოში ყოველ სოფელსა და სამრევლოს თავისი ეკლესია ჰქონდა. ამ ეკლესიაში აღნიშნავდა სოფელი თავის ჭირსა და ლხინს. ტაძარი იყო ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ცენტრი. ეკლესიაში ეზიარებოდნენ, ამბობდნენ აღსარებას, ნათლავდნენ, იწერდნენ ჯვარს; აქვე ასვენებდნენ გარდაცვლილებს და მიაცილებდნენ სამუდამო განსასვენებელში (ამიტომაც იყო ეკლესიები სასაფლაოებზე აღმართული). ეს ტრადიცია კომუნისტური მმართველობის დროს მოიშალა, ახლა კი, საბედნიეროდ, ისევ აღდგა.
კითხვა: როგორც გავიგე, სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა. შეიძლება, მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?
პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმინდის დამცველად ითვლება. მიწიერი მოღვაწეობის დროს იგი ზრუნავდა გაჭირვებულ ოჯახებზე და ბევრი მათგანი იხსნა განსაცდელისგან. თუ თქვენ სიყვარულისთვის ვედრებაში ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ ევედროთ როგორც წმიდა ნიკოლოზს, ასევე სხვა წმიდანებს.
კითხვა: ფსალმუნებში მოხსენიებულნი არიან მტრები. ვინ უნდა ვიგულისხმოთ მათში?
პასუხი: მათში უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები – მზაკვარი, ბოროტი სულები, რომელნიც ცოდვებისკენ გვიბიძგებენ.
კითხვა: ძალიან მიჭირს წყენის მოთმენა, არადა, ვიცი, რომ ქრისტიანისთვის ეს აუცილებელია. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც გაწყენინებენ, გაიხსენეთ, როგორ აწყენინებდნენ მაცხოვარს და, როგორ მიიყვანეს სიკვდილამდე ტანჯვითა და წამებით სრულიად უდანაშაულო, ის კი, ჯვარცმული, ამბობდა: „უფალო, შეუნდევ მათ, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან“.

скачать dle 11.3