კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

როგორ გავატაროთ
მიწიერი ცხოვრება

შემეცნებისა და ჩვენი ცხოვრებისთვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა გამოვიყენოთ. ცარიელი ცნობისმოყვარეობით, ამაო და უსარგებლო ცოდნისმოყვარეობით ნუ დავკმაყოფილდებით. სულის სიღატაკე, ტირილი, სიმშვიდე, ზეციური სიმართლის წყურვილი უნდა მოვიხვეჭოთ. ვევედროთ ღმერთს, რომ მან ჩვენი ცოდვები დაგვანახვოს და ჭეშმარიტი სინანული გვაღირსოს... შევთხოვოთ უფალს, რომ შინაგანი სისუფთავე და ბრძნული თავმდაბლობა მოგვანიჭოს, რის შედეგადაც, სულიერი მსჯელობისას საშუალება გვექნება, სამართლიანად განვასხვავოთ კეთილი ბოროტისგან!.. ვევედროთ ღმერთს, რომ სულების სულიერი ხედვის უნარი მოგვანიჭოს, რისი წყალობითაც მათ მიერ ჩვენთვის მოტანილი აზრებისა და ოცნებების თვალყურის დევნება შეგვეძლება... ჩვენს სულთან მათი კავშირი გავწყვიტოთ, გადავაგდოთ მათი უღელი, გავთავისუფლდეთ მონობისგან!.. თავი შევიკავოთ ხორციელი ხედვის უმეცარი, დამღუპველი სურვილისგან, რაც ღვთის მიერ დადგენილ წესრიგსაც ეწინააღმდეგება!.. ღვთის განგებას მოწიწებით დამორჩილებული ჩვენი სულები, რომლებიც მიწიერი არსებობის პერიოდში, სქელი ფარდებითა და ხორცის საბურველით გამოყოფილია იმ სულებისგან, რომლებიც შექმნილია, დაცული და დაფარული ბნელი სულების მიერ.
ჩვენ მიწიერი, მრავალტანჯული მოგზაურობის დასრულებისთვის სულების გრძნობადი ხედვა არ გვჭირდება, ამისთვის სხვა ლამპარია საჭირო და ის ჩვენ მოგვეცა: – „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118, 105). მუდმივ ნათელში მოგზაურობა ღვთის რჯულია – არც საკუთარი ვნებებით, არც დაცემული სულების მიერ ადამიანები არ იქნებიან მოტყუებულნი; როგორც წმიდა წერილი ამბობს: „მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი და არა არს მათთანა საცთურ“ (ფს. 118, 165).
თავის დროზე, ეს დრო კი მხოლოდ ღვთისთვის არის ცნობილი და მის მიერვეა დაწესებული, ჩვენ ყველანი შევალთ სულთა სამყაროში. თითოეული ჩვენგანისთვის ახლოა ეს დრო! ყოვლადკეთილი ღმერთი საშუალებას გვაძლევს,  ისე გავატაროთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება, რომ არ გვქონდეს დაცემულ სულებთან ურთიერთობა და მხოლოდ წმიდა სულებთან ვიქონიოთ საერთო, ამის საფუძველზე კი, შესაძლებელია, სხეულისგან განძარცვულნი წმიდა სულებს მივეთვალოთ და არა გაძევებულებს. მაშინ, ენით უთქმელი სიხარულით საუცხოო, ხელთუქმნელ სავანეებში ვიხილავთ წმიდა ანგელოსებისა და წმიდა ადამიანების წარმომადგენლებს და მათ მარადიულ სულიერ დღესასწაულს. მაშინ შევიცნობთ და ვიხილავთ დაცემულ ქერუბიმს მისი ბნელი ურდოთი – მაშინ დემონების ხედვით ღვთის მიერ ნაბოძები უნარი მთლიანად დააკმაყოფილებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას, თანაც ყოველგვარი საშიშროების გარეშე, რადგან ეს ცოდნა ღვთის ბეჭდით იქნება დაბეჭდილი, ჩვენ კი თავისუფალნი ვიქნებით ყოველგვარი ცდუნებისა და ბოროტების ზიანისაგან. ამინ!
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

საღმრთო განათლება
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისაგან განიწმინდება – საკუთარ თავზე სულიერი მუშაობის, მოღვაწეობის შედეგად. მას საღმრთო განათლება აქვს, ღმერთში ცხოვრების გამოცდილება და არა – თავისი პირადი აზრები. ამიტომ ის შორს იყურება. ბეცი ადამიანი ახლოს კარგად ხედავს, მაგრამ შორს მყოფი საგნების დანახვა უჭირს. ხოლო ის, ვინც ახლომხედველი არ არის – თუ ისეთ საგნებს დაინახავს, რომლებიც ცოტა მოშორებითაა – ეს ხომ არც ისეთი დიდი მიღწევა იქნება. ხორციელი თვალი ადამიანს მხოლოდ ორი აქვს, როცა იგი სულიერი თვალის მთელ სიმრავლეს ფლობს.
ისინი, ვინც ქრისტეს შორდებიან, საღმრთო განათლებას მოაკლებენ საკუთარ თავს იმიტომ, რომ ისინი, როგორც სულები, თვითონ შორდებიან მზის სინათლიდან და ისეთ ადგილას მიდიან, სადაც მზის სხივი ვერ ხვდება. შედეგად ისინი სულიერად გაციებულნი და ავადმყოფნი ხდებიან. თუ ადამიანი არ განიწმინდება, თუ მასში საღმრთო ნათელი არ შევა, მისი ცოდნა, რაც არ უნდა სწორი იყოს ის – მხოლოდ რაციონალიზმია და მეტი არაფერი, – ასეთ დასკვნამდე მივედი მე. თუ საღმრთო განათლება გაქრება, ის აღარ მოიტანს არანაირ სარგებლობას, რასაც ადამიანები ამბობენ და წერენ. ფსალმუნი საღმრთო განათლების შედეგადაა შექმნილი და თქვენ მხოლოდ ნახეთ, რამდენად ღრმაა მისი აზრი. შეკრიბე თუნდაც მთელი ქვეყნის ღვთისმეტყველები და ფილოლოგები და ნახავ: ასეთი სიღრმის მქონე ერთი ფსალმუნის შეთხზვასაც კი ვერ შეძლებენ. მეფე დავითი მეცნიერი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ სრულიად აშკარაა, როგორ ხელმძღვანელობდა მას საღმრთო სული.
მამა პაისი მთაწმინდელი

скачать dle 11.3