მისაზიდები
ანუ ღარიბის ტვინი მდიდარმა მოიხმარაო
თუმცა ჯერ არ ვიცით, შევძლებთ თუ არა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას, სამაგიეროდ, ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა ევროკავშირში შესვლისა და ბინადრობის ჰარმონიზებული წესები, რათა მესამე ქვეყნებიდან მიიზიდოს მოქალაქეები ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევებისთვის.
სახელდობრ, ახალი რეგულაციით, სტუდენტებსა და მკვლევრებს (ნიჭიერებსა და ხელმოკლეებს განვითარებადი ქვეყნებიდან) აწ უკვე შეეძლებათ ევროკავშირში სწავლის ან კვლევის დასრულებიდან, სულ მცირე, ცხრა თვის განმავლობაში დარჩენა, რათა მოიძიონ სამსახური, ან, სულაც, ბიზნესი წამოიწყონ.
მათ გაუმარტივდებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე გადაადგილებაც. მკვლევრებს კი, მაგალითად, თავიანთი ოჯახის წევრების მიწვევაც კი შეეძლებათ, რომლებსაც თავის მხრივ, მუშაობის უფლებაც მიეცემათ.
სიახლე ფრიად სასიამოვნო და პერსპექტივის გამხსნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ახალგაზრდებსა და მკვლევრებსაც მიეცემათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, თუმცა, თუ თავად ჩვენ არ გავხადეთ ჩვენივე ქვეყანა მიმზიდველი, მხოლოდ სამუშაო ძალის გადინებას ვინღა ჩივის, ტვინების გადინების საფრთხეც დამოკლეს მახვილივით თავზე დაგვეკიდება. –