კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გქონდეთ სახლში ბევრი სარკე და ატაროთ გასაღებების აცმა ვერცხლისფერი ჯაჭვით

გამიგია, ზოგ ადგილებში ცხოვრება ადამიანებს საფრთხეს უქმნის. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ამბობს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფთაა თუ არა სახლის აურა და როგორ გრძნობენ ადამიანები კონკრეტულ ადგილებში თავს. მისივე თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კარის საკეტს, რადგან ის ჩვენთვის ერთგვარი დამცავი თილისმაა.

 გიორგი: სამწუხაროდ, დღეს ყურადღებას აღარ აქცევენ ძველი ხალხის რჩვებს და საკუთარი სურვილისა და გემოვნების მიხედვით იშენებენ ან ყიდულობენ სახლს. სახლდებიან იქ და როცა პრობლემები იჩენს თავს, მერე იწყებენ იმაზე ფიქრს: რა ხდება, რის გამო ექმნებათ წინაღობები, ელანდებათ გარდაცვლილი ადამიანები, საცხოვრებელში ხდება უცნაური ამბები და ასე შემდეგ.
–  როცა ადამიანი გადაწყვეტს, შეიძინოს საცხოვრებელი ბინა ან მიწა, სადაც ააშენებს სახლს, რა უნდა გაითვალსწინოს?
– წინაპრები, იმ ადგილს, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, თუთის ხეს რგავდნენ. თუ ის გაიხარებდა,  ესე იგი, იქ დადებითი აურა იყო და იწყებდნენ მშენებლობას. ანუ, ასეთ ადგილზე დასახლება უსაფრთხო იყო. უარყოფით ზონაში დასახლება, ადამიანს პრობლემების მეტს არაფერს მოუტანს. იქ დაგროვილი ენერგიები, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე. რასაკვირველია, დღეს ამას ყურადღებას არ აქცევენ და იმასაც მეტყვიან, ხის გაზრდას, სად ველოდოთო. თუმცა, ლოდინი ნამდვილად ღირს, თუ გაითვალისწინებთ, რომ ამით მთელ რიგ პრობლემებსა და ბარიერებს აიცილებთ თავიდან. თუ კორპუსში ყიდულობთ ბინას, მაშინ უამრავი ხელსაწყო არსებობს იმის დასადგენად, მისღები და უსაფრთხო თუა ადამიანისთვის იმ კონკრეტულ ბინაში ცხოვრება. ბინის ყიდვისას, უნდა გაამახვილოთ გრძნობითი ორგანოები.
– ეს როგორ შევძლოთ?
– ჯერ ერთი, გირჩევთ, კარგად გაარკვიოთ: ვინ ცხოვრობდა იქ; რა იყო ამ სახლში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი; წარმატებულები თუ იყვნენ; როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან და რამდენად იდილიური გარემო სუფევდა. თუ ბინა მოგეწონათ და ფიქრობთ ყიდვას, შედით ბინაში. ცოტა ხანს დადექით შუა ადგილას, სადაც მეტი სივრცეა და თუ იგრძნობთ, რომ სახლის აურა დადებითად მოქმედებს თქვენზე, ესე იგი, შეგიძლიათ, შეიძინოთ. მაგრამ, თუ ურწმუნო ხართ და არც წინაპრის გაფრთხილებას აქცევთ ყურადღებას, იმის იმედით ცხოვრობთ, რომ ყველაფერი თავად მოგვარდებაო, მაშინ ვერაფერს გეტყვით. სახლი შიგნიდან უნდა დაიცვას კაცმა, ხოლო, მასში მომხდარ მოვლენებზე ოჯახის თითოეული წევრი აგებს პასუხს. ჰოდა, თუ შეგვიძლია ამ ციხესიმაგრის დაცვა და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვა, რატომ უნდა ვთქვათ უარი, არ მესმის. თუმცა, რთულია, ვინმეს რამე დააძალო. ეს ცალკეული ადამიანის ნებაა და მასზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს. მე, უბრალოდ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ იმაზე, რაზეც გესაუბრეთ და თავად შეიქმნათ იდეალური, ჰარმონიული გარემო თქვენ გარშემო.
– ბატონო გიორგი, მართალია, რომ საცხოვრებლის ყველა კუთხე-კუნჭული ენერგიის დაგროვებას იწყებს და ეს ენერგია როგორც მიწიდან, ასევე ადამიანებისგანაც მოდის?
– დიახ, სრული სიამრთლეა და ამიტომ არის, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანების ბინაში ყოფნა გსიამოვნებთ. ხოლო სახლში, სადაც უარყოფითი ენერგიაა, ფორიაქობთ და ვერ ისვენებთ. სხვათა შორის, ეს ცუდი აურა ადამიანს, შემდეგაც დიდხანს გაჰყვება და არ არის გამორიცხული, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეუქმნას.
– როგორ გავარკვიოთ, სახლში საიდან გროვდება ცუდი ენერგია და რაში გვიქმნის საფრთხეს მისგან წამოსული ნაკადი?
–  რომ მიხვდეთ ბინაში უარყოფითი ენერგია დაგროვდა თუ არა, ძალიან მარტივია. კარგად დააკვირდით, სახლში, კონკრეტულ ადგილას ყოფნისას, ხომ არ შფოთავთ, გიბუჟდებათ კიდურები და გეწყებათ კანის ქავილი. თუ ასეა, ესე იგი, თქვენ უარყოფით ზონაში ხართ და ეს სიმპტომები ამის მანიშნებელია. თუ ცხოველი გყავთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებსაც. თუ ის ნერვიულად დადის ოთახიდან ოთახში, ყეფს, იღრინება, ესე იგი, უარყოფით გავლენას განიცდის. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები, კარის საკეტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველ ავეჯს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითოეულ უჯრას თუ კარს, აქვს ლამაზი და საგულდაგულოდ დასაკეტი გასაღები. უმჯობესია გასაღებების აცმა ვერცხლისფერ ჯაჭვზე დაკიდოთ და არასდროს დადოთ მაგიდაზე. ასევე, ეცადეთ, გასაღებების აცმა შურიანი ადამიანების მზერას მოარიდოთ. ასე, გაქურდვისგან და ცუდი ენერგიების შემოდინებისგან იქნებით დაცული. ბევრ რამეს არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას, რაც შესაძლოა, უცოდინრობით მოგვდის, ან დაუჯერებლობით. მაგრამ შეგვიძლია, დავეხმაროთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს. მაგალითად, თუ ბევრი სარკე გაქვთ სახლში, მაშინ თქვენი გათვალვა რთული იქნება. თუ გუნება-განწყობა გაგიფუჭდათ, დადექით დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სარკის წინ და მიაშტერდით საკუთარ სილუეტს. ნახეთ, დარდი და ტკივილი, მალევე გაგივლით. საერთოდ, სარკემ რომ სახლში დადებითი ენერგია მოიზიდოს, ჯობია, სასტუმრო ოთახის მაგიდის გასწვრივ დაკიდოთ.
– ბევრი ამბობს, სარკის გატეხა სახლში ახლობლის სიკვდილს წინასწარმეტყველებსო. ამაზე რას იტყვით?
– მეც გამიგია, სარკის გატეხა სიკვდილს გვამცნობსო, მაგრამ ეს არ არის მართალი. შესაძლოა, დამთხვევები იყოს, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია.

скачать dle 11.3