კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰქონდა თუ არა მირიან ჯეჯელავას სერიოზული იმედგაცრუება სიყვარულში და რატომ წამოვიდა ის რადიოდან

ნიჭიერმა მსახიობმა, ტელე და რადიოწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ ხალხის სიყვარული მარტივად მოიპოვა და დღეს ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი ტელესახე გახდა. მიკიმ დაახლოებით ერთი თვეა, რაც რადიო დატოვა. თუმცა, საკუთარ მსმენელთან დაბრუნებას ისვე აპირებს. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და რა სამომავლო გეგმები აქვს, თავად გიამბობთ.
მირიან ჯეჯელავა: ტელევიზიაში აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას, დილის ეთერს ვუძღვები მანიკასთან ერთად. ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, რომლის გარეშე ვერც წარმომიდგენია. თავიდან მეგონა, დილით ადგომა გამიჭირდებოდა, მაგრამ ადვილად გადავლახე. დაახლოებით ერთი თვეა, რაც რადიოდან წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს რადიო, ვეღარ ვათავსებდი ყველაფერს ერთად. რადიოს, სამწუხაროდ, შეველიე, მაგრამ სამომავლოდ, აუცილებლად დავუბრუნდები, ოღონდ ეს ისევ „ფორტუნა პლუსი” იქნება თუ სხვა, ამას ვერ გტეყვით. რაც შეეხება სამსახიობო საქმიანობას, უკვე ველოდები ფილმზე მუშაობის დაწყებას, მაგრამ ჯერ არ ვამბობ, რა და როგორ იქნება. იმიტომ კი არა, რომ ინტრიგას ვტოვებ, უბრალოდ, მინდა, მოლაპარაკებები წარიმართოს და შემდეგ ვისაუბრებ ყველაფერზე. არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო, რადგან მერე, რომ არ გამოვიდეს, გული დამწყდება. საერთოდ, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან მერე არ მიხდება ხოლმე. ბევრი მეგობარი დამცინის ამ საკითხზე და სასაცილოა უკვე ეს თემა, მაგრამ რასაც ვამბობ, მერე არასოდეს გამომდის.
– ქართულ მედიასივრცეში თავი დაიმკვიდრე. კმაყოფილი ხარ საკუთარი შედეგით?
– ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. არ მგონია, რომ ჯერ წარმატებას მივაღწიე და ჩემი ადგილი ვიპოვე. სულ ძიების პროცესში ვარ. მიყვარს, როცა ექსპრომტად ხდება რაღაცეები. ბევრჯერ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავდი. ვგიჟდები, ისე მომწონს ტელევიზიაში მუშაობა, პარალელურად, ვერასდროს ვიტყვი უარს თეატრსა და კინოზე. სცენის გარეშე, ცხოვრება არ შემიძლია. აქედან გამომდიანრე,  ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და საკუთარი თავი არ მიპოვია. ვერ წარმომიდგენია, დიდხანს ვიმუშაო ერთსა და იმავე ადგილზე. რადიოდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო – შეიძლება, მომბეზრდა. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ჩარჩოებში მსვამენ და დოგმებს მიწესებენ. ვერ ვემორჩილები წესებს.
– დატვირთული გრაფიკი გაქვს. მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის თავისუფალი დრო გრჩება?
– არასდროს ვწერ გეგმას წინასწარ. მიუხედავად იმისა, რომ დამახსოვრების პრობლემა მაქვს და ჯობია, ჩავიწერო (იცინის). არაპროგნოზირებადი გრაფიკი მაქვს. თუ ადამიანს უნდა ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების ნახვა, ყოველთვის გამონახავს დროს. ახლა ჩემს თავსაც ვეწინააღმდეგები, რადგან ხშირად ვიშველიებ წინადადებას: „არ მცალია.” ყოფილა შემთხვევა, როცა მეცალა და ვერ გავედი სანახავად. ამისთვის ბოდიშს ვუხდი ყველას, უბრალოდ, იმ მომენტში ძილი და დასვენება ვამჯობინე. არასდროს მესმის, როცა ამბობენ, სიყვარულისთვის დრო არ მაქვსო. ჩემი მეგობრები ხშირად სწორედ მოუცლელობის გამო დაშორებულან საყვარელ ადამიანს. რა სისულელეა, თუ გიყვარს, აუცილებად ნახავ დროს. საშინლად მოუცლელი ვარ, ყოველთვის საქმე მაქვს, მაგრამ, რაც მინდა, იმისთვის ყოველთვის გამოვნახავ თავისუფალ დროს.
– შეყვარებული გყავს? ერთხელ შენც თქვი, დრო არ მაქვს და იმიტომ არ მყავს შეყვარებულიო.
– ეს ზუსტად ის სულელური არგუმენტია, რომელსაც მაშინ ვაბრალებდი იმას, რომ შეყვარებული არ მყავდა. თითქოს ამისთვის დრო არ მქონდა. ვაღიარებ, რომ  სისულელე ვთქვი. არ ვარ შეყვარებული, არც დასამალი მაქვს რამე. სიყვარულს სპეციალური რეცეპტები არ სჭირდება. როცა მოვა და იგრძნობ, რაღაცა ხდება შენს თავს, ესე იგი, შეყვარებული ხარ. მოგეწონოს ადამიანი, მის მიმართ სიმპათია, თბილი დამოკიდებულება გაგიჩნდა და თქვა, ახლა სიყვარულისთვის არ მცალიაო, ეს სისულელეა. შეიძლება, მქონდეს პატარ-პატარა გატაცებები, მაგრამ ამ ეტაპზე, შეყვარებული არ ვარ.
– ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
– ბევრჯერ არა, ერთხელ მიყვარდა და ძალიან ძლიერად. თუ მყვარებია, მიყვარდა მთელი ჩემი არსებით, გრძნობით, ხორცით, სულითა და ყველაფრით.
– როგორია შეყვარებული მიკი?
– გარეგნულად არ მეტყობა. როცა შეყვარებული ხარ, იქ უკვე ყველაფერი აზრს კარგავს, მაგრამ, იმავდროულად, ყველაფერს აზრი ეძლევა. სულ სხვა განწყობით იღვიძებ, იძინებ. აქ არ არის საუბარი ძილის წინ აკოცო, ან მესიჯი მისწერო საყვარელ ადამიანს – შინაგან სამყაროს ვგულისხმობ. მარტივად, რომ ვთქვა, ამ დროს ძალიან ბედნიერი ხარ. ვერ ვხსნი, რას მიშვრება სიყვარული (იცინის).
– თუ ასეთი სიყვარული შეგიძლია, რატომ მთავრდება შენი სასიყვარულო ურთიერთობები?
– ყველაფერი ცვდება. თუ სრულდება ურთიერთობა, ის ნამდვილი არ ყოფილა, რომელიმე აკლებდა რაღაცას. ჩემს შემთხვევაში, არც ერთის მხრიდან არ იყო სიყვარულის დეფიციტი. უბრალოდ, რამდენადაც უცნაურად მოდის ეს გრძნობა, ასევე უცნაურად ქრება, მთავრდება, თუმცა წერტილს არასდროს ვსვამ.
– ბევრი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გყავს. გოგონები სიყვარულში ხშირად გიტყდებიან?
– ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ყურადღებას გრძნობ. ნებისმიერი დადებითი ტიპის ყურადღება, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, სასიამოვნოა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოროტად ვიყენებ ამ ყოველივეს. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ ვინმეს ყურადღებით, სიმპათიით ბოროტად ვისარგებლე ან ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენე. ეს ჩემი მთავარი პრინციპია. მიტყდებიან სიყვარულში. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, სიყვარული საჩუქრებით გამოუხატავთ. აქ, არ ვგულისხმობ, რაიმე ძვირად ღირებულს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ იგივე გრძნობით ვერ ვპასუხობ, რადგან იმ სიტუაციაში სხვაზე ვარ გადართული ან ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება და გულს ვატკენ.
– შენ თუ გქონია უპასუხო სიყვარული?
– კი, როგორ არა. ყოფილა შემთხვევა, როცა მომწონებია ადამიანი, მიცდია, ეს მიმენიშნებინა და  ვერ მომიხერხებია. თუმცა, ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ, ეს უფრო უპასუხო სიმპათია ყოფილა. სერიოზული იმედგაცრუება არ მქონია.
– რაიმე სახის აკრძალვა თუ გქონია მშობლებისგან? ცოლი მოიყვანეო, არ გეუბნებიან?
– არასოდეს. დამოუკიდებელიც, ალბათ, ამიტომ ვარ. ცხოვრებაში არ მახსოვს, დედაჩემს ან მამაჩემს კატეგორიულად ეთქვათ რამე, გვიან სახლში დაბრუნებაზე ან სადმე წასვლაზე და იქ დარჩენაზე. არ ვარ ის ტიპი, რომელიც მავნებლობას ჩაიდენს და ვიღაცას ცუდს გაუკეთებს. არასდროს არაფერში არ შევუზღუდივარ მშობლებს. „შვილო, მალე მოდი სახლში,” – ეს ფრაზაც არ მახსოვს. მამაჩემი ყოველთვის სიმკაცრით გამოირჩეოდა და ახლაც ასეა, მაგრამ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მასთან. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც მშობლები ეუბნებიან: „მეიყვანე ცოლი, მეიყვანე!“ (იცინის). ჩემები ასე არ არიან. როცა ჩავთვლი საჭიროდ, თავისთავად მოხდება ყველაფერი.
– ნარცისი ხარ?
– გააჩნია, ამას როგორ შევხედავთ. მაგალითად, ფოტოს თუ დავდებ, სადაც კარგად გამოვიყურები, ხუმრობით მეუბნებიან, რომ ნარცისი ვარ და როგორ მიყვარს, საკუთარი თავი. თუ შენი თავი არ გიყვარს სხვას ვერასდროს შეიყვარებ. ნარცისი იმ გაგებით, რა გაგებითაც ცნობილია, არ ვარ. ეს სინდრომი ნამდვილად არ მაქვს. 
– წლების წინ წონის პრობლემა გქონდა და 17 კილოგრამი დაიკელი.
– მთელი ცხოვრება გამხდარი ვიყავი და დამამთავრებელ კლასებში მოვიმატე. როცა თეატრალურში ვაბარებდი, დავსუსტდი და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ძალიან გავსუქდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა არ ვმუშაობდი და არაფრით არ ვიყავი დაკავებული. შეიძლება, ცოტა სტრესმაც იმოქმედა. არ მინდა, ამ ყოველივეს დეპრესია დავარქვა, მაგრამ არც თუ ისე კარგი ეტაპი მქონდა. ვიჯექი სახლში და ვჭამდი უზომოდ, თან ვიყავი უმოძრაოდ. წავედი სიგანეში, მივედი 97 კილომდე და თითქმის 100-ს გავუტოლდი. ეს ის პერიოდია, როცა არსად ვჩანდი. შემდეგ, ერთ-ერთ ქასთინგზე მივედი. ვერავინ იფიქრებდა, თუ ასეთი შეცვლილი ვიქნებოდი. ყველას გაუკვირდა ჩემი ჭარბი წონა. იმდენად მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ, დავიწყე დიეტა, ვარჯიში და მოკლე პერიოდში ჩავდექი ფორმაში. უხეშად რომ ვთქვათ, ერთ თვეში 17 კილო დავიკელი.

скачать dle 11.3