კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიკავებს თუ არა ნიკა გვარამიას ადგილს დათო ფორჩხიძე და რა სასწაულის წინაშე დააყენა ის „რუსთავი 2-მა”

„X ფაქტორის” მაყურებელს წინ სერიოზული სიურპრიზი ელოდება – ცოტა ხანში პროექტში „იმედიდან” წამოსული დათო ფორჩხიძე გამოჩნდება. ჩაანაცვლებს თუ არა დათო ოთხი სკამის ტურიდან წასულ ნიკა გვარამიას, ვის ადგილს დაიკავებს ის და ზოგადად რა როლი ექნება მას „X ფაქტორში”, ამის შესახებ თავად დათო ფორჩხიძე გვესაუბრება.
– დათო, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სულ მალე „X ფაქტორში” გიხილავთ და რომ, დათო ფორჩხიძე „იმედიდან” „რუსთავი 2”-ში გადაბარგდა.
დათო ფორჩხიძე: კი, „რუსთავი 2-იდან” მაქვს შემოთავაზება და ჩემი მხრიდანაც იყო სურვილი, ოდესღაც მემუშავა „X ფაქტორში”. ახლა ვდგავარ სასწაულის წინაშე, რაც გარკვეულწილად, ზღაპარსაც წააგავს. გაისად რომ განვეხილე პროექტის პროდიუსერებს, რა თქმა უნდა, მაშინაც ძალიან გამიხარდებოდა, თუმცა, ცოტა თავსაც დავიფასებდი და ვიტყოდი: მეც განხილვის ერთ-ერთი კანდიდატი  ვარ-მეთქი. მაგრამ, ახლა, როცა უკვე პროექტი დაწყებულია, მართლაც საოცრება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
– ოთხივე ჟიურის გადანაწილებული ჰყავს გუნდები და ამ პროექტში შენ რა როლი გექნება?
– პროდიუსერები განიხილავენ რამდენიმე ვერსიას. ჩემთვის მათთან საქმიანი ურთიერთობა უკვე მისაღებია. დარწმუნებული ვარ, კარგ როლს შემომთავაზებენ. ამ ყველაფერს ყველა ერთად, მათ შორის მეც, სულ მალე ერთად ვნახავთ.
– ანუ, ჟიურის ერთ-ერთი წევრი და მენტორი იქნები?
– სადღაც მანდ ვიქნები... ის, რომ დაწყებულ პროექტში შევდივარ, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა, რაც მთავარია, დროული გამოწვევა. რადგან ამ ადამიანებმა დამაკისრეს ასეთი საპასუხისმგებლო მისია, რომ შუა პროექტიდან ჩამრთონ, ესე იგი, მე მათი იმედები არ უნდა გავაცრუო. მეც ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ არა მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოების იმედებიც გავამართლო.
– უკვე დიდი ხანია, ეს პროექტი არსებობს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. როგორც ვხვდები, შენ გამო ფორმატის შეცვლაც მოუწევთ.
– როგორი ფორმითაც მოხდება ეს, ნახავს საზოგადოება და მერე უფრო გამეხსნება ხელ-ფეხი, ვთქვა: რა გააკეთეს მათ. თუ ფორმატი შეიცვლება – ეს მე დიდ პასუხისმგებლობას დამაკისრებს. სატელევიზიო პროექტებში ჟიურის  წევრობა და მსგავსი რაღაცეები, ჩემთვის სიახლე არ არის. არ ვარ დამწყები, მაგრამ ეს მაინც არაორდინარული შემთხვევაა.
– ერთ-ერთი ტურიდან ნიკა გვარამიამ დატოვა ჟიურის სკამი. დათო ფორჩხიძე ხომ არ ჩაანაცვლებს ნიკა გვარამიას?
– ნიკას წასვლა იქნება, ნიკას წასვლა, ჩემი მოსვლა კი, იქნება ჩემი მოსვლა. ანუ, ეს ორი საკითხი არ არის ერთმანეთთან კავშირში.
– ეს შემოთავაზება „იმედიდან” შენს წამოსვლას უკავშირდება?
– „ილო ბეროშვილის შოუ” ისევ გრძელდება და მეც მქონდა შემოთავაზება, იგივე სტატუსითა და პირობებით დავრჩენილიყავი, მაგრამ მე მათ მადლობა გადავუხადე და წამოვედი. მე შალვასთან ერთად მივედი შოუში და იქ, რომ დავრჩენილიყავი, არ გამოვიდოდა ჩემი მხრიდან ლამაზი. გარდა ამისა, ახლა რომ ვუკვირდები, გამიჭირდა იუმორისტულ შოუში მუშაობა. ეს ჩემთვის, როგორც პროფესიონალისა და მუსიკოსისთვის, არ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, ჩემი საქმე გულითა და სულით ვაკეთე და წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც შოუში აგრძელებს მუშაობას. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, სახელგავარდნილ და სტაჟიან წინასწარმეტყველებთან ერთად რომ მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა: ეს მოხდებაო, არ დავიჯერებდი.  მე მართლა განვიცადე ის, რაც „იმედში” ხდებოდა. იმ შოუშიც დიდი შრომა ჩავდე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, „იმედში” იგივე პირობები შემომთავაზეს, მე იქ დარჩენის გადაწყვეტილება ვერ მივიღე. არ ვიცი, ვინ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, ვფიქრობდი: ღმერთის ანაბარა ვარ-მეთქი  და გამოჩნდა „X ფაქტორი”. მაგრამ, მე მჯერა, ვიცი, რომ ასე იყო და ვინც ამას არ დაიჯერებს, ეს უკვე მისი პრობლემაა. მე ყველგან თამამად ვიტყვი: როდესაც „იმედიდან” წამოვედი, „X ფაქტორის” შემოთავაზების შესახებ არაფერი ვიცოდი. თუმცა, ვაღიარებ, რომ „X ფაქტორი” ჩემთვის უმაღლესი ლიგაა. მთელი ცხოვრება იმის მტკიცება, არ არის სწორი, რომ  რაღაც გააკეთე, სტატისტიკა გაქვს, შენი აღებული თასები სახლში გიდევს და ამით დატკბე. ცხოვრება არ მოგცემს ამის საშუალებას.
– არასდროს გქონია საკუთარი წარმატებით ტკბობის მომენტი?
– ჩემთვის სასარგებლოა, მაგრამ მერე სულ ვნანობ, რომ ვერასდროს ვზეიმობ ჩემს წარმატებას. ჩემთვის „X ფაქტორში” ყოფნაც გამარჯვებაა, მაგრამ არ ვზეიმობ. რაღაც კუთხით ვხვდები, რომ დაფასებული ვარ და ეს ჩემთვის უკვე საკმარისია.
– იმედია, არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ „სახის” წევრებიდან, რომელშიც შალვა რამიშვილიც მოიაზრება, შენ საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღებ ტიპად დარჩი. როგორ მოახერხე ეს?
– მე ასე არ მივიჩნევ, დათო ხუჯაძეც უყვართ და გოგა ხაჩიძეც. როდესაც შალვა რამიშვილთან მეგობრობას ვახსენებ, ბევრმა არ იცის, რომ შალვა რამიშვილი „სახის” პროდიუსერი იყო. თანამონაწილეა იმ ისტორიული პროექტის, რომელსაც „სახე” ერქვა. პოლიტიკაში არასდროს წავალ – ეს არის ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი და ვრჩები ჩემს საქმეში. ჩემს თავს მუსიკაში ვხედავდი ყოველთვის და ვხედავ. 42 წლის ვხვდები და თუ ძილს გამოვაკლებთ, 21 წელი დარჩება და იქიდან 16-17 წელი მუსიკა იქნება. როცა ნიჭიერ ადამიანებს ვეუბნები: თქვენ  ბევრს შრომობთ, მიყურებენ: რას ვშრომობთ და დავდივართ, ვმღერითო. მომღერლისთვის სწორედ ეს არის შრომა. ამ კუთხით, სამაგალითო ვარ. ყველაფერზე უარი ვთქვი და საკუთარი თავი მუსიკას მივუძღვენი. განვლილი წლები მეხმარება იმაში, რომ სხვა პროფესიაზე ფიქრის სურვილი და გაჭირვება არ მიდგება. ახალგაზრდობისას ძალიან რთული წლები გავიარე. 90-იან წლებში, როდესაც უკვე შემდგარი მუსიკოსები პარალელური ბიზნესის კეთებას იწყებდნენ და მეც მთავაზობდნენ, მაინც მუსიკა ავირჩიე. ნიჭი და შრომა საბოლოოდ, აუცილებლად ფასდება.
– მუსიკა და ოჯახიც მშვენივრად შეუთავსე ერთმანეთს. სტაბილურად მიჰყვები შენს ოჯახურ ცხოვრებას.
– ჩემი ცოლ-შვილი სტაბილურად მიყვარს. ოჯახზე ძვირფასი არავის არასდროს არაფერი ექნება. ამ მხრივ მე ბედნიერი ვარ. დღეს რომ გენდერულ თემებზე ლაპარაკობენ და გავიგებ ვიღაცამ ქალი დაჩაგრა, ამასთან დაკავშირებით მიამიტურ, ბავშვურ კითხვებს ვსვამ, ჰგონიათ, თავს ვიკატუნებ. ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია. ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, დედაც, მამაც თანაბარუფლებიანები იყვნენ, მათ ჰქონდათ ერთი მიზანი: შვილები! ჩემი ცოლისთვის და ჩემთვისაც, მთავარი მიზანი ჩვენი შვილებია, მათი კეთილდღეობა და მინდა, ისინი ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანები გამოვიდნენ. მარტო ამას ვერ შეძლებ, თორემ, საბოლოო ჯამში, იმ ნათურას ვიღაც გამოცვლის. ისე, ნათურას ჩემი ცოლი ცვლის. ჩემი მეუღლე ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ჩემი ნიჭი მაქსიმალურად გამოვავლინო, ხელი არ შემეშალოს. ის ადამიანი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, თავისი განცდები და თავისი ცხოვრება აქვს, ისე განიცდის ჩემს წარმატებას, რომ თავისად მიიჩნევს. ეს არ არის ადვილი და ასეთი ადამიანი აუცილებლად სტაბილურად უნდა გიყვარდეს. საკუთარი თავის მტერი უნდა იყო, როცა ასეთ ადამიანს იპოვი, რომელსაც შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ შეხვდე, მას ხელი გაუშვა და არ გიყვარდეს.

скачать dle 11.3