კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა გიორგი ვაშაძეს ნათესაური კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და რა სიურპრიზი არ მოუწყო მან მიხეილ სააკაშვილს

რამდენიმე დღეა, გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პერიპეტიების ეპიცენტრში მოექცა – მშობლიურ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან” „გაყრა” სულ არ აღმოჩნდა იოლი – ვერსიები, რატომ დატოვა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა და ენერგიულმა ლიდერმა პარტია, რომლის ერთ-ერთი სახეც იყო, საკმაოდ ბევრი გაჩნდა: ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათესავია და მის ბანაკში მოხვდა; ის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ახალ პარტიას ქმნის. მოკლედ, სად იწყება ჭორი და სად მართალი, ამას დრო და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური მომავალი გვიჩვენებს. იქამდე ის, ჩვეული გულწრფელობით, მომხიბლველ მეუღლესთან, ქეთი სიჭინავასთან ერთად, კადრს მიღმა დარჩენილ მათ ცხოვრებაზე გვიამბობს.
– ბატონო გიორგი, ბედის ირონიაა, აბა, რა არის, ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისში, პირველივე დღეს იუსტიციის სახლში არ გიშვებენ.
გიორგი ვაშაძე: ასეთებიც ხდება (იცინის) ეს არის ტიპური მაგალითი იმის, რა ხდება, როდესაც ბიუროკრატიის ფარდის ჩამოფარების მცდელობასთან გვაქვს საქმე. არადა, ეს სივრცე შეიქმნა იმისთვის, აქ არავის ჰკითხო შემოსვლის ნებართვა – როდესაც ეს სახლი ღიაა, შეგიძლია, შემოხვიდე თუნდაც კამერით, ან გუნდთან ერთად, რასაც ვგეგმავდი დღეს. რა საჭიროა ამდენი ნებართვა?! როდესაც ეს სახლი გაიხსნა და მერე, ვიტალი კლიჩკოსაც ვურჩევდი, მე ვფიქრობდი, აქვე გამეკეთბინა ჩემი ოთახი, რომ ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩემთან კომუნიკაცია. ადამიანებს უნდა შევუცვალოთ პარადიგმები. ეს იყო ამ სახლის მიზანი!
– ყოფილი ლიდერის მსგავსად, გიყვართ სიმბოლოები – მაინცდამაინც აქ რომ დაგეგმეთ პირველივე დღეს ახალგაზდებთან შეხვედრა.
– რატომაც არა! მე ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დავიყენებ გვერდით, ახალგაზრდებს, რომელთაც უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. ისინი არიან სწორი ღირებულებებით, ფასეულობებით გამორჩეული თანამედროვე ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სტერეოტიპები, რაც ხშირად ხდება ხოლმე განათლების და განვითარების ბარიერი. დღეს უამრავი შეხვედრა მქონდა ადამიანებთან, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ჩაერთონ პოლიტიკაში. ჩემი ძირითადი მიზანი ყოველთვის იყო ინოვაციების, სიახლეების დაგეგმვა, ასე გაგრძელდება მომავალშიც. როდესაც პოლიტიკაში მოვედი, მაშინვე ვამბობდი, რომ უნდა შეცვლილიყო პოლიტიკის გაკეთების პარადიგმა, რომელიც დაუახლოვდება ხალხს და არა კაბინეტებს. სულ ვამბობდი, რომ სხვა სიტუაციაში ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს პრობლემების დაძლევას. ამიტომაც, ბევრისთვის არ იყო სიურპრიზი ჩემი განცხადება. გუნდში ყველამ იცოდა ჩემი განწყობები, რაც მათთვის არასდროს დამიმალავს. ეს ყველაფერი წარსულია, დღეიდან ვიწყებ ახალ მომავალს, სრულიად ახალ პერსპექტივას. აღარ ვაპირებ ამ თემებზე საუბარს. სასაცილოა ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სიაში მეათე მინდოდა ვყოფილიყავი და მეთერთმეტე რადგან აღმოვჩნდი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. კიდევ გავიმეორებ, რომ დღეს არის სხვა თაობის პოლიტიკოსების დრო – ეს პოლიტიკური კატეგორია უნდა წავიდეს, ბიძინა ივანიშვილის, თამაზ მეჭიაურის, ეკა ბესელიას, გიგა ბოკერიას და მიშა მაჭავარიანის დრო პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს. საქართველოში უნდა დავაბრუნოთ მომავლის იმედი, განწყობა და რაც მთავარია, უნდა დავამარცხოთ გაჭირვება, რისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელთა შორის, ერთ-ერთი მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამთავრებაა.
– „გაყრა” იოლი იყო?
– ემოციურად ეს არ იყო იოლი და ალბათ, როცა ვაკეთებდი განცხადებას მეტყობოდა კიდეც. ადამიანურად მძიმეა, როდესაც სრულდება ეტაპი, რომელიც გაატარე იმათთან ერთად, ვისთანაც ბევრი რამ გამოიარე, ბევრი რამ გააკეთე. ამის მიუხედავად, სიახლე და ცვლილება აუცილებლობაა. ჩემი კარიერა იოლად არ გამივლია. იუსტიციაში მუშაობა დავიწყე კონკურსის წესით. ჩუღურეთის რაიონის საპასპორტო სამსახურის უფროსად დამნიშნეს. სამი თანამშრომელი მყავდა, ოფისი გვქონდა სარდაფში, სადაც, როცა პირველად მოვხვდი, საკუთარ თავს ვკითხე: აქ მართლა მინდა მუშაობა-მეთქი?! ორ დღეში მეგობრებს დავურეკე, სამსახურში გამომიარეთ, არ გინდათ, ოფისს დაგათვალიერებინებთ-მეთქი. ერთი სული მქონდა, მოსულიყვენენ და მძიმე „სტელაჟების” გადატანაში დამხმარებოდნენ. მინდოდა, ორშაბათს სამსახურში მოსულ თანამშრომლებს ენახათ, რომ რაღაც შეიცვალა. მე თვითონ ვბეჭდავდი და ვაკრავდი პლაკატებს. იმდენი საბუთი იყო მაშინ საჭირო. პასპორტის ასაღებად, ახლა რომ არის გამარტივებული, ასე ხომ არ იყო. მე თვითონ ვიყავი ჩუღურეთის ოფისში უფროსიც, უმცროსიც. ასე რთულად დაიწყო ჩემი გზა, მაგრამ პრობლემების არასდროს შემშინებია. სულ ორი მეგობარი მყავდა, ვისაც შემოვძახებდი: აბა, ბიჭებო, ეს უნდა გავაკეთოთ-მეთქი? ახლა მეგობარიც მეტი მყავს, წრეც უფრო დიდია, თანამოაზრეც. ჩემი ჰობი პრობლემების სწრაფად და მარტივად გადაჭრაა. ასე რომ, არც მომავლის მეშინია (იცინის)
 – კარიერის დასაწყისში მალე მოხვდით მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე, თუმცა ისიც გვახსოვს, უკვე იუსტიციაში, მაღალ პოზიციაზე დანიშნულს ჭრელი პერანგების ფერსაც კი გიწუნებდნენ.
– ეს დროც იყო. თქვენ ის თქვით, რას არ მიწუნებდნენ, მაგრამ კარგია, რომ სერიოზული „კომპრომატები” ჩემზე არავის ჰქონდა (იცინის). მიხეილ სააკაშვილი კარგად 2012 წლის შემდეგ გავიცანი. იქამდე მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა. მერე, როდესაც სერიოზულ ბრძოლაში ჩავერთეთ აქ და უკრაინაში, ჩვენ უკვე სხვა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ერთად ბევრი კარგი ინიციატივა განვახორციელეთ. უკრაინაში დიდი ოფისი მაქვს, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი ვარ, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტები აქვს დაგეგმილი. ჩვენი მთავარი მიზანი, სრულიად ახალი, ინოვაციური რეფორმების გატარებაა. ეს ბოლო პერიოდი ძალიან ხშირად მიწევდა სიარული უკრაინასა და საქართველოს შორის.
– ალბათ, ძალიან გაანაწყენეთ პოლიტიკური ლიდერი. რამდენიმე დღეა, ორი „ვერსია” ვრცელდება – ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თქვენი ნათესავია და მის ბანაკში მოხვდით, სიდედრის ძმის, ვანო ჩხარტიშვილის წყალობით და მეორე, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ახალ პარტიას ქმნით.
– აა, ბიძინას ნათესავიც გავხდი?! ეტყობა, იმიტომ რომ, იქვე, ჩემი მხრიდანაა (იცინის). ვინც მიცნობს და ჩემთან შეხება ჰქონია, იცის, რომ მე არ ვარ მართვადი ადამიანი. ის, რასაც ჩემს თავს ვერასდროს შევუზღუდა,ვ თავისუფლებაა. როდესაც ვინმესთან შედიხარ გარიგებაში, ავტომატურად კარგავ თავისუფლებას. როცა ეს იკარგება, ადამიანს, განვითარების და კრეატივის პერსპექტივაც არ აქვს. მე ძალიან ახალგაზრდა ვარ, თავს ვერ გავიფუჭებ, პოლიტიკურად დამოუკიდებლად ფეხის ადგმის პირველივე დღეებში! ფულს არ მოაქვს ბედნიერება, ბედნიერება არის შემოქმედებითი პროცესი. სახლში „პაჩკებით” დაწყობილი ფული ჩემთვის ბედნიერება არაა. ვისაც ბევრი ფული აქვს, უფრო და უფრო მეტი უნდა, მილიარდიც ცოტაა. არ მესმის, რად უნდა ბიძინა ივანიშვილს ისეთ რაღაცეებს რომ აკეთებს და აქაც ფულს შოულობს?! რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, ის ჩემი ნათესავია, ჩემი სიდედრის ძმაა. ჩვენ ნათესაური კავშირი და პოლიტიკა ერთმანეთში არასდროს აგვირევია. ის საქართველოდან მაშინ წავიდა, როცა მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი. ამ თემაზე საუბარი და სპეკულაციები რომ დაიწყებოდა, ამას ველოდი კიდეც. მე ის მიხარია, რომ ამაზე მეტი ვერაფერი მომიძებნეს, რაც ნიშნავს, რომ სუფთა წარსული მაქვს, ბრალს ვერავინ დამდებს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად პარტიის შექმნას რაც შეეხება, ამაზე რა გითხრათ? – მიხეილ სააკაშვილს ჩემს მეგობრად მივიჩნევ, შესაბამისად, მას ტელევიზიიდან რომ არ გაეგო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამი მქონდა. ასეთ სიურპრიზს ის არ იმსახურებდა და ვერ მოვუწყობდი.
– თუმცა, კოლეგებმა არ დაგაკლეს „კრიტიკა”. ძველი ფარული ჩანაწერებიც „გაიხსენეს”, სადაც გოკა გაბაშვილი ჭიათურელ პროვინციელს გეძახდათ.
– ამაზე არც მაშინ მქონია რეაქცია და არც ახლა. მერე რა, რომ ჭიათურაში დავიბადე. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ვამაყობ ჩემი ოჯახით, ნათესავებით, იმ წლებით, რაც ჭიათურაში გავატარე. ეს მაძლევს ენერგიას და ამაზე საუბარი უკან ჩარჩენად მიმაჩნია. მე ძალიან საჯარო ადამიანი ვარ, სათქმელსაც კონკრეტულად ვამბობ. სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ, ჩემი მშობლები მირეკავენ ხოლმე და მსაყვედურობენ, რად გინდოდა გვარ-სახელის თქმა, ზოგადად გესაუბრა არ ჯობდაო. არა, რატომ, მე ყოველთვის მყავს ადრესატი. გვერდულად, ქარაგმებითა და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, არაა ჩემი საქმე. ამ თვისებას ვერც პოლიტიკაში გატარებული წლების შემდედ „ვეზიარე” (იცინის).
ქეთი სიჭინავა: არ დაგიმალავთ და ჩემი მეუღლის ეს გადაწყვეტილება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამიხარდა. ისე ნერვიულობდა და ღელავდა, იმდენად დაღლილი მოდიოდა, რომ მის ძველ გუნდში დარჩენის აზრს ვერ ვხედავდი. გიორგი საქმეში ძალიან აზარტული, ენერგიულია და როდესაც ვერ ხედავ შედეგს, უნდა წახვიდე. ასეთია პირადად ჩემი აზრი.
– მისმა პოლიტიკურმა კარიერამ ცხოვრება გაგირთულათ?
– კი (იცინის). მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, მშვიდ ოჯახში გაზრდილი. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრება ასეთი ტემპით წარიმართებოდა. ამდენი სიურპრიზი თუ გვექნებოდა გიორგის საქმიანობის წყალობით. როდესაც ცოლად გავყევი, ჩუღურეთის რაიონში მუშაობდა. მერე ხშირად მეხუმრებოდა ხოლმე: თავიდანვე როგორ ვერ მიმიხვდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მშვიდად რომ ვერ ვიცხოვრებდითო (იცინის).
– ბოლო ორი წელი „ემიგრაციაშიც” კი მოხვდით მასთან ერთად უკრაინაში.
– ეს წლები არის ცხოვრება ჩემოდნებზე, ძალიან ბევრს დავდივართ აქეთ-იქით. ჩვენ ხასიათით კონტრასტულად განვსხვავდებით, თუმცა უკვე ვცდილობ, ფეხი ავუწყო და მის რიტმს ავყვე. ექვსი წელია, ოჯახი გვაქვს. როცა სამი პატარა შვილი გყავს, ხშირად შეიცვალო საცხოვრებელი ადგილი, ადვილი არაა, მაგრამ რას ვიზამთ?! პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, ვენაში მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი კარიერა გვერდით გადავდე – ახლა ვმუშაობ საქველმოქმედო ფონდში. თუმცა, ჩემი დროის დიდი ნაწილი მაინც ოჯახს ეკუთვნის. სულ ვცდილობ, გიორგის გვერდით ვიყო. მას ჩემი მხარდაჭერა სჭირდება. გიორგი ყველა ოჯახური საზრუნავისგან გათავისუფლებულია. მშობლები გვეხმარებიან, თორემ ამხელა ოჯახს მარტო ვერ გავუძღვებოდი.
 – თქვენი ბიძის, ვანო ჩხარტიშვილის შესახებ მინდა გკითხოთ. იყო დრო, როდესაც ის და თქვენი მეუღლე აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს იდგნენ.
– ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანები, სხვადასხვა მხარეს დგანან, იოლი არაა. ბიძაჩემი ჩვენს ქორწილსაც კი ვერ დაესწრო, რადგან სწორედ იმ დროს მოუწია იძულებით ქვეყნის დატოვება. ამას ძალიან განიცდიდა დედაჩემი, ჩვენ, მაგრამ რას შევცვლიდით? საბედნიეროდ, პოლიტიკა და განსხვავებული პოზიციები ჩვენს ოჯახში დახურული იყო. ამაზე არ ვსაუბრობდით. როგორც გიორგი, ასევე ბიძაჩემი, ტრადიციების მიმდევრები არიან და იციან, რომ ოჯახური ურთიერთობების ფასი, არაფერია. იმ სპეკულაციებს, რაც ახლა ისმის, მით უმეტეს, არ აჰყვებიან. ყველაფერს თავისი დრო აქვს – პოლიტიკას თავისი ცუდი მხარეები, მაგრამ მგონია, რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერი დასრულდება და ოდესმე, მშვიდი ცხოვრება გვექნება (იცინის).

скачать dle 11.3