კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი რვა დაავადება შეიძლება, შეიძინოთ სილამაზის სალონებში და რა უნდა შეამოწმოთ ბიოეპილაციის გაკეთებისას

სილმაზის სალონებში ჰიგიენური ნორმების მკაცრი კონტროლი დაიწყეს. შემოწმებებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობაა. კოსმეტოლოგები და სტილისტები ყოველგვარი სტერილიზაციისა და დეზინფექციის საწინააღმდეგო ხსნარების გარეშე მუშაობენ. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. სილამაზის სალონებში მომსახურე პერსონალი ნებისმიერ დროს შეიძლება შეამოწმონ: იარაღების სტერილიზაციაზე, ხელთათმანების გამოყენებაზე, თეთრეულისა და პირსახოცების ცვლასა და რეცხვაზე. რა რთული მდგომარეობაა  ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით და რა ხდება რეალურად სილამაზის სალონებში, ამის შესახებ ექიმი კოსმეტოლოგი მაია ჩუთლაშვილი გვესაუბრა.
– დაცულია თუ არა სალონებში სანიტარული ნორმები?
– ჩატარდა კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალონების 80 პროცენტში არაა დაცული სანიტარული ნორმები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სალონია, სადაც საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს ანტისეპტიკა. ამ საკითხს უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ სტილისტებით, რომლებსაც თმასთან აქვთ შეხება და ჰგონიათ, რომ მათ ხელსაწყოებს გაწმენდა არ უნდა.  თმაზე მუშაობენ მაკრატლით, სავარცხლით და მსგავსი სხვადასხვა ხელსაწყოთი. არსებობს საშიში დაავადებები, როგორიცაა სტაფილოკოკი. ის დაავადებული თავის კანზე შეიძლება იყოს და მისი გადადება, თუნდაც სავარცხლით, თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტილისტის ხელებიდანაც შეიძლება დაინფიცირება. ისინი ხომ დღის განმავლობაში ათობით თმას ეხებიან, მერე ხელებს არ იბანენ და ასე ემსახურებიან ხალხს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მარტო ხელის დაბანა არაა საკმარისი და აუცილებელია სადენზიფექციო ხსნარის წასმაც. დაავადების შეძენის რისკის ქვეშ, არა მხოლოდ კლიენტები, არამედ თავად მომსახურე პერსონალიცაა. შესაძლებელია იმ მაკრატლით გაიჭრას ხელი, ის სავარცხელი ჩამოისვას თმაზე და ასე შემდეგ. დაავადება კი სწორედ სისხლით, ბაქტერიებითა და ვირუსების მეშვეობით გადადის. თმის კანზე იმდენი მიკრობია, აუცილებლია სავარცხელი, თმის საჭრელი აპარატები, მაკრატლები გაიწმინდოს და სტერილიზაცია ჩაუტარდეს. ბევრმა ისიც არ იცის, როგორ გაასუფთაოს ხელსაწყოები. ჯერ უნდა გარეცხოთ, მერე სადეზინფექციო ხსნარში ჩაალაგოთ და შემდეგ სტერილიზაცია გაუკეთოთ. თუმცა, ყველა ხელსაწყოს სტერილიზაციას ვერ გაუკეთებ, მაგალითად, სავარცხელს. ამისთვის ულტრაიისფერი სხივები უნდა გამოიყენოთ, რის მეშვეობითაც სოკოვანი დაავადებების გადატანას ავიცილებთ თავიდან. ძირითადად რვა დაავადებაა. სალონებში ვიკეთებთ მანიკიურს, პედიკიურს, პირსინგს. ვზრუნავთ თმაზე, სახის გაწმენდაზე. იქ ჩვენ ვერ დავიზღვევთ თავს, თუ სანიტარული ნორმები დაცული არ იქნება. რაც მთავარია, უნდა იცოდნენ მისი სწორად გამოყენება. თუ სტერილიზატორში ჭუჭყიან ინსტრუმენტებს ჩადებ, ის ვირუსებს ვერ მოაშორებს. ეს ხდება სალონების 80 პროცენტში. უცოდინრობამ და დაუდევრობამ კი შეიძლება, გამოწვიოს სოკო (თმის და ტანის), ჰერპესი, სტაფილოკოკი, ჰეპატიტი, აივ ინფექციები, რომელთა ბოლო სტადია შიდსია, დემოდექსი, მეჭეჭები, B და C ჰეპატიტები.
– გარდა სტერილიზაციისა, სხვა ბევრი პრობლემაც იჩენს თავს, მაგალითად, პირსახოცების. ამ მხრივ რა ვითარებაა სალონებში?
– მეორე საკითხია პირსახოცების თემა. ერთ პირსახოცს იყენებენ რამდენიმე ადამიანზე. ერთი თვე ვმუშაობდი ერთ-ერთ სალონში და მხოლოდ ერთხელ დავინახე აქოთებული პირსახოცები გასარეცხად რომ წაიღეს. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ პირსახოცით უამრავი დაავადების გადატანაა შესაძლებელი. იქნებ ვინმეს სახის კანზე აქვს პრობლემა, თმაზე. მაგალითად, შენ რომ გამშრალებენ, იმ პირსახოცს მერე სხვაზეც იყენებენ და შენს დაავადებას სდებენ ან – პირიქით.  ეს დაავადებები შეიძლება აიკიდოს მომხმარებლის 90-მა პროცენტმა. დაავადებების გადადება სპეციალისტის ხელიდან რომ ხდება, ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ ახლა მანიკიურისა და პედიკიურის გამკეთებლებსაც შევეხები.  მომსახურების შემდეგ, როცა ბევრი ხალხი ჰყავთ, არ იბანენ ხელებს. შესაბამისად, ფრჩხილებში რჩებათ  სოკო, ვიურსი, სისხლი. ხელსაწყოებსა და სტერილიზაციაზე უკვე იმდენი ვისაუბრე, მგონი, კიდევ დამატებას აღარ საჭიროებს. თან, ყველამ იცის, რამდენად სარისკოა სილამაზის სალონებში მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება. უბრალოდ, ინვენტარს შევეხები. გარდა იმისა, რომ უნდა გაუკეთოთ დეზინფექცია ხელსაწყოებს, იგივეს საჭიროებს ინვენტარიც. ვინც მოდის და ხელებს დებს მაგიდაზე, ყველას სუფთა ხომ არ აქვს.
– თავის დაზღვევის მიზნით, საკუთარი ხელსაწყოებით მიდიან ხოლმე. ამ შემთხვევაში, თუა  დაცული მომხმარებელი?
– საკუთარიც რომ მიიტანო, იქ ისეთი ბინძური პირსახოცები და ჯაკუზები აქვთ, დაზღვეული მაინც არაფრისგან ხარ. ზოგჯერ ჯაკუზებზე ცელოფნებს იყენებენ, ეს კიდევ კარგია. თქვენი დაცვა იმ დაავადებებისგან, რაც სილამაზის სალონებში შეიძლება შეიძინოთ, მომსახურე პერსონალის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. საკუთარი პირსახოცითაც რომ მიხვიდე, აუცილებლად უნდა შეამოწმო, აქვს თუ არა დეზინფექცია გაკეთებული. ეს არ არის სირცხვილი და არც შეურაცხყოფა. კი ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, სილამაზეს მსხვერპლად შევეწირო.
– დაავადებებს შორის დემოდექსი ახსენეთ, ამ დაავადების გადადება როგორ ხდება? ეს ხომ თვალს უკავშირდება?
– ახლა შევეხები კოსმეტოლოგის საქმიანობას და დემოდექსის შემთხვევებსაც განვიხილავ. წარბის გაკეთებისას, ხშირად თმის ამოღების შემდეგ სისხლი გამოდის.  ამ დროს პინცეტი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ სალონში ეს არ ხდება. თუ გინდათ, დააკვირდით. წარბის გაკეთებითაც შესაძლებელია გადაგვედოს B და C ჰეპატიტები. დემოდექსი, ანუ ტკიპა. ეს არის წარბისა და წამწამის დაავადება, რომელიც გადადის მაკიაჟიდანაც. არსებული ტკიპა ყველა ადამიანის  ორგანიზმში არსებობს, ეს ნორმაა., ისინი ეხმარებიან კანს აქერცვლაში, მაგრამ პათოლოგიის შემთხვევაში, ის ჩადის ცხიმის ჯირკვალში, სადაც ვითარდება და აზიანებს ცხიმის ჯირკვალს. ეს ტკიპა გადადის კრემებიდან, პომადიდან, ტუშიდან, ფანქრიდან. შეიძლება, ამ ბაქტერიებმა ქუთუთოებისა და თვალის ლორწოვანის ანთება გამოიწვიოს. როცა მაკიაჟს აკეთებენ, ფუნჯებს არ რეცხავენ. ჰერპესი თავისუფლად შეიძლება, გადავიდეს ტონალურის ფუნჯით.  დავამატებ ბიოეპილაციაზე ინფორმაციასაც. ბიოეპილაციას დასადნობი მასალით აკეთებენ – თაფლით ან სხვა ნაერთებით. სითხეს ტანზე ასხამენ და თმას აცილებენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, რაღაც რაოდენობით სისხლიც მოჰყვება. ხშირ შემთხვევაში, ერთ ადამიანზე გამოყენებულ მასალას, თავიდან ყრიან ქვაბში და სხვას უკეთებენ. წარმოგიდგენიათ ამ მეთოდით რა შეიძლება დაემართოს ადამიანს? – 100 პროცენტით დაინფიცირდება. ვაფრთხილებ გოგონებს, როდესაც ბიოეპილაციაზე მივლენ, განსაკუთრებით ბიკინის ზონის გასაკეთებლად, კარგად ნახონ ქვაბი, არის თუ არა სუფთა. რაც შეეხება ელექტროეპილაციას, ნემსის წვერი აუცილებლად პაციენტის წინაშე უნდა მოიჭრას და დამუშავდეს სპირტით. ასევე, საშიშია ტატუირება, პირსინგები, ტუჩის, ყურის, ცხვირის გახვრეტა. ამ შემთხვევაში B და C ჰეპატიტები გადადის. მარტო სალონიდან კი არაა შესაძლებელი დაავადების აკიდება, იგივე შეიძლება, დაგემართოთ პარფიუმერიის მაღაზიაშიც. დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი სარგებლობს ტესტერებით. პარფიუმერების მაღაზიებში ტესტერების გამოკვლევისას ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩნიეს, რომ მათ უმრავლესობაში საშიში დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებია, მაგალითად: სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ჰერპესის ვირუსი. სულ, შემოწმებული იყო 12  სხვადასხვა პარფიუმერიის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია. ამიტომ, არასდროს სხვისი თვალის ფანქარი, ტუში, პომადა არ უნდა წაისვათ და არც სავარცხელი გამოიყენოთ.

скачать dle 11.3