კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „მალავს“ ვიკა კალანდია შვილებს და ვის აერია ის გიგი უგულავას ყოფილ მეუღლეში

მსახიობი ვიკა კალანდია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე ისევ აქტიურად გამოჩნდა. ის სერიალში ცოტნე ცოტაშვილის ცოლის როლს ასრულებს. ვიკას პერსონაჟის გააქტიურებასთან ერთად, აქტიურად განიხილავენ მის და გიორგი ბახუტაშვილის (ცოტნე ცოტაშვილი) მეუღლის, თაკო შოშიაშვილის გარეგნობას. ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თაკოსთან მსგავსების გარდა, ვიკა ხშირად, საკუთარი გარეგნობის დამსახურებით, გიგი უგულავას ყოფილ ცოლში – ლელა კილაძეშიც ერევათ.
ვიკა კალანდია: მართლაც, ბევრისგან გამიგია, გიორგის ცოლს ჰგავხარო. თაკოს ძალიან კარგად ვიცნობ, უსაყვარლესი და ულამაზესი გოგოა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მე დიდად ვერ ვხედავ მსგავსებას. ორივე შავგვრემნები ვართ და შეიძლება, ზოგი იერით გვამსგავსებს. რამდენჯერმე ისიც მკითხეს, მართლა ცოტნეს ცოლი ხარო?! ის კი არა, თაკოს ჰგავხარო, მე ვგონივარ მისი ცოლი.
– თაკოს გარდა, გიგი უგულავას ყოფილ ცოლს, ლელა კილაძესაც გამსგავსებენ.
– მაგასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო შემთხვევა მახსენდება. ერთხელ სალონში შევედი. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ სალონში რომ შევდივარ ყოველთვის თავაზიანად მეპყრობიან. „ვაიმე, ცოტნეს ცოლი მოვიდა, როგორ ხარ“ და ასე შემდეგ. ასეთი სითბო ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ერთხელ შევედი და არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ის თავაზიანობა, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. იმწუთას დაკავებულები იყვნენ და მითხრეს, დიდი ბოდიში, წუთ-ნახევარში გავთავისუფლდებითო. კარგი, მე არ მეჩქარება-მეთქი. მოკლედ, თავს დამტრიალებდნენ. ვაიმე, სინამდვილეში, რა სხვანაირი ყოფილხარო. როგორც ყველა და ყველგან, დაინტერესდნენ, ჩემი ცხვირი გაკეთებული იყო თუ ბუნებრივი და ბოლოს საუბარში გავარკვიეთ, რომ ვიკა კალანდია კი არა ლელა კილაძე – გიგი უგულავას ცოლი ვეგონე. ამიტომაც იჩენდნენ ასეთ ყურადღებას (იცინის). მე კიდევ მეგონა, რომ ამ შემთხვევაშიც ცოტნეს ცოლობის გამო მეპყრობოდნენ ასე ყურადღებით. თურმე, ცოტნეს კი არა, გიგი უგულავას ცოლი ვყოფილვარ (იცინის). ბახუტაშვილის ცოლისგან განსხვავებით, ლელა კილაძეს ნამდვილად არ ვიცნობ. სხვათა შორის, კიდევ ირაკლი ალასანიას ცოლს – ნათია ფანჯიკიძეს მამსგავსებენ. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. როცა ვისწორებ, ლელა კილაძეში ვეშლები ხალხს, მაგრამ საკმარისია, ჩემი ხვეული თმა გავიშალო, რომ ნათია ფანჯიკიძეს მამსგავსებენ. სხვათა შორის, დიდად არ მიყვარს, რომ მეუბნებიან – ამას და ამას ჰგავხარო. ლელა კილაძის შემთხვევის მსგავსად, განსაკუთრებული პატივისცემა სასიამოვნოა, მაგრამ თვითონ რომ დაიმსახურებ ამ ყველაფერს, ეს ჯობია.
– ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ახსენე. ამბობენ, რომ ცხვირი და ტუჩი გაკეთებული გაქვს. მართალია?
– კი, ტუჩზეც, ცხვირზეც და თვალის ჭრილზეც ამბობენ, რომ გაკეთებული მაქვს. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე თვალზე და ტუჩზე – ერთადერთი, ტუჩზე კარგი ხარისხის კონტურს ვხმარობ. რაც შეეხება ცხვირს, ყველას ვეუბნები, რომ ძალიან ვგავარ მამაჩემს. ზუსტად მისნაირი ცხვირი მაქვს. საერთოდ, კალანდიებს, ასეთი პატარა და „კურნოსა“ ცხვირები გვაქვს. ჯერ 27 წლის ვარ და არც პლასტიკური ოპერაცია დამჭირვებია და არც ბოტოქსი. უბრალოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. არ ვეწევი, არ ვსვამ, არ ვიკვებები არაჯანსაღი საკვებით და არ ვეკარები გაზიან სასმელებს. ყველასთვის საყვარელი „მაკდონალდსის“ საკვებიც არ მიყვარს. ხაჭოს და მსგავს ჯანსაღ პროდუქტს გეახლებით. ბევრ წყალს ვსვამ და ჩემი კანი, ალბათ, ამის დამსახურებაა. ერთადერთი, ვარჯიში არ მიყვარს. ცხოვრებაში ერთხელ გადავწყვიტე, სხეულის ტონუსში მოსაყვანად სპორტდარბაზში მევარჯიშა, მაგრამ ვერაფრით შევძელი. არ შემიძლია, 15 წუთი ერთ ტრენაჟორზე ვირბინო, მერე – მეორეზე. მახსოვს, მაშინ 15 წუთი მარტო ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ ერთი საათი უნდა მევარჯიშა. მოკლედ, ამ ყველაფერს მაშინვე შევეშვი. თუმცა, ისედაც აქტიური ცხოვრება მაქვს. გიჟივით სულ სადღაც გავრბივარ (იცინის). მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, მეგობართან ერთად იოგაზე დავიწყო სიარული. ვნახოთ, ამას როგორ შევეგუები.
– გოგონების უმეტესობა თანხის ძირითად ნაწილს თავის მოვლაზე ხარჯავს. შენც მათ რიგს მიეკუთვნები?
– კი, მთელ ხელფასს მეც საკუთარ თავსა და მეგობრებს ვახმარ. ოჯახი და შვილები არ მყავს, მათ რომ მოვახმარო (იცინის). სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს, რომ შვილები მყავს, რადგან სოციალურ ქსელში ხშირად ვდებ ხოლმე მეგობრის ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. როცა ვამბობ, შვილები არ მყავს-მეთქი, მეუბნებიან: რატომ მალავო (იცინის).
– სამოსთან დაკავშირებით თუ ხარ პრეტენზიული?
– ყველას მოსწონს „ლუი ვიტონის“ ფეხსაცმელი, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს უცხოურ ბრენდებზე ჩაციკვლა. თუმცა, ლამაზი სამოსი, ჩანთები და აქსესუარები ძალიან მომწონს. მაქვს ჩემი სტილი და ყოველდღიურად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე. ერთადერთი, რაც ჩემი და თიკასი ემთხვევა, გარდერობია. სერიალში, ძირითადად, საკუთარი სამოსი მაცვია. მეც მიყვარს ქალურად ჩაცმა. სპორტული სამოსი ჩემი სტილი არაა. მახსოვს, ერთადერთხელ მქონდა კედები, ისიც იმიტომ, რომ ძაღლს ვასეირნებდი. მერე ის ძაღლი მოკვდა და კედებიც აღარ გამომიყენებია (იცინის). ალბათ, 10 წელზე მეტია, ქუსლებით დავდივარ. ერთხელ, მეგობართან, ანი გიუნტერთან ერთად, დასასვენებლად წავედი კაჭრეთში. ბუნებრივია, იქ მაღალქუსლიანებით ვერ ვივლიდი და ორი დღე კედებში გავატარე. ჩემი ფეხი დაბალძირიან ფეხსაცმელს იმდენად იყო გადაჩვეული, რომ ჩამოვედი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ფეხები საშინლად მტკიოდა. ამიტომ, მათი ჩაცმის სურვილიც არ მაქვს. სხვათა შორის, საჭესთანაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– გახსოვს, პირველად რისთვის ან ვისთვის გამოიპრანჭე განსაკუთრებულად?
– 22 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა. ლევანი ერქვა და პირველად რომ დავინახე, აი, მაშინვე დავმუნჯდი. ამას თუ წაიკითხავს, ალბათ, თვითონაც გულიანად გაეცინება. ზუსტად მაშინ დავიწყე გაპრანჭვა (იცინის). თუმცა, პრანჭია ისედაც სულ ვიყავი.
– პირად ცხოვრებაში არაფერი ხდებაო – წინა ინტერვიუში მითხარი, შეიცვალა რამე?
– არაფერი. რამე რომ იყოს, აუცილებლად ვიტყოდი. ზოგადად, ძალიან ძნელად მომწონს ვინმე, მაგრამ თუ მომეწონა, მერე ვმუნჯდები. ბიჭებთან მიმართებით, კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. ერთადერთი – ზედმეტად აქტიური ბიჭები არ მომწონს, სიცანცარეში რომ გადასდით. მე ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭისგან განსხვავებით, გოგო ამას უფრო იხდენს (იცინის).
– სერიალთან დაკავშირებით რა ხდება? საინტერესოა, თაყვანისმცემლები რას გეუბნებიან,  გწერენ?
– სერიალში რაც მოხდება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ. სხვათა შორის, ერთი სახალისო ისტორია მაქვს თქვენთვის. ერთხელ, მე, ნინა წკრიალაშვილი და აჩიკო სოლოღაშვილი, აჩიკოს მანქანით წავედით გადაღებაზე. მისამართი არასწორად მახსოვდა, თუმცა იმ მომენტისთვის ასე არ ვფიქრობდი (იცინის). მოკლედ, ვუთხარი აჩიკოს, როგორ უნდა მისულიყო ბინამდე, სადაც გადაღება გვქონდა და ჩვენც მივედით. კარზე დავაკაკუნეთ და 15 წლის ბიჭმა გაგვიღო. უცხო იყო და კი გამიკვირდა, მაგრამ ვუთხარი, რომ გადაღებაზე ვიყავით. ამასობაში ერთი ქალი გამოვიდა შავებში ჩაცმული და რომ დაგვინახა, გაგიჟდა. ვაიმე, ეს რა ხალხი მოვიდაო... ნინა დიდ, ფუმფულა „შუბაში” იყო გამოწყობილი, აჩიკო – შეღებილი და მეც – გადაღებისთვის გამოწყობილი. აღმოჩნდა, რომ შეცდომით ქელეხში მივსულვართ. შეგვიპატიჟეს, მეზობელმა ხაჭაპურები გამოგვატანა, მაგრამ თავი გავიგიჟეთ, გადაღებაზე მივდივართო. არადა, ზუსტად ისეთივე ბინა იყო, როგორშიც გადაღებები გვქონდა. მე რომ კაცი დამიჯერებს, უარესიც დაემართება (იცინის). გულშემატკივრებს რაც შეეხება, ბევრი მწერს და ვცდილობ, ყველას ვუპასუხო, განსაკუთრებით ბავშვებს. თუ ვინმე რამეს მილოცავს, მადლობას ვუხდი და მეც ვულოცავ, მაგრამ მერე რომ მოაყოლებენ, შენი ნომერი მომწერე, ხვალ უნდა გნახოო, აღარ ვპასუხობ. რა უნდა ვუპასუხო?! (იცინის) ერთმა ბიჭმა ძალიან ბევრჯერ მომწერა კომპლიმენტი: რა ლამაზი ხარ, შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ და ასე შემდეგ. არ ვპასუხობდი და ბოლოს მეუბნება, შენ მართლა ვინმე ხომ არ გგონია თავიო?! ასეთებიც ხდება (იცინის).

скачать dle 11.3