კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: მაინტერესებს, რამდენნაირი რუჟი არსებობს და რომელი როდის უნდა გამოვიყენო?
პასუხი: რუჟი არსებობს მშრალი, თხევადი და კრემისებური. თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ მშრალი რუჟი; თხევადი რუჟი, რომელიც ტექსტურით ტუჩების „ბლესკს“ მოგაგონებთ და, ასევე, კრემისებური – მოუხდება მშრალ და ნორმალურ კანს.
კითხვა: რის მიხედვით უნდა შევარჩიო რუჟის ფერი?
პასუხი: რუჟის ფერი უნდა შეარჩიოთ თქვენი  თმისა და სახის კანის ფერის მიხედვით: რაც უფრო ღია ფერის თმა და კანი გაქვთ, მით უფრო ნაზი ფერის რუჟი უნდა შეარჩიოთ და, პირიქით: თუ თქვენ შავგვრემანი ხართ ან მუქი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, შედარებით მკვეთრი ფერის რუჟი გამოიყენოთ.
კითხვა: მაქვს საკმაოდ წვრილი თვალები. როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რომ უფრო დიდი თვალები გამომიჩნდეს?
პასუხი: იმისათვის, რომ მიიღოთ „ფართოდ გახელილი თვალების“ ეფექტი, ტუში წაისვით ზედა წამწამების ძირებიდან ბოლომდე, ზიგზაგისებური მოძრაობით. ძირებთან ფუნჯი ცოტა ხნით შეაჩერეთ – გაშრობისას ის დააფიქსირებს წამწამების მომხიბვლელ მორკალვას.
თუ გსურთ, მიიღოთ ხელოვნური წამწამების ეფექტი, ტუშის პირველი ფენის წასმის შემდეგ წამწამებზე მიიფრქვიეთ ძალიან ცოტა პუდრი და შემდეგ კიდევ ერთხელ გადაისვით ტუში. აუცილებლად დაიტუშეთ ქვედა წამწამებიც – ასე უფრო ფართო თვალები გამოგიჩნდებათ.
კითხვა: ვიცი, რომ სხვადასხვა სახის პუდრი არსებობს. მაინტერესებს, რომელი როდის უნდა გამოვიყენო?
პასუხი: ჩვეულებრივი, დღის მაკიაჟისთვის გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი. მისი ნაწილაკები არ ეწებება ერთმანეთს, როგორც კომპაქტურ პუდრს და კანზე ძალიან ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ფენა გამოდის.
კომპაქტური პუდრი იმ შემთხვევაშია უკეთესი, თუ პრობლემური კანი გაქვთ, ის კარგად ნიღბავს ხარვეზებს. უმჯობესია, გამოიყენოთ ერთი და იმავე მარკის პუდრი და ტონალური კრემი.
საღამოს მაკიაჟში დაუმატეთ პუდრი-შიმერი. ის არსებობს ვერცხლისფერი ან ოქროსფერი. ვერცხლისფერი წაისვით, როგორც ჰაილაიტერი: ღაწვებზე, ცხვირის კეხსა და ზედა ტუჩის თავზე; ხოლო ოქროსფერი – როგორც პუდრი, რომელიც ახდენს სახის ოვალის მოდელირებას: ცხვირის წვერზე და სახის ოვალის ნაპირზე.
შიმერი კი წაისვით დეკოლტეს ზონაზე.
კითხვა: ძალიან მომწონს ზომიერი მაკიაჟი ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. როგორი „ჩრდილები“ უნდა გავიკეთო ყოველდღიური მაკიაჟის დროს?
პასუხი: თავდაპირველად ქუთუთოებზე კეთდება ბაზა – მისი წყალობით, „ჩრდილის“ ფერი უნდა მსუყე გამოდის; გარდა ამისა, ბაზა მას უფრო მდგრადს ხდის. დღის მაკიაჟის გაკეთებისას აიღეთ 2 ფერის „ჩრდილი“: ბაცი და ოდნავ უფრო მუქი. ჯერ წაისვით მუქი „ჩრდილი“, ზემოდან კი – ბაცი. წასასმელად გამოიყენეთ რბილი ფუნჯი, რომ უფრო „ჰაეროვანი“ ეფექტი მიიღოთ.

скачать dle 11.3