მართავთ საკუთარ გულს?
ძალიან საინტერესო ტესტია. მისი საშუალებით დავადგენთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ისეთი გრძნობის მიმართ, როგორიც არის სიყვარული. შედეგმა შეიძლება გაგაოცოთ.
უპასუხეთ 6 მარტივ შეკითხვას:
აირჩიეთ ერთი ვარიანტი.
1. სტუმრად მიდიხართ საყვარელ ადამიანთან. გზა ორნაირია:
ა) პირდაპირი და მოკლე;
ბ) გრძელი, მაგრამ საინტერესო.
2. გზაზე შეგხვდათ ულამაზესი ვარდების ორი ბუჩქი:
ა) წითელი ვარდების;
ბ) თეთრი ვარდების.
3. მიხვედით საყვარელი ადამიანის სახლთან. კარს გიღებთ მისი ნათესავი. როგორ მოიქცევით?
ა) სთხოვთ, რომ დაუძახოს თქვენს საყვარელ ადამიანს;
ბ) პირდაპირ შედიხართ სახლში.
4. შედიხართ საყვარელი ადამიანის ოთახში. იქ არავინ არის. სად დადებთ ვარდებს?
ა) საწოლზე;
ბ) ფანჯარაზე.
5. ღამით დარჩით საყვარელი ადამიანის სახლში, თუმცა, სხვადასხვა ოთახში დაიძინეთ. დილით შედიხართ მის ოთახში. როგორ გგონიათ:
ა) სძინავს?
ბ) ღვიძავს?
6. ბრუნდებით სახლში, რომელ გზას ირჩევთ?
ა) გრძელსა და საინტერესოს;
ბ) მოკლეს.
ნახეთ შედეგები:
1. ა) თუ აირჩიეთ მოკლე გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტივად და სწრაფად გიყვარდებათ, ანგარიშმიუცემლად და გაუაზრებლად.
ბ) გრძელი გზა აირჩიეთ? – თქვენი გულის მოგება რთულია.
2. ა) თუ თეთრი ვარდები მოწყვიტეთ, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს უყვარდეთ.
ბ) ხოლო თუ წითელი ვარდები აირჩიეთ, გირჩევნიათ, გიყვარდეთ თქვენ, თანაც – ძალიან.
3. ა) თუკი ნათესავს სთხოვთ, დაუძახოს მას, ეს ნიშნავს, რომ გიყვართ პრობლემებისგან თავის დახსნა – ელოდებით, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება; ძალიან არ აქტიურობთ. იცით, რომ დრო თავად დაალაგებს ყველაფერს.
ბ) სახლში პირდაპირ შეხვედით? ესე იგი, ხართ პირდაპირი ადამიანი. ყველაფერს სწრაფად და, რაც მთავარია, თავად წყვეტთ.
4. ა) თუ ვარდების თაიგული პარტნიორის საწოლზე დადეთ, ესე იგი, საყვარელი ადამიანი სულ გენატრებათ და მისი ნახვა ყოველთვის გინდათ.
ბ) თუ ყვავილები ფანჯარაზე დააწყვეთ, მის გარეშე ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით.
5. ა) თუ მის ოთახში შესულს პარტნიორი დაძინებული დაგხვდათ, ესე იგი, მზად ხართ, მის ყველა ნაკლს შეეგუოთ.
ბ) მაგრამ, თუკი თქვენს წარმოსახვაში პარტნიორს ეღვიძა, რეალურ ცხოვრებაში მისი შეცვლის დიდი სურვილი გაქვთ.
6. ა) შინ მოკლე გზით დაბრუნდით? – თქვენი სიყვარული არ არის სტაბილური და ხანგრძლივი; გრძნობა მალე გიცივდებათ.
ბ) თუ ირჩევთ გრძელ გზას, ძლიერი, მარადიული სიყვარული შეგიძლიათ.