როგორ მოვიწყოთ უკეთესი მომავალი
გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში და რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად, ზოგადი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით. საკმაოდ ადვილია, საკუთარი თავი სასიყვარულო და მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოთ. ასტროლოგიაში არსებობს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების მოწყობის რეკომენდაციები, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ უკეთესი მომავლის მოწესრიგებაში.
პირველ ყოვლისა, იზრუნეთ თქვენ გარშემო არსებულ თავისუფალ სივრცეზე, რათა ენერგიამ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი ბოჭავს სივრცეს და აკავებს დადებითი ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში.
არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა, რადგან ეს გარედან შემოტანილი უარყოფითი ენერგიის არეკვლას გამოიწვევს. ასეთ ადგილებში კარგია ქოთნის ყვავილების დადგმა.
ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს.
ტუალეტისა და აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის თავსახური, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება.
საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები.
ბევრი ჩვენგანი დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს. ასტროლოგიური რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და პოზიტიური ენერგიებით ავსებას. მაგალითად:
*არ მიადგათ მაგიდა კედელს;
*მაგიდა შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით;
*არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან;
*ყურადღება მიაქციეთ სამუშაო მაგიდის ზომას. თუ მაგიდა დიდია, ის წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ;
*სამუშაო მაგიდაზე წარმატებული ენერგიების მოსაზიდად დააწყვეთ კრისტალის პატარა ფიგურები; მაგიდაზე ნუ გექნებათ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებენ დადებითი ენერგიების შემოდინებას;
*აუცილებლად მუდამ წესრიგში და მილაგებული გქონდეთ სამუშაო კუთხე და მაგიდა.
ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით შეგიძლიათ, წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში, სიყვარულში და მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. ამისთვის კი შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:
*ძილის წინ წყლით დაისველეთ თავი და დაიბანეთ პირი – ეს მშვიდ ძილსა და წარმატებულ მომავალს გპირდებათ.
* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული – ეს თქვენს შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
იმ ადამიანებმა კი, ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, უნდა გაააქტიურონ და გააძლიერონ სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება. ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ ცისფერი და თეთრი ფერის ქვები და ჩაასხით წყალი; ასევე, ოთახში მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები და ხშირად ცვალეთ წყალი, რათა მუდმივად სუფთა და კამკამა იყოს.