კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის და რატომ გაემიჯნენ ერთმანეთს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები?
პასუხი: მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების საბოლოო გაყოფა მოხდა 1054 წელს, როცა კათოლიკეებმა „მრწამსში” შეიტანეს ცვლილება სულიწმიდის გამომავლობის შესახებ. ქრისტეს მოსვლიდან ათი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია სულიწმიდის მხოლოდ მამიდან გამომავლობას აღიარებდა. 1054 წლიდან კი, კათოლიკურ „მრწამსში” გაჩნდა განჩინება, რომ სულიწმიდა არა მარტო მამიდან გამოვალს, არამედ ძიდანაც. ამ განჩინებამ დაარღვია საუკუნეების განმავლობაში დაწესებული ჭეშმარიტი ქრისტიანული კანონიკა და ნიადაგი მოუმზადა სხვადასხვა მწვალებელთა გამოჩენას.
კითხვა: სამწუხაროდ, ქუჩაში ხშირად მინახავს გადაგდებული პური. ვიცი, რომ ჩვენს წინაპრებს, ეს დიდ ცოდვად მიაჩნდათ, ეკლესია როგორ უყურებს ამ მოვლენას?
პასუხი: პური ღვთისგან ადამიანისთვის მიცემული უდიდესი მადლია. ის ზიარების დროს სიმბოლურად ქრისტეს ხორცად იქცევა და სულისა და ხორცის საკურნებლად გვევლინება. ამასთანავე, უდიდეს პატივისცემას მოითხოვს ის შრომა, რომელიც ხორბლიდან პურის მიღებას სჭირდება. ჩვენი წინაპრები პურს დიდი მოკრძალებით ეპყრობოდნენ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. მორჩენილი პურის ნატეხები სუფთა ადგილზე შევინახოთ და ფრინველებსა და ცხოველებს დავუყაროთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ერთი ბავშვის ნათლია იყოს ორი და ან ორი ძმა?
პასუხი: ეს შესაძლებელია. მთავარია, ნათლიებმა გაიაზრონ თავიანთი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე და იზრუნონ ნათლულის სულიერ აღზრდაზე.
კითხვა: მინდა სახლის შეძენა, მაგრამ, მსმენია, რომ ზოგიერთი სახლი ცოდვიანია (მაგალითად, იქ მოხდა მკვლელობა ან ვიღაცამ თავი მოიკლა, ან, თუნდაც, უწესო ხალხი ცხოვრობდა) და, მისი შეძენის შემთხვევაში, ახალმოსახლეც ვერ გაიხარებსო. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: სახლზე მართლაც შეიძლება აისახებოდეს ბინადართა ცოდვების მემკვიდრეობა და სასჯელი, რომელიც მათზე არაქრისტიანული ცხოვრების გამო გადმოვიდა. მაგრამ, ადამიანი, რომელიც სავსეა უფლის სიყვარულითა და რწმენით, ამას არ უნდა შეუშინდეს. ვისაც რწმენა აქვს, ცოდვილთა მემკვიდრეობა მასზე არ გადავა, თუ, რა თქმა უნდა, თვითონაც იგივე არ გაიმეორა. ამიტომ, შეიძინეთ ნებისმიერი სახლი, აკურთხებინეთ მოძღვარს და იქ სათნოებითა და უფლის სიყვარულით იცხოვრეთ. მაშინ უფალი დაგიფარავთ.

скачать dle 11.3