ფემიციდის შუქჩრდილებში
გასულ კვირას აწ უკვე „ოცნებას“ ჩამოტეხილი „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქცია ინიციატივით გამოვიდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის განმარტება შეიტანონ.
ეს კი ნიშნავს შემდეგს: რაკი ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული განზრახ მკვლელობა (მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ კლავენ მსხვერპლს, რომ ის ქალია), მის ცალკე გამოყოფასა და ამ დანაშაულისთვის უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვენ (იმას გარდა, რომ, თუკი ფემიციდია, უკვე დამამძიმებელი გარემოებაა).
კანონპროექტის მიხედვით, უნდა დაისაჯოს ქალის მიმართ გენდერული ნიშნით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება; ასევე, ცემა და ზემოჩამოთვლილით დამუქრებაც.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ (განმარტებით ბარათში), რომ მიზანია ქალთა მკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღალია მკვლელობების სტატისტიკა, ვითომ მამაკაცთა მკვლელობებს პრევენცია არ სჭირდება?! ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ მთავარი პრობლემა მოჭარბებული აგრესიაა, რის შედეგადაც იჩაგრება როგორც სუსტი ქალი, ისე სუსტი მამაკაცი (ვისაც მოძალადე მოერევა, განურჩევლად სქესისა), მკვლელობების ზოგადი პრევენცია არ აჯობებდა?!
მეორე მხრივ, იქნებ, საერთოდაც, მამაკაცები ქალისთვის ადგილის დათმობისთვისაც დაგვესაჯა, ვინ იცის, რა აქვს გუმანში?! –