კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტანკების გრუხუნი აცოცხლებს?!

ანუ „როცა გშია, ზაქარია, კონცერტიც კი შაქარია“

 მას შემდეგ, რაც პალმირაში ბაშარ ასადის არმიამ შეასწრო ყველა დანარჩენს და ისლამისტების მიერ განადგურებული ქალაქი პალმირა, თავისი კულტურული ძეგლებიანად, გაათავისუფლა, რაც, ასევე, რფ-ს ანგარიშზეც ჩაიწერა, რუსეთი რის რფ იქნებოდა, რომ რამე სანახაობა არ მოეწყო?!
ჰოდა, რაკი არის, მარინის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა პალმირაში, არც მეტი, არც ნაკლები, კონცერტი გამართა ვალერი გერგიევის დირიჟორობით და განა მხოლოდ კონცერტი?! თვით პრ. პუტინის  ვიდეოჩართვაც წაუმძღვანიეს.
კონცერტს ამაღელვებელი სახელწოდება ჰქონდა: „ლოცვით პალმირაზე, მუსიკა აცოცხლებს ძველ კედლებს“ და იგი, მათ შორის, მიეძღვნა თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტს.
ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი მიესალმა ამ აქტს (ეს შესანიშნავიაო), თუმცა იქვე დასძინა, რომ საუკეთესო ვარიანტად არ მიაჩნიათ, რომ პალმირაში ისლამური სახალიფო ბაშარ ასადის რეჟიმმა შეცვალა (მაგრამ ამაზე, ვგონებ, მაშინ უნდა ეფიქრათ, რუსეთი რომ მიიწვიეს ისლამისტებთან საბრძოლველად და რამენაირად თავად უნდა მოენდომებინათ ტერორისტების განადგურება).
გაცილებით ხისტი იყო დიდი ბრიტანეთის ნომერ პირველი დიპლომატის შეფასება: პალმირული კონცერტი მან (მოვიხმობ ციტატას) შეაფასა, როგორც „უგემოვნო მცდელობა ყურადღების გადატანისა მილიონობით სირიელის ტანჯვისგან“.
ფაქტია, რომ მხარეები ახლო აღმოსავლეთის ცის ქვეშ დასამკვიდრებლად იბრძვიან და პრ. პუტინი გენერალისიმუს სტალინის მეთოდებს იყენებს, პათოსით: „როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სიმფონიური ორკესტრის კონცერტიც) შაქარია“. მაგრამ, თუ კონცერტის ამაღელვებელ სახელწოდებას გავიხსენებთ (ლოცვით პალმირაზე, მუსიკა აცოცხლებს ძველ კედლებს), ვითომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ძველი კედლები“ არ შეუმჩნევიათ?! თუ ქართულ ისტორიულ ძეგლებს ტანკების გრუხუნით აცოცხლებენ?! –

скачать dle 11.3