კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდი აქვს ზოგიერთ მამაკაცს ქალის „დასამუშავებლად“ და როგორ ებმება თავადვე მის მახეში

გავრცელებული სტერეოტიპით, მამაკაცი უნდა ცდილობდეს ქალის გულის დაპყრობას. პირველმა მან უნდა აუხსნას სიყვარული, გაუმხილოს თავისი ზრახვები და დაუმტკიცოს, რომ იმსახურებს მის ყურადღებას. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, ქალმაც ხმამაღლა თქვას, რომ მასაც უყვარს. რა ხიბლია იმაში, რომ ქალი ყალბ, ხელოვნურ უარს ამბობს და თითქოს წინააღმდეგობას უწევს მამაკაცს, რომელიც რეალურად უყვარს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ავლენენ გრძნობას, როცა მათ ქალი აწვალებს... რამდენად წრფელია ეს გრძნობა?!

 ლენუკა (29 წლის): თითქოს არ ვარ ისეთ ასაკში, რომ ცხოვრებისგან გულგატეხილი ქალივით ვილაპარაკო, მაგრამ როგორღაც ასე მოხდა. რაღაც არ გამომივიდა თუ სხვანაირად გამომივიდა, ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩემი ცხოვრება ყირაზე დადგა. სრულ გაურკვევლობაში ვარ – თუ მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით ვიყო, უნდა მოვიტყუო.
– ეს რას ნიშნავს?
– ჰო. უნდა მოვატყუო ჩემი საყვარელი მამაკაცი. არ უნდა დავანახვო, რომ მიყვარს... არ უნდა შემატყოს, რომ მასზე ვგიჟდები... სულ უნდა ეჭვიანობდეს და ნერვიულობდეს. ზოგადად, მე შეჩვეული ვიყავი კაცების ყურადღებას. შეჩვეული ვიყავი იმასაც, რომ თავ-პირს იმტვრევდნენ ჩემი გულისთვის. მე მათ ვაიგნორებდი – ანუ, იმის თქმა მინდა, რომ კაცის მიმართ უყურადღებობა არ იყო ჩემთვის უცხო. მაგრამ, მე ისინი არ მიყვარდა. შესაბამისად, ემოციაც ბუნებრივი მქონდა. ჩემი ქმრის შემთხვევაში კი, სულ სხვა რამ დამემართა. შემიყვარდა. იცით, თავიდან როგორ გამიხარდა ეს? ვიფიქრე, ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა-მეთქი. გრძნობამ ისეთი ენერგიითა და აღმაფრენით ამავსო, რომ... მაგრამ მალე მივხვდი, არც ისე კარგად იყო საქმე, როგორც მეგონა.
– თქვენ ყვებით ურთიერთობაზე ქმართან თუ შეყვარებულთან?
– ჯერ შეყვარებულთან, რომელიც მერე ქმარი გახდა. დამნაშავე თავად ვარ. ვის რა დავაბრალო. ზედმეტად თავდაჯერებული, სულელი, მიამიტი და უდარდელი ვიყავი, შეიძლება, ქარაფშუტაც. უნდა ვთქვა ისიც, რომ მიყვარდა, როცა თავზე მევლებოდნენ. ასე გამზარდეს. ჩემი მშობლებისგან სულ იმას ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებული ვიყავი.
– ეს ცუდია?
– არ ვიცი. გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან დავიბენი. რა ცუდია და რა – კარგი, ამ კითხვაზე პასუხი აღარ მაქვს. იმასაც ვეღარ ვიგებ, უნდა მჯეროდეს მამაკაცის სიყვარულის თუ არა.
– კონკრეტულად თქვენს მეუღლეს გულისხმობთ?
– მეუღლეს, უპირველესად... თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველა მამაკაცი ან მათი უმრავლესობა სწორედ ასეთია. მათ უყვართ ქალის „დამუშავება“ და ყველას თავისი მეთოდი აქვს.
– „დამუშავება“ რას ნიშნავს?
– ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და სურვილს, ზეგავლენა მოახდინოს მასზე. მოახდინოს მისი სრულად დაქვემდებარება. დამიჯერეთ, ყველა კაცი ოცნებობს იმაზე, რომ საყვარელი ქალი მისი მორჩილი იყოს. ვინ როგორ ავლენს ამ სურვილს, ეს უკვე სხვა საქმეა. ამიტომაც ვამბობ, არ შეიძლება კაცს სიტყვაზე ენდო, თუნდაც სულ გიმეორებდეს – მიყვარხარ... მიყვარხარო...
– თქვენს ქმარს „დამუშავების“ რა მეთოდი აქვს?
– ოჰ, საშინელი. დარწმუნებულია, რომ დროდადრო „შეჯანჯღარება“ მჭირდება, მივხვდე, როგორი არაჩვეულებრივი ქმარი მყავს. სად არის ლოგიკა?
– ვერ გავიგე, კონკრეტულად, რა იგულისხმება ამაში.
– გეტყვით. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ მიყვარდა – მაშინ ბედნიერიც ვიყავი და ნამდვილად უზრუნველი ცხოვრება მქონდა – ჩემს მომავალ ქმარს იქით ვაბამდი მახეში. ოღონდ, ეს ცუდად არ გამიგოთ... გრძნობა არ მქონდა და ხომ არ მოვატყუებდი. მან კი ეს ისე აღიქვა, თითქოს ვაწვალებდი. შენ, ჩემი ორივე ფეხით „გაბმა“ გინდოდა... ეტყობა, ფიქრობდი, რომ ამით ჩემს მართვას შეძლებდი. მიყვარხარ, მაგრამ ამის საშუალებას ვერ მოგცემო... – როგორი მოსასმენი იქნებოდა. ძალიან ვინერვიულე.
– უკვე ქმარი იყო თქვენი?
– დიახ, ახალი დაქორწინებულები ვიყავით და თავი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე რომ მეგონა, სწორედ მაშინ მომახალა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, იდეალურად შევეფერებოდით ერთმანეთს. მართალია, ზოგჯერ „ვაიგნორებდი“, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ მიყვარდა.
– აი, ეს ცოტა არ მესმის...
– რა არის გაუგებარი – ვხვდებოდი, რადგან მომწონდა. ზოგჯერ „ვაიგნორებდი“... ქალებს ხომ გვიყვარს, როცა მამაკაცები ცოტას წვალობენ. რა ვიცოდი, თუ ამას გულში ჩაიხვევდა და მერე ჩემს „დამუშავებაზე“ იფიქრებდა.
– რატომ „გამუშავებთ“? რა უნდა. არ გენდობათ?
– არ ვიცი. მე ვკითხე და არ მიპასუხა. რაღაცეებს ფიქრობს თავისთვის, „შეთქმულების თეორიებს“ ამუშავებს და ნერვებს მიშლის. როგორ ვხვდები, ჩემი ქმარი არ უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მიყვარს. სანამ „ვაიგნორებდი,“ ძალიან კარგად იქცეოდა, თავზე მევლებოდა და თვალებში შემომცქეროდა. როგორც კი ჩემი ნდობა მოიპოვა, როგორც კი ჩემი სიყვარული იგრძნო, მაშინვე „ამოყირავდა“. გეცინებათ, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ. როგორია, ქმრის სიყვარულის რომ აღარ გჯერა. ვნერვიულობ, სულ გაღიზიანებული ვარ.
– არ სცადეთ დალაპარაკებოდით?
– ვცადე. საშინელი ჯიუტია. უფრო სწორად, არ უნდა გაიგოს. იმიტომ რომ, თავისი სიმართლე აქვს და ბოლომდე „აწვება“. ზოგჯერ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ გავცილდები, მაგრამ ისეთი სიმპათიურია, არ შემიძლია მის გარეშე. ჩემზე ათი წლით უფროსია, მაგრამ საოცარი ხიბლი აქვს. ასეთი მამაკაცის მიმართ  გულგრილი ვერცერთი ქალი ვერ იქნება.
– თქვენ ამბობთ ამას? ქმართან არ გინდათ დარჩენა და მიანც ვერ სცილდებით?
– ჰო, ვერ ვცილდები. აშკარად „მუშაობს“ მისი მეთოდი და სწორედ ამიტომ, უზომოდ ვნერვიულობ. განვიცდი, მაგრამ ფაქტია, რომ სულ უნდა „ვაიგნორო“. სხვანაირად ურთიერთობა არ გამოგვდის. ეს მუდმივი ფარსი ძალიან მძაბავს. როდემდე გავუძლებ? თან, როცა მე „ვაიგნორებ“ არაჩვეულებრივია – ყურადღებიანი, ხელგაშლილი, მზრუნველი, გალანტური.
– მიუხედავად ამისა, მისი სიყვარულის მაინც არ გჯერათ?
– ვეღარ ვიჯერებ. არადა, მართლა ძალიან მჯეროდა და ის პერიოდი მენატრება... არ ვიცი, გამიგებთ თუ არა, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს დალხინებული და ბედნიერი ცხოვრება.

скачать dle 11.3