კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ურთიერთობა აქვს სინამდვილეში ზუზუ ბეჟაშვილს „ყოფილებთან“ და როდის უჩნდება მას საყვარელი ადამიანის გამოყენების სურვილი

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ბოლო პერიოდში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ ჩანდა. შესაბამისად, მაყურებელმაც და მსახიობმაც ჩათვალეს, რომ მისი პერსონაჟის ფუნქცია ამოიწურა, მაგრამ ახალ სეზონზე ის კვლავ დაბრუნდა და ერთ-ერთი აქტუალური გმირია. 
ზუზუ ბეჟაშვილი: შევეგუე აზრს, რომ ჩემი გმირი სერიალში აღარ გამოჩნდებოდა. თუმცა, რაც აქამდე იყო, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რადგან დიდი თუ პატარა დოზით ეს როლი დასამახსოვრებელი გამოვიდა. თუმცა, ამ სეზონზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რაც ძალიან გამიხარდა. 
– სერიალის გარდა, ამ ეტაპზე რით ხარ დაკავებული?
– უკრაინაში ორ სხვადასხვა პროექტში გადამიღეს. მათგან ერთი სერიალია, რომელშიც ქართველი შულერის როლი ვითამაშე და ალბათ, ეს როლი კიდევ გაგრძელდება. მეორე კი ფილმია, რომელშიც ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი როლი შევასრულე. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, რეზო ესაძემ გადამიღო, მართალია ეპიზოდურ როლში, მაგრამ ეს ბევრ მთავარ „ტუპოი“ როლს მირჩევნია.
– სერიალში ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა გაქვს, სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება გაქვს ყოფილებთან?
– ყოფილებთან ან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ან საერთოდ არ მაქვს (იცინის). გააჩნია დაშორების მიზეზს. საერთოდ, ცხოვრებაში არავის ვებუტები, უბრალოდ, შეიძლება, მასთან ურთიერთობა აღარ მინდოდეს. ურთიერთობის დასრულებასაც არ ვაბრალებ სხვას, რადგან ანგელოზი არც მე ვარ. ყველაფერი ხდება: ხან ჩვენ ვიტყუებით, ხან – ისინი. მე უკვე აღარაფერი მაკვირვებს. ეს დრომ და გამოცდილებამ მოიტანა. იყო დრო, როცა ყველაფერზე ვბრაზდებოდი. ძალიან ემოციური ვარ, არც ნერვული სისტემა მაქვს მწყობრში და ეს გასაკვირი არც იყო, მაგრამ დღეს, გეუბნებით, ჩემი რამით გაკვირვება ან წყენინება, ძალიან რთულია. გამოცდილებამ იმუნიტეტი გამომიმუშავა. მოკლედ, ჩემს ეგრეთ წოდებულ „ყოფილებთან,“ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არც გვახსოვს, რა იყო ადრე ჩვენ შორის. პირიქით, დღეს მე მათ პირად ცხოვრებაში ვგულშემატკივრობ.
– პირველად როდის შეგიყვარდა?
– საერთოდ, როცა გიყვარს, გგონია, რომ ეს მაშინ ხდება პირველად. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. პირველ სიყვარულს რაც შეეხება, ასეთი რამეები მე არ ვიცი, წარსულში არასდროს ვიქექები. იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომ ყვებიან, პირველად ბაღში ან სკოლაში მიყვარდა და თმებს ვწიწკნიდიო. ასეთი რამეების მოყოლა თუ დავიწყე, ესე იგი, ვტყუი და რაღა დროს ჩემი ტყუილია (იცინის).
– მაშინ მითხარი, შენებური სიყვარული როგორია?
– ძალიან კარგი. მეც ძალიან კარგად მიყვარს და მასაც ძალიან კარგად ვუყვარვარ. რატომ არ უნდა ვუყვარდე?! იცი, რა კარგი ვარ?!  (იცინის) როცა მიყვარს ბანალურად, სენტიმენტალური და ემოციური ვარ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. უბრალოდ, მე ეს ყველაფერი დიდი დოზით არ შემიძლია. მიყვარს დაკავებული ადამიანები. არ შემიძლია, ყოველდღე ერთად გადახლართულს გაღვიძება (იცინის). აუცილებლად უნდა მქონდეს მარტო ყოფნის საშუალება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მომბეზრდა, შეიძლება, მარტო ყოფნის მომენტშიდაც მასზე ვფიქრობდე, მაგრამ რაღაც პერიოდი მხოლოდ ჩემს თავთან უნდა გავატარო.
– შეყვარებულს სისულელეები გაგიკეთებია?
– შეყვარებულს კი არა, ჩემი ცხოვრება საერთოდ ერთი დიდი სისულელეა. ცხოვრება ძალიან ბევრი სულელური ნიუანსისგან შედგება. შეყვარებულს რომ დავუბრუნდეთ, ეს, რა თქმა უნდა, მაგარია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ურთიერთობის საწყისი პერიოდი – ფლირტი მომწონს და პირიქით, არ მიყვარს შეჩვევის მომენტი. ისე, ახლა ძალიან აქტუალურია თავის დამადლება, რაც მე არ მომწონს. თუ ვხედავ, რომ ადამიანი თავს მამადლის, კარგად იყოს, რა...
– როგორი ქალი წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან ჰარმონიაში ვიყოთ. თორემ, სხვა მხრივ, არც ვიცი, როგორი ქალი მინდა გვერდით. თუ გინდა, იდიოტი იყოს, რატომაც არა, თუ იმ მომენტში შენს ცხოვრებას იდიოტი აკლია და ის გივსებს დანაკლისს, იყოს იდიოტი. რთულია ფიქრი, როგორი მინდა? სხვაზე რომ არ ვილაპარაკო და ჩემი თავით დავიწყო: მე როგორ უნდა გინდოდე, თუ რაღაცამ არ მოგხიბლა? ჩემთან ცხოვრება ადვილი არაა. იმ მომენტში რაღაც ისეთი ხდება, რასაც მანამდე ვერ წარმოიდგენ და „ასეთი მინდა“ რეცეპტი არ არსებობს. ვინც ამას ამბობს, თვითონვე იგონებს. მყოლია ქალი, რომელიც თან გადამყოლია. ისე, როგორც კაცები ჰყვებიან ქალებს. ოღონდ ის ამას ძალიან ქალურად აკეთებდა, რაც ძალიან მომწონდა და მაწყობდა. ხანდახან პირიქით ხდება. სიყვარულში მთავარია, ერთ ენაზე ლაპარაკობდეთ და მაშინ იყოს შენ გვერდით, როცა წაიქცევი. ძალიან კარგი სიტყვაა გამოყენება. როცა მიყვარს, ძალიან მინდა, რომ გამომიყენოს, ამაში ცუდი არაფერია. იგივენაირად გამოვიყენო მეც. ერთმანეთი ყველას გვჭირდება, მით უმეტეს სიყვარულში.
– ქალის და კაცის ღალატზე რა აზრის ხარ. ჩვენს რეალობაში ბევრი ფიქრობს, რომ ქალისგან განსხვავებით, კაცს რაღაცეები ეპატიება.
– ღალატი არავის ეპატიება, ეს ორივესთვის დიდი სტრესია, მაგრამ ყველაფერი ხდება. თუ არ გინდა, ადექი და წადი. თუმცა, მილიონნაირი ღალატი არსებობს, მაგრამ ღალატი მაინც ღალატია. ზოგადად, სექსი ძალიან ინდივიდუალური თემაა. ზოგისთვის ჭამაა სექსი და არ მიაჩნია, რომ ეს ღალატია. როცა გაცნობიერებულად ღალატობ, იმ აზრით, რომ ის მაინც ვერ გაიგებს, ეს უკვე ღალატია. მაგრამ, არის კატეგორია, რომელიც სულ ახალ ხორცს ეძებს. ყველაფერი ყოფილა, მეც მიღალატია და ჩემთვისაც უღალატიათ. თუმცა, ეჭვიანი არ ვარ და ამაზე სულ ბრაზდებიან. რა ვქნა? მეზარება ეს ეჭვიანობა. სხვათა შორის, მარტოობის არ მეშინია. ერთადერთი, სიბერის მეშინია. მარტო იმდენად გემრიელად და კომფორტულად ვარ, რომ ვამბობ ხოლმე: ჩემ მიმართ ყველამ რომ დაკარგოს ინტერესი, მე არ დავკარგავ-მეთქი. კარიერულ პაუზას ჩემთვის ბევრი სარგებელი მოუცია: გადამიხედია ჩემი ქმედებებისთვის და შეცდომები და სწორი ნაბიჯები გამირჩევია ერთმანეთისგან. პაუზის დროს დეპრესიაში ჩავვარდნილვარ, მაგრამ მერე მივმხვდარვარ, რომ ეს საჭირო იყო და უკეთეს ფორმაში დავბრუნებულვარ.
– ალბათ ბევრი გეკითხება ქორწინებაზე...
– ზოგს რვაჯერ მოჰყავს ცოლი და მე – არცერთხელ, ამაშიც რა საინტერესო და პირველი ვარ (იცინის). სამი წელი რომ ადამიანთან ერთ სახლში ცხოვრობ, ეს დაოჯახებისგან არაფრით განსხვავდება. მეტი რა უნდა გავაკეთო ქორწინებისთვის. ჩემთვის შტამპს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რელიგიური ვარ და ჯვრისწერა, ალბათ, მექნება სადმე, ლამაზ ადგილას, ღია ცის ქვეშ, ტროლეიბუსში ან ავტობუსში. 
– არასდროს გაგჩენია დაქორწინების სურვილი?
– მე სულ ისეთები მყავს, რომ დაქორწინების სურვილი არც მე გამჩენია და არც მათ. სხვათა შორის, ეს გენეტიკურია, მამამაც გვიან მოიყვანა დედაჩემი ცოლად, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ნუ დამაჩქარებთ და მაინცდამაინც მისთვის ნუ მიმაბაძვინებთ ამ ამბავში.
– დედა არ გაჩქარებს?
– არასდროს. პირიქით, ყველაფერი კარგად ესმის. პრინციპში, რაა გასაგები?! სხვათა შორის, მე ყოველთვის მიყვარს, მაგრამ არც ისეთი მაგარი ვარ, ზოგს რომ ჰგონია. რამდენს უთქვამს: აუ, შენ რას გულაობო. არც ეგეთი „კრუტოი“ ვარ.
– საყვარელმა ქალმა რომ გითხრას, ცხოვრების წესი შეიცვალე, გართობა, კლუბი, სასმელი შეამცირეო?
– ეგ ამ ბოლო დროს ადრინდელთან შედარებით ისედაც ნაკლები დოზით მაქვს. საერთოდ, საქართველოდან ჩემი მეგობრების უმეტესობა წავიდა თავის საშველად. მე კიდევ აქ „ტაშ, ტაშით“ გართობა არ მინდა. თუ გინდა, დამიჭირონ და დამტუქსონ, მაინც სულ ვამბობ, კლუბში არაა ის, რაც უნდა იყოს. სადაც არაა „ექსტაზი,“ მე არ მინდა იმ კლუბში. „ექსტაზი“, მოსაწევი, არაა ნარკოტიკი... აბა, რად მინდა ღვინო? ღვინოსთან ერთად კლუბური მუსიკა სასაცილო და გულის ამრევია. ამიტომაც ისმის ამდენი „ჩემს გოგოს რატომ შეხედე“ ან „მხარი რატომ გაკარი“. ბევრ სხვა ქვეყანაში ვყოფილვარ ამ გარემოში და ასე არსად ხდება.
– შენც ხომ არ გაგჩენია სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი?
– ძალიან ხშირად მაქვს გაურკვეველი მიმართულებით წასვლის სურვილი. მაგრამ, მე საერთოდ, დოკუმენტების საკითხში დებილი ვარ. არადა, ეს ყველაფერი რომ ადვილად გვარდებოდეს, უკვე ბევრჯერ ვიქნებოდი გაურკვეველი მიმართულებით წასული.

скачать dle 11.3