კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შალვა რამიშვილმა სექსუალურ თამაშებში აყოლა შემომთავაზა

ემილია სისაური მომავალი ჟურნალისტია, თუმცა ფოტომოდელობითაც არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ემილიამ შალვა რამიშვილის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელზეც ის დღეს ჩვენთან საუბრობს.
ემილია სისაური: ემილია ჩემი ფსევდონიმია, თაკოს მხოლოდ ოჯახის წევრები მეძახიან. როდესაც ეროტიკულ გადაღებაზე ვიყავი მამუკა კიკალიშვილთან (კალენდარი კეთდებოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი თვე), იქ მყოფმა ერთმა ადამიანმა თქვა: ვაიმე, ემილიას როგორ ჰგავსო – უკრაინაში იყო ვიღაც ემილია და მას მერე ყველა ემილიას მეძახის. ახლა მინდა, ნელ-ნელა სხვანაირი იმიჯი შევიქმნა, თუმცა ეროტიკაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – თამამიც ვარ და რისკიანიც, ისეთი რაღაცეები ჩავწერე გია ჯაჯანიძის შოუსთვის. ახლა გავრისკე და შალვა რამიშვილს დავეჯახე.
– რა მოხდა შენსა და შალვა რამიშვილს შორის?
– „ილო ბეროშვილის შოუს“ ოფიციალურ გვერდზე გამოცხადებული იყო ქასთინგი – გოგონები სჭირდებოდათ სერიალში გადასაღებად. შალვა რამიშვილმა დამიბარა ქასთინგზე. მივედი „იმედის“ პავილიონში, კინოსტუდიაში. მარტოები ვიყავით და ძალიან უხერხული კითხვები დამისვა, რომლებიც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა. მკითხა, მასთან თუ დავამყარებდი ინტიმურ ურთიერთობას, რომ უნდა ავყოლოდი სექსუალურ თამაშებში, ეს ბრჭყალებში – ეს აუცილებელი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს როლი მიმეღო. მითხრა: ჩემგან გქონდეს უფასო გაკვეთილი: თუ გაქვს პრეტენზია, იყო მსახიობი სექსუალური ქალის იმიჯით, საკუთარმა პროდიუსერმა უნდა „გაგსინჯოს“, უნდა შეგიქმნას ეს იმიჯი. მე თუ შენ არ „გაგსინჯავ“, მაშინ წადიო.
– რას გულისხმობდა „გასინჯვაში“?
– სექსუალური ურთიერთობა იგულისხმებოდა. ვიჯექი და ვუყურებდი კამერებს და თავი „ფარულ კამერაში” მეგონა. შალვასაც ვუთხარი: ისეთ უხერხულ კითხვებს მისვამ, ფარული კამერა ხომ არ არის-მეთქი. არაო, არ ხარ ფარულ კამერაში და, თუ ამას კიდევ მეტყვი, აქვე დამთავრდება ჩვენი ურთიერთობაო, – ქედმაღლურად მიპასუხა. მანამდე მე შალვასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. როდესაც ქასთინგის შესახებ გავიგე, „ფეისბუქ-გვერდზე“ მივწერე, დამირეკა თავისი ნომრიდან და შევხვდით მის კაბინეტში. ბოლოს ვუთხარი: იმ ყველაფერს, რასაც შენ მეუბნები, გავაანალიზებ, მოვიფიქრებ, თუმცა ეს ჩემთვის არ არის მისაღები, მაგრამ, ძალიან მინდა სერიალში მონაწილეობა და, იქნებ ამ ყველაფრის გარეშე მოახერხო ჩემი ჩასმა-მეთქი. დავემშვიდობე და წამოვედი. საღამოს შალვამ თავად დამირეკა (ამის გადამოწმებაც შეიძლება): ემილია, რა გადაწყვიტე, მოდიხარო? კი, მოვდივარ-მეთქი. ძალიან მაგარი გოგო ხარო, – შემაქო. მივედი, დავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე, სიგარეტს მოვუკიდე და ვუთხარი: შალვა, კამერებთან რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, მაგრამ შენთან ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ეს ჩემში არ ზის. მე არ ვარ ვალდებული, შენთან რამე გავაკეთო, ფიზიკურად არ შემიძლია, ჩემი პრინციპები მაქვს და ვერ ვუღალატებ-მეთქი. მეც ჩემი პრინციპები მაქვსო, – მიპასუხა, – თუ გინდა, „ზვეზდა“ გაგხადო, დაივიწყე შენი პრინციპები, ამპარტავნობა და ქედმაღლობაო. თუმცა შალვა ჩემთვის მაინც არ არის ცუდი ადამიანი, ის თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ გოგონებთან ურთიერთობა ეშლება, მათ სიახლოვის მიხედვით გამოარჩევს.
– როგორ დამთავრდა იმ დღეს თქვენი ურთიერთობა?
– ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, გადავკოცნეთ ერთმანეთი და წამოვედი.
– ახლა რატომ გადაწყვიტე ამ თემაზე საუბარი?
– როდესაც მეორე დღეს მივედი შალვასთან, ვაპირებდი, კამერით შევსულიყავი და გადამეღო. მაგრამ, როცა არ ზიანდები და სხვას ფარულად უღებ – ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ აღარ გადავიღე. მაშინ იმიტომ არ ვთქვი ამის შესახებ არაფერი, რომ, ვიფიქრე, „იმედში“ შალვა დამბლოკავდა – ამის ძალა ჰქონდა მას. მაგრამ მერე, როცა გავიგე თათია სამხარაძეზე და ისიც, რომ შალვას თავის დაძვრენა უნდოდა, გავბრაზდი და ჩემი სათქმელი ვთქვი, თან, ვეღარც დამბლოკავს „იმედში“.
– საუბრისას დაგემუქრა, რომ დაგბლოკავდა?
– ასეთი რამ ნამდვილად არ უთქვამს. შალვა არ არის მოძალადე, ჩემთვის ხელი არ დაუკარებია, მაგრამ ცუდი რაღაც შემომთავაზა – ფაქტობრივად, „მაფუჭებდა,“ მე კი თავს არავის გავაფუჭებინებ სერიალში მთავარი როლის გამო. თუ სავალდებულო გახდება, მივალ პროკურატურაშიც, სასამართლოშიც, უბრალოდ, მტკიცებულებები არ მაქვს. მაგრამ, შეუძლიათ, გადაამოწმონ, როგორ დამირეკა შალვამ და დამიბარა ქასთინგზე; მეორე დღესაც რომ დამირეკა და მითხრა: ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, რომ დამთანხმდიო, თუმცა, არაფერია დაკონკრეტებული.
– წეღან მითხარი, გია ჯაჯანიძის შოუსთვის გავაკეთე სიუჟეტი სექს-მუშაკებზე და პროსტიტუციაზეო.
– ჟურნალისტს ვიცნობდი და შევთავაზე, რომ ვიცნობდი ადამიანს, რომელიც დუბაიში ყიდდა გოგონებს და გავაკეთებდი სიუჟეტს. იმ ადამიანის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ და არც მაშინ დამისახელებია. უბრალოდ, როგორც ჟურნალისტმა და მსახიობმა, მოვირგე ამპლუა, რომ თითქოს თანახმა ვიყავი დუბაიში წასვლაზე. მუქარა ნამდვილად არ ყოფილა, იმ ადამიანს პირადად ვიცნობდი, თუმცა ის თავისთვის არის, მე – ჩემთვის. ვფიქრობ, ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. თუ ადამიანი მე არ მერჩის, არც მე ვერჩი. შალვამ უხერხულ სიტუაციაში ჩამაყენა და მეც ჩავაყენე; ის კაცი რეალურად მიპირებდა გაყიდვას და მეც გავაკეთე სიუჟეტი.
– რა ტიპის შემოთავაზებებს იღებ ხოლმე?
– ჩემთან მოსულა ქალბატონი, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა შემოუთავაზებია იმისთვის, რომ თავისი ქმარი გამოეცადა, მაგრამ, არ დავთანხმდი. ყველამ დაიმახსოვროს – ფულის გამო ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ. მე რომ ჩემი პრინციპებისთვის მეღალატა, დღეს ყველაზე მდიდარი ქალი ვიქნებოდი. ცოტა ხნის წინ ცნობილ ადამიანებთანაც „დამაწყვილეს” და იმათ ცოლებთან ახსნა მიწევს – არა. რეკლამას ვუკეთებ ტანსაცმელს, ქალის თეთრეულს. ჩემთვის სხეული არ არის სიშიშვლე, ჩემთვის სხეული ხელოვნებაა. ხელოვანი ადამიანი ვარ: ვხატავდი, პიანისტი ვარ, ვმღერი კიდეც – კოლორიტული მეცო-სოპრანო ვიყავი. ჩემი მაესტრა ძალიან გამიბრაზდა ამ იმიჯის გამო. გული მწყდება და მტკივა, რომ ნეიტრალური ვერ დავიჭირე. მუსიკა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ, ამ შოუებში რომ გამოვედი, ვეღარ გავბედე მასთან მისვლა, რადგან, გამაფრთხილა – არ გინდა, არ არის ლამაზიო და მეც ვეთანხმები. სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, ოპერის სცენაზე რომ დგას ქალი, რომელიც ნახევარმა თბილისმა იცის, როგორ გამოიყურება ღამის თეთრეულში, ცოტა უხერხულია ჩემი მაესტრასთვის. ახლა ქაოსი მაქვს და, ვნახოთ, შეიძლება დავუბრუნდე სიმღერას. 5 წლიდან ვუკრავ, ვმღერი, საეკლესიო საგალობლებსაც ვმღეროდი და, არ მინდა, ეს შრომა დავკარგო..
 – პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– შეყვარებული არ მყავს, რადგან, უნდა დავჯდე და მოვუყვე, რომ მე ასეთი არ ვარ. ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, სანამ კარიერას არ ავაწყობ, რადგან, არ მინდა, ვინმეზე ვიყო დამოკიდებული, თუმცა, ფინანსურად კაცს შენზე მეტი უნდა ჰქონდეს, პირველი უნდა იყოს, შენზე ძლიერი, მყარი. გენდერული თანასწორობა ყველაზე დიდი სისულელეა. ქალი ნაზი არსება ხარ, მეორეხარისხოვანი უნდა იყო კაცის გვერდით. ყველა ქალს სიამოვნებს, როდესაც კაცი რაღაცაში ზღუდავს: „სად ხარ, რატომ ხარ, მიდი სახლში დროზე”...  ამით კი არ წუხდები, მას უნდა, რომ სახლში იყო, რადგან ზრუნავს შენზე.

скачать dle 11.3