კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუკა ფიფია: „ერთმა მითხრა, შეყვარებულები ვიყოთო – რა შუაშია ეს, არ ვიცი“

„X ფაქტორში“ 13 ლუკა ფიფიამ როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის მოხიბვლა შეძლო. მას ბევრი „პატარა ჯასტინ ბიბერსაც“ ეძახის. ლუკას სიმღერის პედაგოგი არასდროს ჰყოლია და პროექტშიც ის საკუთარი ძალებით მომზადებული წარდგა.
ლუკა ფიფია: წარმოშობით სოხუმიდან ვარ. დედაჩემი და მამაჩემი სოხუმიდან არიან. დევნილები ვართ. მშობლები მიყვებიან, რომ სოხუმი ძალიან ლამაზი ქალაქია – ზღვით, პალმებით და იქ დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ. მეც ძალიან მინდა, ოდესმე ჩავიდე. დედამ და მამამ სოხუმში გაიცნეს ერთმანეთი. იხსენებენ ხოლმე იმ საშინელ პერიოდს, სვანეთით რომ გადმოვიდნენ და ფეხშიშველები მოდიოდნენ. თან, ჩემი ძმა იმ დროს პატარა იყო და მთელი გზა ტიროდა. ბევრი ადამიანის ტკივილი ნახეს, თავის მოკვლის მიზნით რომ ხტებოდნენ. ზოგმა ბავშვი დაკარგა. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, მერე მეც გავჩნდი.
– ოჯახში მღერის ვინმე?
– მხოლოდ მამაჩემი მღერის. უყვარს სიმღერა, გიტარაზე, ფორტეპიანოზე უკრავს ძირითადად, საქეიფო სიმღერებს, სადმე რომ მოხვდება ხოლმე. დედა და ძმა არ მღერიან. მხოლოდ მე და მამა.
– უფროსი ძმა გყავს?
–  25 წლისაა, ცოტა მაწვალებს ხოლმე, მაგრამ ახლა უცხოეთშია. ძალიან მენატრება. კარგი ურთიერთობა გვაქვს – „ძმაძმური“. რაღაცეებს არ ვუყვები, მირჩევნია, ჩემს ბიძაშვილს მოვუყვე. გოგონებთანაც ვმეგობრობ და ბიჭებთანაც. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, არ იტყუებოდეს.
– როგორი ხასიათი გაქვს?
– თუ რაღაც არ მინდა, ვერაფრით გამაკეთებინებენ – ამ დროს ძალიან ჯიუტი ვარ. ცანცარაც ვარ, ბევრი ლაპარაკი მიყვარს, ტლიკინი – არა. ხალისიანიც ვარ, ხუმრობა მიყვარს. ერთხელ, მახსოვს, გაკვეთილზე მე და ჩემმა კლასელებმა მასწავლებელს სკამზე ჭიკარტი დავუდეთ, ზედ დაჯდა, შეერჭო და ტიროდა. სასწრაფო გამოიძახეს, წაიყვანეს, ჩვენ კი გაკვეთილი გაგვიცდა.
– მშობლები მკაცრად გზრდიან?
– არც მკაცრად მზრდიან და არც მანებივრებენ – შუაში არიან. თავისუფლად შემიძლია, ეზოში ჩავიდე, უბრალოდ, თუ დედა მეტყვის, რომ სახლში უნდა დავრჩე – ვრჩები, რადგან დედა იმის ღირსი არ არის, შვილმა ანერვიულოს. მეგობრებთან ერთად მიყვარს სიარული, ხან კოცონს ვანთებთ, ვმღერით. ერთხელ, სოფელში ვიყავით. გადავწყვიტეთ, კოცონთან გაგვეთენებინა, მაგრამ იმხელა ცეცხლი აინთო,  ლამის წისქვილი გადავწვით. ბაბუაჩემი მოგვკლავდა. ჭიდან მოვიტანეთ წყალი და იმით ჩავაქრეთ. სოფელში რომ მივდივარ, ბებია მეუბნება: ლუკა, რა გამხდარი ხარო და ძალიან ბევრს მაჭმევენ. მერე იქიდან უფრო პუტკუნა მოვდივარ. დაკლება რომ გინდა და ამდენ ხაჭაპურს ვეღარ ერევი...
– რას საქმიანობენ მშობლები?
– დედა ექთანია, მაგრამ ახლა კულინარად მუშაობს. მამა ხელოსანია. სახლიდან გასულები არიან და მე მარტოც მიწევს ყოფნა. არ ვარ დედაზე და მამაზე დამოკიდებული. მე ვწყვეტ, რა უნდა ჩავიცვა, რადგან დედაჩემის და ჩემი გემოვნება ზოგჯერ არ ემთხვევა.
– შენი და მამის?
– მამას არც ვეკითხები. სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებს, რას მეტყვის მამა შარვლებზე, ჩაცმულობაზე. ისედაც, დიდად არ ვეკითხები რაღაცეებს, უფრო ლაითად, რადგან დაკავებულია და არ მინდა, შევაწუხო. მამას ჩემზე ხელი არასდროს აუწევია. დედა უფრო მეჩხუბება. პატარა რომ ვიყავი, არ ვასვენებდი, არ ვაცდიდი ტელეფონზე ლაპარაკს და რომ გამოაქანებდა ხელს: წკაპ!.. არ ველაპარაკებოდი დედას, მეორე დღეს აღარც ახსოვდა. ახლა აღარ მომექცევიან ასე, რადგან უკვე დიდი ბიჭი ვარ.
–  გავიგე, მამას კაფელის დაგებაში ეხმარებაო.
– რაღაცეებში ვეხმარები ხოლმე. მამას ყველაფრის კეთება შეუძლია: კაფელის, დენის, რემონტის და როცა მეც მცალია, მივყვები. ყოველთვის – არა. რამდენჯერმე რემონტზე გავყევი. ჩაქუჩის მიწოდება, ცემენტის არევა, რაღაცეები მეხერხება.
– ეკლესიაში სტიქაროსანიც ხარ.
– სანამ გავჩნდებოდი, დედა დადიოდა ეკლესიაში. მერე მე რომ დავიბადე, ერთი და იგივე მოძღვარი გვყავდა. 6 წლის რომ გავხდი, მამაომ თქვა: სტიქაროსანი გახდიო და გავხდი სტიქაროსანი. პატარაობიდან ეკლესიაში დავდივარ, აღარც მახსოვს, უკვე იმდენი ხანია. ასე მგონია: უფლის ნება თუ არ არის, ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ. თუ რამე დაგემართება, ესეც იმიტომ, რომ მერე კარგი რაღაც მოხდეს. ძალიან მიხაროდა, სტიქარი რომ მეცვა. რამდენიმე წელია, მე და ჩემი ბიძაშვილი პარაკლისებსა და წირვაზე ვდგებით და ვგალობთ. ყოველ შაბათ-კვირას თითქმის სულ ეკლესიაში ვარ. ქრისტიანი ვარ, ღმერთის ძალიან მწამს და ვცდილობ, კარგად მოვიქცე.
– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– პროექტში მონაწილეობამდე ვუთხარი ეს მშობლებს და მოძღვარსაც. ძალიან გაუხარდათ მოძღვარსაც და მშობლებსაც. ჩემი გამოსვლა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბიბერის სიმღერა ვიმღერე, თვითონ მოვემზადე. არ მეგონა, თუ ასეთ კარგ შეფასებებს მივიღებდი. მეგონა, კრიტიკაც იქნებოდა. ყველაზე მეტად ნინა სუბლატის შეფასების მეშინოდა, კიდევ გაბუნიასი. მინდოდა, ნინას ძალიან მოვწონებოდი, რადგან მას პატარაობიდან ვგულშემატკივრობ. თუ პროექტს დავტოვებ,  მინდა მასწავლებელთან ვიარო, მოვემზადები და ისე წარვდგები „X ფაქტორის“ სცენაზე.
– პოპულარულიც გახდი, ალბათ „ფეისბუქზეც“ გწერენ.
– ზოგჯერ არ მჯერა ქუჩაში რომ მიდიხარ და ყველა გიყურებს – შემოგციცინებენ, თვალს გაყოლობენ, გაკვირდებიან, ცოტა მეცინება ხოლმე, სასწაულია. არ ვიცი, ამას ძალიან პოპულარული ხალხი როგორ იტანს. მაგალითად, როგორებიც სოფო ნიჟარაძე, ნინა სუბლატია. ძალიან ძნელი არ არის, უბრალოდ, მრცხვენია ყველა მე რომ მიყურებს. „ფეისბუქშიც“ მწერენ პირადში, ძირითადად, გოგონები. ერთმა მითხრა: შეყვარებულები ვიყოთო – რა შუაშია, ეს არ ვიცი. ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე „X ფაქტორში“ მონაწილეობს, საჯაროდ დაუწერა ვიღაც გოგომ: შენგან შვილი მინდაო. რა შუაშია, რატომ წერენ ასეთ რამეს. ერთმა ისიც მომწერა: მაინც ვერ ხარ ჯასტინ ბიბერზე მაგარიო. სულ მეცინება, რომ ამბობენ „პატარა ჯასტინ ბიბერი“ ხარო, სად მე და სად – ჯასტინი. არ ვგავართ ერთმანეთს, ადრე მისი სიმღერა ვიმღერე და იმიტომ მეძახიან. თუმცა, ჯასტინ ბიბერი არც ძალიან  მომწონს და არც მიყვარს.

скачать dle 11.3