კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა მაცხოვარი ქართული წარმომავლობის და რა ენაზე საუბრობდა ის სიკვდილის წინ

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წარმომავლობის შესახებ. მეცნიერთა და მკვლევართა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ის შესაძლოა ქართველი იყოს. პირველად ეს ინფორმაცია ღვთისმშობლის ხატის, „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ მცველებმა: ზურაბ შიოშვილმა და გიორგი ჭოლოკავამ გაასაჯაროეს. ამიტომაც, დღეს ამ თემის შესახებ სწორედ ისინი გვესაუბრებიან.
გიორგი ჭოლოკავა: ძველად ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში წირვის დროს, იმეორებდნენ იმ საგალობელს, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ მაცხოვარს უგალობდა. საგალობელში იყო ყველასთვის გაუგებარი სიტყვები, რომელთა შორის ყველაზე ხშირად მეორდებოდა „ნენანა“ ანუ „იავნანა“. ამ  ამბავს აღწერს არქიმანდრიტი პორფილი  ათონის მთაზე მოგზაურობისას.  მიუხედავად იმისა, რომ ათონელ ბერებს სულაც არ ესმოდათ ტექსტის შინაარსი, საგალობელი მაინც დიდი ხნის განმავლობაში შემოუნახავთ.
ზურაბ შიოშვილი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უძველეს დაუჯდომელში ვკითხულობთ: როდესაც მოგვები მივიდნენ, იხილეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალდეველი ყრმით ხელში – „იხილეს ყრმათა ქალდეველთასა, ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა, და მეუფედ მცნობელნი მისნი...“ – საუბარია ქალდეველ ყრმაზე და მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ ქალდეველები უძველესი ქართველები იყვნენ. ვისაც ბიბლია წაუკითხავს, მან იცის, რომ მამამთავარი აბრაამი უფალს სწორედ ქალდეველთაგან გამოჰყავს. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები“... და ბოლოს, „16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე“. თავად ბიბლია გვეუბნება, რომ აბრაამი ქალდეველია. მაცხოვარი ძეა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა უბიწოდ ჩასახული, მაგრამ ვიცით, რომ იოსები, რომელიც შთამომავალია აბრაამისა, და მარიამი, ნათესავები არიან. შესაბამისად, გამოდის, რომ მაცხოვარიც ქალდეველია, ანუ ქართველი. თუ კარგად გავიხსენებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაწინდვის ეპიზოდს, როდესაც მარიამის ნათესავები შეიკრიბნენ, ყველას ხელთ ეპყრა კვერთხი, რომელსაც, იმდროინდელი წესით, ბიჭს მაშინ აძლევდნენ, როცა სრულწლოვანი გახდებოდა. კვერთხზე მისი მფლობელის გენეალოგია იყო ამოტვიფრული სახელების სახით, დაახლოებით ისე, როგორც იწყება მათეს სახარება. უფლის წინაპრების ეს ჩანაწერი (მათესეული) მოიხსენიებს მას, როგორც იოსების ძეს, რადგან იოსებმა ითავა მამობა და დაფარული იყო მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვის ამბავი.
გიორგი: შობის შემდეგ მაცხოვრის შესახებ, მხოლოდ ორი ეპიზოდი გვაქვს და ორივე ბავშვობისა. შემდეგ, უკვე უფალი ჩნდება იმ სახით და იმ ასაკში, რაზეც აგებულია მთლიანად სახარება. აღწერილობის მიხედვით, სახარება მას სხვა ადამიანებისგან სრულიად განსხვავებულს აღწერს. ის სხვებთან შედარებით ძალიან მაღალია და როდესაც ქუჩებში დადის, ადვილი შესამჩნევია (ანუ, აბსოლუტურად განსხვავებულია გენეტიკურად). მისი სიმაღლე, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, 180 სანტიმეტრია, რაც იმ პერიოდში და მით უმეტეს, იმ რეგიონის მცხოვრებთათვის, საკმაოდ მაღალია. ხშირად ამ განსხვავებებს მისი ღვთაებრიობით ხსნიან, რაც ალბათ, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ვაღიარებთ, როგორც მის ღვთაებრივ, ასევე, კაცობრივ ბუნებასაც. არსებობს მაცხოვრის აღწერილობის შესახებ მცირე ცნობებიც, სადაც აღნიშნულია, რომ მას თმის ვარცხნილობაც კი განსხვავებული აქვს. ის სხვანაირად საუბრობდა, თანაც არამეულად. რატომ ელაპარაკებოდა ის ხალხს არამეულ ენაზე? იქნებ იმიტომ, რომ არამეული იმ დროისთვის დაახლოებით ისეთივე გავრცელებული ენა იყო, როგორიც დღეს ინგლისურია. საქართველოშიც კი ვხვდებით ძველი პერიოდის არამეულ წარწერებს. მაცხოვარი ამბობს არა მხოლოდ ღვთაებრივ სიბრძნეს, არამედ მის საუბარში კარგად ჩანს განათლებაც. იესო ქრისტე ღმერთია, მაგრამ ის კაციც არის – მთელი იდეა ხომ უფლის განკაცებაში დევს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცდარია ის აზრი, ქრისტეს ენა არამეული იყოო. ის არამეულად ლაპარაკობდა მხოლოდ სხვებთან საკომუნიკაციოდ. ქრისტეს ენა ქალდეურია. ბაბილონის გოდოლის აგებამდეც სასაუბრო ენა იყო ქალდეური.
– სახარებაში თუ არის კიდევ ისეთი ეპიზოდები, რომელიც ქრისტეს ქართველობაზე მიუთითებს?
ზურაბი:  კი, თუმცა მანამდე ერთ ფაქტს გავუსვამ ხაზს. ალბათ, ყველას გახსოვთ მეფე ფარსმანის დიდებით ჩასვლა რომში, იმპერატორ ანტონიუს პიუსის მიწვევით, რის შემდეგაც რომსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტეს პერიოდის საქართველო უძლიერესი და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო იყო. ყველაფერთან ერთად, საქართველო საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ქვეყანას წარმოადგენდა და ვინ იცის, კაპადოკიური წარმოშობის (ქართული) ღვთისმშობლის ძე სად იღებდა იმ დროს განათლებას... ბევრი უცხოელი მკვლევარი ცდილობს, დაამტკიცოს და არსებობს დოკუმენტური ფილმებიც კი, სადაც საუბარია იმაზე, რომ 18 წლის განმავლობაში მაცხოვარი აღმოსავლეთში უნდა ყოფილიყო. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზეა ის სახლი, სადაც ღვთისმშობელი ცხოვრობდა უკანასკნელ წლებში მოციქულთან ერთად. ის, რომ უკანასკნელ წლებში ადამიანი მშობლიურ გარემოში ცდილობს ცხოვრებას, არც ესაა ახალი. საკმაოდ საინტერესოა თავად საიდუმლო სერობის ეპიზოდიც. საიდუმლო სერობა პასექის დროს იმართება, ეს ყველამ ვიცით. ასევე ცნობილია, რომ საიდუმლო სერობის დროს, უფალი პურს გატეხს, ღვინოში ჩააწობს და ამბობს: ესაა ხორცი ჩემი (პურზე) და ესაა სისხლი ჩემი (ღვინოზე). როგორც იცით, საიდუმლო სერობის დროს ტრაპეზზე იდო პური. რატომ აღმოჩნდა ტრაპეზზე პური? პასექში იუდეველები არათუ პურს გამოაცხობდნენ, თითსაც არ დაადებდნენ მას. არცერთი იუდეველი ამას არ იზამდა! იერუსალიმში იმ დროს პურს მხოლოდ უცხოტომელები თუ აცხობდნენ და მიირთმევდნენ. ეს ვითომ მცირე დეტალია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი!  არც პურის ყანებით ყოფილა მდიდარი იუდეის უდაბნო და არც ვენახებით. ნუთუ არ შეიძლებოდა, პურისა და ღვინის ნაცვლად, ტრაპეზზე დებულიყო რაიმე იუდეველთათვის უფრო დამახასიათებელი პროდუქტი? მით უმეტეს, რომ პასექია და პურს არ აცხობენ. მეცნიერულად დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ პურისა და ვაზის სამშობლო საქართველოა და იქნებ უფალი ამბობს ჩემი სისხლი და ხორცი არის ესო. ანუ, სადაც არის პური და ღვინო, იქ არის ჩემი სისხლიც და ხორციცო?! თუმცა ამას სხვა დატვირთვაც აქვს – ეს არის პირველი ზიარებაც.
გიორგი: ჯვარცმული უფალი უკანასკნელ სიტყვებს სწორედ რომ უცხო ენაზე ამბობს, რომელიც არც იუდეველთათვის და არც არავისთვის იქ მყოფთაგან გასაგები არ იყო. „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი“. იქნებ ეს სწორედ მის მშობლიურ ენაზეა წარმოთქმული? ეს ხომ მომაკვდავი ადამიანის ამოთქმული ფრაზაა იმ ენაზე, რომელიც მშობლიურია.
– და რატომ ჩადის ქრისტე იერუსალიმში, რას წარმოადგენს იერუსალიმი იმ დროს?
– ესაა რელიგიური ცენტრი, სადაც დგას უმთავრესი საკულტო ნაგებობა, ანუ ტაძარი – ქალაქი, სადაც ცხოვრება და თანამედროვეობა დუღს. ის სწორედ იმ დიდ ქალაქში ჩადის, სადაც უნდა აღსრულდეს მისი ჯვარცმა! ამბობს კიდეც, დაწერილია და უნდა აღსრულდესო. ნაბუქოდონოსორის დროს ძალიან საინტერესო რამ ხდება: კედელზე გამოისახება წარწერა, მარჯვენა მტევანი წერს და მერე ქრება. მეფე პანიკაში ჩავარდა. წარწერა ვერავინ წაიკითხა. იქ იყვნენ ებრაელებიც, ასურელებიც. ერთადერთი, ამის წაკითხვა ქალდეველმა შეძლო. იქ ეწერა: „შენი მეფობა მალე დამთავრდება“. მართლაც, იმავე ღამეს მეფე ქალდეველებმა მოკლეს. ასევე, დანიელ წინასწარმეტყველს, რომელიც ქალდეველია (ქართველი), გამოეცხადა ღმერთი და უთხრა: მეორედ მოსვლისას შენი ხალხი გადარჩებაო. იოანე ზოსიმე კი გვეუბნება – მხოლოდ ამ ენით, ანუ ქართულით, გაცხადდება მეორედ მოსვლაო.
ზურაბი: ებრაელებს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვთ. ისინი დიდ პატივს სცემენ თავიანთ ხალხს, თვისტომს. ისინი იცავენ და მფარველობენ ყველა თავისიანს, მაგრამ სახარების კითხვის დროს გაქვს განცდა, რომ ქრისტე ამ ხალხისთვის უცხოა, რომელიც სხვა ადამიანთა გარემოცვაში იჭრება. ძალიან ადვილია, ყველაფერი სიმბოლიკითა და მეტაფორით ახსნა და მიაწერო ღვთაებრიობას. მაგრამ, ეს ხომ ისტორიული  ფაქტიცაა, სადაც კონკრეტული ადამიანები არიან. თავიანთი ვნებებით, განცდებითა და წეს-ჩვეულებებით. მღვდელმთავრებმა შეიპყრეს ქრისტე – ეს უცხოტომელი კაცი, რომელიც მათ კეთილდღეობას საფრთხეში აგდებდა. პილატესთანაც თავიანთი ხალხი შეჰყარეს – ვითომ მთელი იუდეა ქრისტეს ჯვარცმას ითხოვდა. მოციქულები და ქრისტეს მომხრეები კი არ შეუშვეს და თავიდან უცხოტომელი მოიშორეს. ღვთისმშობლისა და უფლის შეხვედრაც ამ ამბების შემდეგაა, პირველად რომ ვია დოლოროსას გზაზე ხდება. შეიპყრეს და ჯვარს აცვეს მაცხოვარი! თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, ამ ფაქტს ლეგიტიმაცია სჭირდებოდა, როგორც დღეს სჭირდება ხოლმე ლეგიტიმაცია ათას სისაძაგლეს. ამიტომ, მთელი ებრაელობა იხმეს იერუსალიმში, მათ შორის მცხეთელი ებრაელებიც. მაგრამ, რა ხდება მათი გამგზავრების წინ? ელიოზს დედა შეევედრება: ნუ მიიღებ ჯვარცმაში მონაწილეობას, რადგან იესო უდანაშაულოა. ანუ, უფლის შესახებ ყველაფერი კარგად იციან მცხეთაშიც და იქნებ იცნობდნენ კიდეც მას? უფალი საკუთარ ფიზიკურ სხეულს, კვართს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია, რადგან უფალთან ერთად იზრდებოდა (კვართი მაცხოვრის ყრმობის დროს მოიქსოვა), საქართველოში აგზავნის, რომელიც მცხეთაშია დაფლული. სვეტიცხოველი ხომ მეორე საფლავია უფლისა.
გიორგი: თანამედროვე მეცნიერებს არცერთი მტკიცებულება არ აქვთ იმისა, რომ მოსემ ებრაელები ნამდვილად თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე შეიყვანა. არც კი არის რაიმე წყარო, სადაც მითითებული იქნება ასეთი ქვეყნის არსებობა. ცნობილია, რომ თავად მოსე აღთქმულ მიწაზე არც შესულა. ის აღწერდა მხოლოდ აღთქმულ მიწას, როგორც ნაყოფიერ ადგილს, სადაც „ღვარად მოედინებოდა რძე და თაფლი“, სადაც ურიცხვი მდინარეები და ნაყოფიერი მიწებია (ისრაელი კი – პრაქტიკულად, უდაბნოა), იზრდება ვაზი და მწიფს ყურძენი. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: „ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი“. ცოდვათა გამო ისინი ვერ შედიან აღთქმულ მიწაზე და უფალი ეუბნება მათ, რომ მხოლოდ 2 შტო შეძლებს იმ მიწაზე დასახლებასო, „35. ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი, 36. გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო. 37. მეც განმირისხდა უფალი თქვენ გამო: ვერც შენ შეხვალო იქ. 38. იესო ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის”. ასე მოხვდა ეს ორი შტო  მცხეთაში.
ზურაბი: თალმუდში წერია, რომ ებრაელების ღმერთი იაჰვე ეუბნება ებრაელობას: თუ გინდათ, რაიმე მითხრათ ისე, მე გავიგო და ანგელოზებმაც კი ვერ გაიგონ, ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომმართეთო. თანამედროვე მკვლევრების ვარაუდითაც, ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, ტრაპზონთან ახლოს და აღწერილობითაც ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. ასე რომ, ძალიან ბევრი მასალაა დაგროვილი და ალბათ, მოვიდა კიდეც დრო, როდესაც ბევრი რამ იქნება გაცხადებული.

скачать dle 11.3