ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
ბიჭი ეუბნება გოგოს:
– გოგონა, ცხოველები გიყვარს?
– ძალიან.
– გამომყევი ცოლად, იცი როგორი საქონელი ვარ?!
***
სვანს, მეგრელსა და კახელს სიკვდილს მიუსჯიან და ეტყვიან: აირჩიეთ – ან დახვრეტა, ან ელექტროსკამი. პირველი შევა მეგრელი და ეკითხებიან:
– რომელი გინდა, ელექტროსკამი თუ დახვრეტა?
– ელექტროსკამი.
შეიყვანენ ოთახში და უკან დააბრუნებენ – დენი არაა და წადიო. გაუხარდება მეგრელს გამოვა და კახელს ეტყვის:
– ბიჭო, ელექტროსკამი აირჩიე, დენი არაა.
– კაი.
კახელი შევიდა და ისე მოიქცა, როგორც მეგრელმა უთხრა. გამოვიდა კახელი და სვანს ეუბნება:
– ელექტროსკამი აირჩიე, დენი არაა.
შევა სვანი და ეკითხებიან:
– რომელი გინდა, დახვრეტა თუ ელექტროსკამი?
– დახვრეტა! აბა, დენი არაა და...
***
თბილისელ მეგრელს ხვდება ზუგდიდელი მეგრელი და ეკითხება:
– ძამა, მეგრული იცი?
– არა.
– ხოხ, ტყეში იზრდებოდი, კი მარა?!
ზაალ სულაკაურის ანეკდოტები
მიხოს მშობელი სკოლაში დაიბარეს. მივიდა მამამისი.
– იცით, თქვენმა შვილმა ბოზი მიწოდა!
– არ გრცხვენია? – აღშფოთდა მამა, მასწავლებელი გასწავლის, შენთვის წვალობს, რომ კაცი გამოხვიდე, ზრუნავს. რა შენი საქმეა, სამსახურის მერე რას აკეთებს?
***
ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მანქანები დაიმტვრა, მძღოლებს არაფერი მოსვლიათ. ერთი ამბობს:
– ღმერთმა მომცა, ღმერთმა წამართვა.
– ერთი ვიყიდე, მეორესაც ვიყიდი. მოდი, ცოტა ხასიათი გამოვისწოროთ, თითო ჭიქა დავლიოთ, ბოთლი არ გატეხილა, – შესთავაზა სომეხმა.
დაუსხა პირველს. მანაც დალია.
– შენ რატომ არ სვამ? – ეკითხება პირველი.
– მე მერე დავლევ. აი, პატრულიც მოვიდა...
***
ცისფერების ხელის მოწერაზე:
– ახლა კი შეგიძლიათ, ერთ-ერთმა თქვენგანმა პატარძალს აკოცოს.
***
კაცი მიწაში რაღაცას ასაფლავებს. მეზობელი წაადგა თავზე და ჰკითხა:
– რას ასაფლავებ?
– სიდედრს.
– ნიჩაბი სისხლიანი რატომაა?
– სამჯერ ამომიხტა საფლავიდან.
***
– ერთი, დაუძახე მამაშენს, პატარა ბიჭი!
– ვერ დავუძახებ.
– რატომ?
– მოკვდა.
– უი!.. რა მოუვიდა?
– ბულდოზერმა გადაუარა.
– კაი, არ გადამრიო, საწყალი! მაშინ, დედას დაუძახე.
– ვერც დედას ვერ დავუძახებ.
– რატომ?
– ისიც მოკვდა.
– სასწაული პირდაპირ! კი მაგრამ, ის რაღამ მოკლა?
– იმასაც ბულდოზერმა გადაუარა.
– გავგიჟდები! ბებიაშენი მაინც გამოახედე, იქნებ ხეირიანად ამიხსნას, რა მოხდა.
– ვერც ბებია გამოიხედავს.
– რატომ?
– ბებიაც ბულდოზერმა გაჭყლიტა.
– კი მაგრამ, შენ რაღას აკეთებ მარტო, შე უბედურო?
– მე ბულდოზერით ვკატაობ.
***
– დედა, სკოლაში დიდთავას მეძახიან.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ, შვილო. ჩადი ერთი, 10 კილოგრამი კარტოფილი ამოიტანე სარდაფიდან.
– რამე დიდი პარკი მომეცი დედი.
– რათ გინდა, შვილო, ქუდში ჩაიყარე.