კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2016 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ტრენდები

თმის შეღებვისას ყველაზე მთავარი მიმართულებაა მოდის პრინციპის შენარჩუნება, ანუ აქცენტი უნდა გაკეთდეს პერლამუტრისფერ, წითელ, იისფერ საღებავებზე. პირველ ყოვლისა, ეს ეხება თმის მწკრივებს – ისინი უნდა იყოს პასტელის ფერებში, არა ბზინვარე. სწორედ ამის ხარჯზე იქნება თმის ნაზი ელფერი. არ გაგიკვირდეთ, თუ წელს, გაზაფხულსა და ზაფხულში, ქუჩაში თმაზე მწვანეზოლიან გოგონებს დაინახავთ – წელს მწვანე ფერიც ტრენდია (ცხადია, უფრო მეტად – თინეიჯერებისთვის).
ისევ აქტუალურია „შოკოლადის პალიტრა“, მაგრამ, არა სუფთა ყავისფერი ან შოკოლადისფერი, არამედ, თბილი, მოყვითალო თითბირის ელფერით. ასევე, თუ მოგწონთ ფერფლისფერი თმა, მიეცით მას თაფლისფერი ფონი – თქვენი თმა ასე უფრო „გემრიელ” შთაბეჭდილებას მოახდენს, თანაც, თავისი განსაკუთრებულობითაც მიიპყრობს ყურადღებას: ცივი ფერი – თბილი და რბილი შტრიხებით.
არ ხართ მზად კარდინალური ცვლილებებისთვის?! არც არის საჭირო! წლევანდელი ბრენდია ძალიან ბუნებრივი, მბზინავი ქერა თმა. შეღებვისას შეგიძლიათ დაუმატოთ უფრო ბაცი ზოლები (მწკრივები) და შექმნათ მზეზე გახუნებული თმის ეფექტი.
ასევე, მოდიდან არ გადადის შატუში – თმის მუქი ძირებიდან ღერების ბოლოებისკენ თანდათან გაღიავება. ეს განსაკუთრებით კომფორტული და მოხერხებულია მაშინ, როცა შეღებვის შემდეგ მოისურვებთ თმის გაზრდასა და თქვენი ბუნებრივი ფერის აღდგენას, ან როცა აღარ გინდათ ყოველ ორ კვირაში თმის ძირების შეღებვა.
ისევ მოდაშია ამბრე – ქერად შეღებვიდან ნახევარი წლის განმავლობაში გაზრდილი თმის ძირების ეფექტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტილი უფრო მეტად უხდებათ ახალგაზრდა და ცოტა თამამ და „თავხედ” გოგოებს.
თუ დიდად არ მისდევთ მოდას და მხოლოდ თმის ფერის შეცვლა გსურთ – იმიჯის შესაცვლელად, ან, უბრალოდ, გადასახალისებლად, მოძებნეთ კომპრომისი მოდურსა და იმ ფერებს შორის, რომლებიც თქვენს სახეს უხდება.
თუ ძალიან ღია ფერის კანი გაქვთ, შეარჩიეთ ოქროსფერი, სპილენძისფერი ან თითბრისფერი გრადაციები – ამ ფერების ფონზე თქვენი სახის კანი უფრო ცოცხალი, ნორჩი და ვარდისფერი გამოჩნდება. მაგრამ, თუ, პირიქით, ისედაც ზედმეტად ვარდისფერი კანი გაქვთ და ამის გამო მოწითუროდ გამოიყურებით, არჩევანი გააკეთეთ ცივ ფერებზე – ასე  თმის ფერით თქვენი კანის ფერს დააბალანსებთ.

скачать dle 11.3