როგორი ქმარი გყავთ?
გაინტერესებთ, როგორი მეორე ნახევარი გარგუნათ ბედმა? ეს ტესტი ამის გარკვევაში დაგეხმარებათ. ყურადღებით წაიკითხეთ და კითხვებზე გაეცით პასუხი „დიახ“ ან „არა“.
1. ხშირად გჩუქნით ყვავილებს (დაბადების დღეზე, დღესასწაულებზე, ან, უბრალოდ, გასახარებლად)?
2. სხვების დასანახავად ყურადღებით და თბილად გექცევათ?
3. გაძლევთ ფულს, რომ თქვენი სიამოვნებისთვის დახარჯოთ?
4. როცა რაღაცაზე აუხირდებით, იტანს თქვენს წუწუნს მშვიდად, საყვედურების გარეშე?
5. როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნა ის დადებითი თვისებები, რომლებიც ქორწინების პირველ დღეებში ჰქონდა?
6. ხშირად გაქებთ, როგორც კარგ ცოლს, კარგ დიასახლისს, კარგ დედას?
7. როგორ გგონიათ, ითვალისწინებს თქვენს შეხედულებებს?
8. არის ეჭვიანი? მოგცემთ უფლებას, წვეულებაზე სხვა მამაკაცთან იცეკვოთ?
9. ყოველთვის აღფრთოვანებულია თქვენით და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ეს არ გამოხატოს?
10. გიხდით მადლობას ყოველთვის, როცა მასზე ზრუნავთ? გამოხატავს თქვენდამი მადლიერებას?
ყოველ დადებით პასუხზე დაიწერეთ ათი ქულა, უარყოფითი პასუხი კი ნულს უდრის, შემდეგ შეკრიბეთ და ნახეთ შედეგები:
თუ 50 ქულაზე ნაკლები დააგროვეთ, ჩათვალეთ, რომ არ გაგიმართლათ – თქვენი მეორე ნახევარი ოჯახისთვის არ არის დაბადებული. დროზე უშველეთ თავს, რადგან ის მხოლოდ გაგაწვალებთ...
თუ 90-100 ქულა მოაგროვეთ: იდეალური ქმარი გყავთ და ტყუილუბრალოდ ნერვები არ მოუშალოთ. თქვენსავით ყველას როდი უმართლებს.
ნაკლები ქულების დაგროვების შემთხვევაში (50-80 ქულას შორის) – შრომა მოგიწევთ, რათა ქმარი თქვენს ჭკუაზე მოაქციოთ. შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, რომ თქვენი მეუღლე ცუდი ადამიანი არ არის.