კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: რა არის თმის მაკიაჟი და როგორ უნდა გავიკეთო ის თვითონ, სხვისი დახმარების გარეშე?
პასუხი: თმის მწკრივების მკვეთრ ფერებად (ვარდისფრად, ლურჯად, ცისფრად და ასე შემდეგ) შეღებვას სტილისტები თმის მაკიაჟს უწოდებენ. ამ საღებავის ჩამობანა ისევე ადვილად შეიძლება, როგორც პომადის ან თვალების „ჩრდილის“. ფერები შეიძლება ცვალოთ ყოველდღე, თქვენი ტანსაცმლის შეფერილობის შესაბამისად. თმის მაკიაჟის სხვის დაუხმარებლად გაკეთებისას გამოიყენეთ სპეციალური ცარცი და საღებავი.
კითხვა: რა აუცილებელი წესები უნდა დავიცვა, რომ მაქსიმალურად გავუხანგრძლივო ჩემს კანს ახალგაზრდობა?
პასუხი: კანის ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად საჭიროა:
1. დაბალკალორიული პროდუქტებით კვება;
2. ვარჯიში და წყლის პროცედურები;
3. ანტიოქსიდანტების მიღება. ანტიოქსიდანტები უვნებელყოფს სიბერის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს: მაყვალი, წითელი ლობიო, თხილი, ნიგოზი და ოხრახუში.
4. ჯანმრთელი ძილი. უჯრედების ბუნებრივი გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს ღამით. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები გძინავთ, მით უფრო ნელა ახალგაზრდავდება კანი. საუკეთესო ვარიანტია 8-საათიანი ძილი.
5. სუფთა ჰაერზე სეირნობა. ჟანგბადი ენერგიით ავსებს კანის უჯრედებს და ხსნის დეპრესიას.

скачать dle 11.3