კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელის განაჩენი

ცოლის მკვლელობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მის ცხოვრებაში ახალგაზრდა და ლამაზი კარენი გამოჩნდა. როცა კომპანიაში დააწინაურეს და საშუალება მიეცა, მდივანი აეყვანა, კარენი თვითონ მივიდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე. მივიდა და დარჩა... თავიდან ეს ჩვეულებრივი, ლამაზმანი მდივნისა და ცოლისგან თავმობეზრებული შეფის სასიყვარულო ინტრიგა იყო. მაგრამ, მერე... მოკლედ ბანალური ისტორიაა. სახლში ცოლი – ჩხუბისა და კამათის დაუშრეტელი წყარო... სამსახურში – ვნებიანი, მოალერსე კარენი, რომელთანაც ყოველთვის შეიძლებოდა გულის გადაშლა. და აი, მისტერ ვიკილიკსმა გადაწყვიტა, ჯეინი თავისი ცხოვრებიდან მოეშორებინა. გარდა იმისა, რომ ჯეინი განქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა, მთელი დანაზოგები ვიკილიკსს ცოლის სახელზე ჰქონდა. ჰოდა, გადაწყვიტა, მოეკლა ცოლი. ბევრი არ უფიქრია, მკვლელობის სტანდარტული გზა აირჩია – მთავარი ალიბი იყო... სწორედ ალიბი აარიდებდა ეჭვმიტანილის სტატუსს. კარენი თავიდან სასტიკ უარზე იყო. ვერ ჩავერევი ამ საშინელ საქმეშიო, მაგრამ მერე კაცმა დაარწმუნა, სხვანაირად, ჩემი ცოლი ვერ გახდებიო და დათანხმდა. ჯეინი მუდმივად ფულს სთხოვდა და ამას ბოლო არ უჩანდა. ქმრის დაუკითხავად გაყიდა ბინა მეხუთე ავენიუზე და კონექტიკუტში მამულიანი სახლი შეიძინა – ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა ვიცხოვროთო. წავის ქურქებს ფერებისა და სიგრძის მიხედვით ყიდულობდა. კაცი რატომღაც ფიქრობდა, რომ ლამაზ კარენს მხოლოდ მასთან სიახლოვე უნდოდა. თუმცა, თავისი სიმართლე ყველას აქვს. მისტერ ვიკლიკსმა გაუფორმებელი რევოლვერი შეიძინა და ავტომობილში საგულდაგულოდ დამალა. ახლა ხელსაყრელ მომენტს უნდა დალოდებოდა... ასეთი შემთხვევაც მიეცა... ჩიკაგოში ინვესტორებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დაგეგმილი, რომელსაც კარენიც უნდა დასწრებოდა. ვიკილიკსმა შეიძინა ორი ბილეთი, რომლებშიც თავისი და კარენის ვინაობა იყო მითითებული. მას ასეთი გეგმა ჰქონდა, მატარებელში კარენთან ერთად ჩაჯდებოდა და უახლოეს პატარა სადგურში შეუმჩნევლად ჩავიდოდა. ტაქსით სახლში დაბრუნდებოდა და მანქანას გააჩერებინებდა კარგა მოშორებით. ჯეინი ამ დროს ყოველთვის მარტო იყო. შევიდოდა, მოკლავდა, სახლს აურევდა და მატარებელს თვითმფრინავით დაეწეოდა. ჩიკაგოში თვითმფრინავი ერთი საათით ადრე ჩადიოდა. მატარებელს თავისუფლად მიუსწრებდა და კარენს შეუერთდებოდა. მატარებელი სადგურში ორ საათს მაინც ჩერდებოდა. ისაუზმებდნენ ვაგონ-რესტორანში და იქ ოფიციანტს რაღაცაზე აუხირდებოდა – ასპროცენტიანი ალიბი სახეზე იყო. გეგმა ისეთი მარტივად განსახორციელებელი ჩანდა, რომ ვიკილიკსმა სიხარულიც იგრძნო.
ჯეინი მართლაც მარტო იყო. სასტუმრო  ოთახი იჯდა და თავის სულელურ მოდების ჟურნალს ათვალიერებდა. ქმრის დანახვა გაუკვირდა. კაცმა უთხრა, რომ მატარებელზე დააგვინდა და მხოლოდ დილით აპირებდა ჩიკაგოში გადაფრენას. მერე შიმშილი მოიმიზეზა და ცოლი სამზარეულოში გაიხმო... ორი ტყვია ისე დაახალა შუბლში, რომ ხელიც კი არ აჰკანკალებია. ჯეინი იატაკზე დავარდა. ის სისხლში ცურავდა. კაცმა უკვე მკვდარს ხელები და ფეხები სკოჩით შეუკრა. მერე იარაღი გაწმინდა და იქვე დააგდო. დანარჩენ ნათითურებზე შეეძლო, არც ეფიქრა, ეს ხომ მისი სახლი იყო. ახლა ზედა სართულის ოთახების არევაღა რჩებოდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა... მაგრამ, მალე სახლში გამეფებული სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია. მისტერ ვიკილიკსს ლამის ძარღვებში სისხლი გაეყინა. ჯერ იფიქრა, არ გავაღებო, მაგრამ მერე შეეშინდა, იქნებ ვინმემ გასროლის ხმა გაიგონაო და კარი გააღო. ზღურბლზე ვიღაც ტიპი იდგა, იღლიაში ამოჩრილი სქელტანიანი წიგნით.
– მაპატიეთ, მისტერ, მე დიასახლისის ნახვა მინდოდა.
– დიასახლისი ავად არის და ვერ მიგიღებთ. მე ოჯახის ექიმი ვარ, რა გნებავთ?
– ჩვენი ენციკლოპედიის ახალი გამოცემა უნდა შემომეთავაზებინა. ძალიან საჭირო წიგნია...
– ვერ გაიგეთ, ექიმი ვარ და პაციენტთან მოვედი... კარგად ბრძანდებოდეთ! – აღშფოთებულმა ვიკილიკსმა კარი მიაჯახუნა. ასეთი მოულოდნელი, თუნდაც უწყინარი ვიზიტი არ მოეწონა. თითქოს ჯიბრზე, ახლა ტელეფონიც აწკრიალდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამ ტელეფონს ასეთი საზიზღარი ხმა ექნებოდა. ისე გამაყრუებლად რეკავდა, იძულებული გახდა ეპასუხა...
– ჯეინ? – გაიგონა ქალის ხმა და შეაჟრჟოლა.
– ჯეინი არ ვარ. მე მისი ფსიქოლოგი ვარ. ჯეინი ახლა ვერ გიპასუხებთ?
– ფსიქოლოგი? ჯეინს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ფსიქოლოგი ჰყავდა! მე მისი მეზობელი ვარ. ამ დროს, ჩვეულებრივ, ჩაის ვსვამთ ხოლმე ერთად მასთან, ან ჩემთან... დღეს ჩემთან უნდა გადმოსულიყო... ველოდები.
– ვერ გადმოვა, შეუძლოდ არის, – ლამის იყვირა ვიკილიქსმა და ყურმილი გამეტებით დაანარცხა აპარატს. ერთბაშად მიხვდა, რომ ცოლის შესახებ არაფერი იცოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რით იყო ჯეინი დაკავებული მთელი დღის განმავლობაში, როცა საყიდლებზე არ დადიოდა.
ტელეფონმა ისევ დარეკა:
– მისტერ, შესანიშნავი შეთავაზება მაქვს ბავშვიანი ოჯახებისთვის... – ხმა ამჯერად ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნოდა.
– მე არ მყავს ბავშვები... – ლამის იბღავლა ვიკილიკსმა... ყურმილის დადება ვერ მოასწრო, რომ ტელეფონმა ისევ დარეკა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. გააფთრებულმა კაცმა აპარატი მთლიანად მოგლიჯა და იატაკზე დაანარცხა. მერე აკანკალებული თითებით სიგარეტი ამოიღო, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხარბად გააბოლა. როგორმე თავი ხელში უნდა აეყვანა. თვითმფრინავის რეისამდე საათ-ნახევარი რჩებოდა. სასწრაფოდ უნდა ემოქმედა... როგორც კი კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრა და კომოდის უჯრების ამოტრიალება დაიწყო, კარზე დარეკეს... მისტერ ვიკილიკსმა კბილები ბრაზით გააღრჭიალა. კიბეზე შეშლილივით დაეშვა და კარს ეცა... ზღურბლზე სანდომიანი სახის და კოხტა ტანის ქალბატონი იდგა ახალგამომცხვარი ღვეზელით ხელში.
– მისტერ ვიკილიკს, ექიმმა დაგირეკათ? წეღან ველაპარაკე. ჯეინი შეუძლოდ ყოფილა... ჰოდა, ვიფიქრე, გადავალ, ჩაის მაინც მოვუმზადებ-მეთქი... ჰო, მართლა, თქვენი მეზობელი ვარ – მისის სტენლი. სად არის ჯეინი?
მისტერ ვიკილიკსი ისე დაიბნა, რომ ქალს სახლში შემოსვლაში ხელი ვეღარ შეუშალა... ხოლო, როცა მისის სტენლის შიშისგან გადარეული თვალები დაინახა, მიხვდა, რაც დააშავა – სამზარეულოს კარი გაღებული დარჩა და მეზობელი ახლა თავისივე სისხლის გუბეში მწოლიარე ჯეინს ხედავდა. მის სტენლის გამყინავმა კივილმა აგრძნობინა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მისმა  გენიალურმა გეგმამ კრახი განცადა და ახლა ელექტრონის სკამზე დაასრულებდა სიცოცხლეს. ბევრი აღარ უფიქრია, აკივლებული მეზობელი ხელის კვრით ჩამოიშორა გზიდან, სამზარეულოში შევარდა, იატაკიდან რევოლვერი აიღო და ტყვია საფეთქელში დაიხალა. თვითმკვლელობის მოტივი მას ნამდვილად ჰქონდა.

скачать dle 11.3