კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავგეგმოთ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების მომტანი მოვლენები კვირის დღეების მიხედვით

ასტროლოგიურად, კვირის თითოეულ დღეს თავისი ენერგია აქვს და შვიდივე დღეს საკუთარი, ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია. ასე რომ, თუ გეცოდინებათ, რომელი დღე როგორი ხასიათით გამოირჩევა, არ გაგიჭირდებათ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილებების თამამად მიღება. ეს თქვენს მომავალ წარმატებებზეც აისახება და ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების მომტანიც გახდება.
ორშაბათი დღე ფრთხილად უნდა განვლოთ. შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგსუკან კი სამარეს გითხრიან და მახეს გიგებენ.
სამშაბათი სურვილების ასრულების დღეა და, თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე ამისთვის იდეალურია. კარგია შოპინგი და საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზების მოწყობა. თუ ადამიანი მოგწონთ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და ის ნამდვილად არ დარჩება თქვენ მიმართ გულგრილი.
ოთხშაბათი სავსეა მოულოდნელობებით. თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, ნამდვილად არ წააგებთ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ ან პატიება სთხოვოთ დაშვებული შეცდომების გამო, ეს ყველაფერი სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.
ხუთშაბათი ძალიან სასიკეთოა სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის, რადგან ადვილად შეძლებთ სასურველ ადამიანთან საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის დასტაბილურებას. თუ ამ დღეს რამე დაკარგეთ, ეს კარგის ნიშანია, რადგან ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება.
პარასკევი სიმყუდროვისა და ბედნიერების დღედ მოიაზრება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ კავშირსა და ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ ცხოვრებაში რჩეულთან ერთად. ამ დღეს ნებისმიერი საქმის დაწყება იღბლიანია.
შაბათი სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილებების დღეა. თუმცა, ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ვინც მშვიდად და მიზანმიმართულად მოქმედებს, შაბათი მისი დღეა. ამ დღეს არ ვარგა საყვარელ ადამიანთან კამათი, რადგან ამით, შესაძლოა, ის სამუდამოდ დაკარგოთ.
კვირა სიყვარულისა და ღალატის დღედ მიიჩნევა. იყავით ფრთხილად; დაკვირვებითა და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. იყავით მზად ნებისმიერი თავდასხმისთვის და არ აჰყვეთ ემოციებს. გონებით იმოქმედეთ და არა გრძნობით და ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3