კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაიგდო ხელში საბჭოეთმა ბერიას წყალობით იაპონიის ოქროს მარაგის ნაწილი

სტალინური პოლიტბიუროს წევრები  სხვადასხვა ინტრიგაში გამობრძმედილი, ცბიერი, ეშმაკი ადამიანები იყვნენ და მათი გაბითურება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ლავრენტი ბერია კი მათშიაც გამორჩეული იყო, ორი თავით მაღლა იდგა თითოეულ მათგანზე და ისეთ საზრიანობასა და მოხერხებულობას იჩენდა ხოლმე საჭირო მომენტში, რაც იშვიათად თუ მოუვიდოდა ვინმეს თავში. ბორის აგაფონოვი წერს: „თავისი გონებრივი მონაცემებით, განათლებითა და ნიჭით, ლავრენტი ბერია არა მარტო კომუნისტური საბჭოეთის, არამედ საერთოდ თავისი ეპოქის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო. ბერიას მიერ დანერგილი ინოვაციები დღემდე მუშაობს. მან მრავალ ისეთ წამოწყებას მისცა ბიძგი, რამაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მოწინავე და უძლიერესი ქვეყნების რიგში ჩააყენა. მარტო ის რად ღირს, რომ თავისი უშუალო მონაწილეობით სწორედ ლავრენტი ბერიამ შექმნა ისეთი განტოტვილი, კონსპირირებული და ღრმად ინტელექტუალური სადაზვერვო-დივერსიული ქსელი მსოფლიოში, რომელიც დღემდე შიშის ზარს სცემს ძლიერი, მოწინავე ქვეყნების მთავრობებს. მსოფლიოში პირველად სწორედ ბერიას მოუვიდა აზრად, რომ საიდუმლო სპეცოპერაციით ბევრად უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ვიდრე მსხვილი სამხედრო კონფლიქტით. მან ადრევე დაინახა, რომ სწორედ ასეთ მოქმედებებს (საიდუმლო სპეცოპერაციებს) ჰქონდა დიდი მომავალი და მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. ამიტომ, ბერიას საიდუმლო ბრძანებით, „ენკავედეში“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ჩამოყალიბდა საიდუმლო სპეცოპერაციების განყოფილება, სადაც მრავალმხრივ შემოწმებულ, ჭკვიან, მამაც და პატრიოტ ადამიანებს იღებდნენ, ამზადებდნენ და იყენებდნენ. ყველა საბჭოთა პარტიზანული რაზმისა თუ შენაერთის უფროსი, საიდუმლო სპეცოპერაციების განყოფილების თანამშრომელი იყო და თითოეულ მათგანს ბერია ნიშნავდა. მანამდე კი კანდიდატს ერთი ერთზე ესაუბრებოდა, მკვეთრად ჩამოყალიბებულ ინსტრუქციას აძლევდა და გზას ულოცავდა.”
ცნობილი საბჭოთა მზვერავ-დივერსანტი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა (ჩანაწერი გაკეთებულია 1990 წელს):
„შეუძლებელი იყო, ბერიასთან გესაუბრა და მისი პიროვნებით არ მოხიბლულიყავი. მართალია, მას მრავალ სისაზიზღრეს მიაწერდნენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ტყუილია და მავანთა ჯგუფმა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საკუთარი დანაშაული დაეფარა... პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, უვიც და ჭკუათხელ ხრუშჩოვს ვგულისხმობ. ლავრენტი პავლეს ძემ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა და, დავალებას რომ გაძლევდა, ისე ზუსტად და მკაფიოდ ჩამოგიყალიბებდა ყველაფერს, კითხვა არ გიჩნდებოდა, მხოლოდ უნდა შეგესრულებინა. ჩვენ ვასრულებდით და დიდ წარმატებებსაც ვაღწევდით...“
 სუდოპლატოვის სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტალინმა ბერიაში აბსოლუტურად ზუსტად ამოიცნო „სახელმწიფოსთვის საჭირო კაცი“ და ის (ბერია) ერთ-ერთ ყველაზე რთულ, საპასუხისმგებლო და საშიშ  თანამდებობაზე – სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელად დანიშნა. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ბერია სტალინის ყველაზე „დიდი აღმოჩენა“ იყო, ენდობოდა, მისი დიდი იმედი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ანდობდა მას ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს. ასე მოხდა ეგრეთ წოდებული „იაპონური კამპანიის“ დროსაც...
საბჭოთა კავშირს, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ამ სამი ქვეყნის კოალიციურ არმიას იაპონიისთვის უნდა დაერტყა. ქალაქ ხარბინში სპეციალური კოალიციური შტაბი იყო შექმნილი, რომელიც მომავალი დიდი ოპერაციის გეგმაზე მუშაობდა. ამ შტაბში მხოლოდ სამხედროები, მათ შორის, საბჭოთა გენერლები და მარშლებიც იყვნენ გაერთიანებული. სტალინმა ბერია სპეციალურად მიავლინა იქ, რათა უშიშროების მარშალს (ბერიას) „თვალი სჭეროდა“ საბჭოეთის სახელოვან მხედარმთავრებზე, რომლებსაც საბჭოთა ბელადი უკვე თითქმის აღარ ენდობოდა, ყველაზე მეტად კი ის აშფოთებდა, რომ საბჭოთა მაღალჩინოსან სამხედროებს ძალიან გულთბილი დამოკიდებულება ჰქონდათ თავიანთ დასავლეთელ კოლეგებთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ სტალინის ნებართვით, მხოლოდ ბერიას განკარგულებაში იყო „ენკავედეს“ მოიერიშეთა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული დივიზია, რომელიც სპეციალურად გადმოისროლეს იაპონიის საზღვრებთან და მას ბერიას ნდობით აღჭურვილი პირი და პირადი მეგობარი, პოლკოვნიკი დანიელ ქაჯაია მეთაურობდა.
„თუკი შეატყობ, რომ ესქტრემალური სიტუაცია შეიქმნა, ჩვენი მხედართმთავრები ინგლისელებისა და ამერიკელების გავლენისა და წნეხის ქვეშ მოექცნენ, სიტუაციიდან გამომდინარე, შენი შეხედულებისამებრ იმოქმედე და, შეგიძლია, შენდამი დაქვემდებარებული სამხედრო ძალაც გამოიყენო...” – ასე დამოძღვრა სტალინმა ბერია ხარბინში გამგზავრების წინ...
ხარბინის კოალიციურ შტაბში ჩასულ ბერიას მაშინვე თვალში ეცა, რომ იქ ინგლისელები და ამერიკელები დომინირებდნენ, საბჭოთა გენერლები კი თითქმის ყველაფერში ეთანხმებოდნენ მათ. ანუ, საბჭოელებს აბითურებდნენ და, ფაქტობრივად, ხახამშრალებს ტოვებდნენ. ასე გამოდიოდა ერთ-ერთი პირველი მსხვილი ოპერაციის დაგეგმვის დროს. მის მიხედვით, ინგლისურ-ამერიკული ძალები პირველები შედიოდნენ ქალაქში, სადაც იაპონიის ოქროს მარაგის მეოთხედი ინახებოდა, საბჭოელები კი მხოლოდ პერიმეტრზე უნდა განლაგებულიყვნენ... ეშმაკმა ბერიამ, დანარჩენი საბჭოთა გენერლებისგან განსხვავებით, კარგად იცოდა, რომ მათ სამიზნე ქალაქში დიდძალი ოქრო იყო, რომ ამ ოქროს ინგლისელები და ამერიკელები გაზიდავდნენ და ამიტომ უნდოდათ, რომ ქალაქში პირველები თვითონ შესულიყვნენ. ლავრენტი პავლოვიჩმა ერთი ეშმაკობა მოიფიქრა: მან ამერიკელ რადისტს დანიელ ქაჯაიასთან ეს ფრაზა გადააცემინა: „კაბეტ ბაბაქ ზოჯუა, ბჟა იმავეი ქივანას ბჟაშ იულა ბორჯის ქიგიაშკვითია“. ეს მეგრული სიტყვები კი ასე ითარგმნება: „დიდმა მამამ (სტალინმა) თქვა, მზის ამომავალ ქვეყანას მზის ამოსვლისას დაატყდით თავსო.” მეგრელი დანიელ ქაჯაია უმალვე ჩასწვდა ამ ფრაზის შინაარსს და გამთენიისას ქალაქზე იერიში მიიტანა, აიღო ის და ოქროს მარაგიც არ გაუშვია ხელიდან, ხოლო ხახამშრალები ინგლისელები და ამერიკელები დარჩნენ, ეს ყველაფერი კი ბერიას საზრიანობის შედეგი იყო...
მოსკოვში დაბრუნებული ბერია სტალინმა შეაქო და, როდესაც ამ ისტორიას გაეცნო, გულიანადაც იხალისა. ზოგიერთი საბჭოთა შტაბის გენერალი კი იმავე ბერიამ დააპატიმრა სტალინის ბრძანებით – „სიბრიყვისთვის“.

скачать dle 11.3