კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადავანაწილოთ სწორად ორგანიზმისთვის საჭირო პროდუქტები


ჯანმრთელობისა და ლამაზი გარეგნობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, სწორად იკვებოთ. უპირატესობა ყოველთვის მიანიჭეთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს. იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს.
ნებისმიერი სახეობის საკვები განსაკუთრებულ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებზეც დამოკიდებულია კანის, თმის, ფრჩხილისა და საერთოდ, ორგანიზმის მდგომარეობა.
მცენარეული ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით  და სწორედ ეს ნივთიერებები აგებს პასუხს კანის თვითდატენიანებაზე, ძირითადად, წამყვან როლს ასრულებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში.
სასარგებლო მჟავებით მდიდარია თევზი. იმისთვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი კანი, თმა და ფრჩხილები ყოველდღიურად ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 200 გრამი თევზი უნდა მიირთვათ.
კეფირი შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს. ბიფიდობაქტერიები ორგანიზმს იმუნური სისტემის აღდგენაში ეხმარება. ლაქტობაქტერიები კი, პასუხს აგებს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეთვისებაზე. თუ ორგანიზმს ეს ბაქტერიები აკლია, ვიტამინები სრულად არ შეითვისება. ეს კი, უპირველესად, კანზე აისახება. ორგანიზმისთვის ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ნორმალური მიწოდებისთვის აუცილებელია, დღეში ერთი ან ორი ჭიქა კეფირის დალევა.
მხოლოდ ხორცეულს შეუძლია, ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო რაოდენობით ცხოველური ცილა. ცილის ნაკლებობის შემთხვევაში, კანი გაცილებით მომჩვარულია და ნაოჭდება. ელასტიკურობისა და სიგლუვის დასაბრუნებლად, დღეში 100-200 გრამი ხორცია საჭირო, განსაკუთრებით კი, 35 წლის ასაკის ზემოთ, როცა კანის უჯრედებში კოლაგენის გამომუშავება მცირდება.
თუ მშრალი და ალერგიისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, მიირთვით სტაფილო. ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და უჯრედისს, რაც ხელს უწყობს კანის გამოჯანმრთელებას, ასწორებს მის სტრუქტურას. სასურველია, დღეში ერთი ცალი სტაფილო გახეხოთ და ისე მიირთვათ.
თხილეულში ბევრი თუთიაა. მისი ნაკლებობა იწვევს ფრჩხილებზე თეთრი ლაქების, ნაპრალების გაჩენას და შრეებად დაყოფას. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დღეში ნახევარი ჭიქა ნუში მიირთვათ. თუთია დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ძვლის სტრუქტურაზე, არამედ, ნივთიერებათა ცვლაზეც. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ის აწესრიგებს ნახშირწყლების, მარილებისა და წყალმარილების ცვლას ორგანიზმში. საკმარისია, ადამიანმა დღეში ორი ბანანი მიირთვას და ყველა ამ პროცესს ადვილად დაარეგულირებს.
ასევე, სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ვინც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.
ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე სუპებიც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან, სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.
კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ. ლანჩზე, შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.
სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მიირთვათ, ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.
ასევე, აუცილებლად,  ბევრი იმოძრავეთ. ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ.

თუ მეხსიერება ხშირად გღალატობთ...
თუ ხვდებით, რომ ხშირად გონებაში „ჩავარდნა“ გაქვთ და რაღაც-რაღაცეები გავიწყდებათ, მაშინ აუცილებელია, გაიძლიეროთ მეხსიერების ხარისხი სამკურნალო ბალახების ნაყენებით.
მეხსიერების გასაუმჯობესებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო ბალახებს, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ:
* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს შეურიეთ 1 სადილის კოვზი პიტნა, თირკმლის ჩაი და არყის ხის ფოთლები, ასევე, თითო სადილის კოვზი ორავანდის ფესვები და გახეხილი სტაფილო. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით წყლის ორთქლზე. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი ოდენობის მისაღებად. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
* თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს დაქუცმაცებული ნეგო, კრაზანა, გვირილა და არყის ხის კვირტები. ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და თავი დაახურეთ. 4 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გაწურეთ. საღამოს დალიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლით გაზავებული 1 ჭიქა თბილი ნაყენი. დილით შეათბეთ დარჩენილი 1 ჩაის ჭიქა ნაყენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ უზმოზე. ერთი საათის შემდეგ კი შეგიძლიათ, ისაუზმოთ.

როგორ ვუმკურნალოთ დამწვრობას, ეგზემასა და სოკოვან დაავადებებს ხალხური მედიცინით
სოკოვანი დაავადება საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია. თუ სოკო ფეხის თითებზე გაჩნდა, გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანა, წყალში კი ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა და მარილი. როგორც კი ფეხებს წყალში ჩადგამთ, მაშინვე იგრძნობთ შველას. სოკოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, კარგია კაკლის ფოთლების ნახარში, კერძოდ, 1 მუჭა კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. როცა წყალი გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანები. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ, საღამოს. შემდეგ კი ფეხები არ შეიმშრალოთ.
ეგზემაც, სოკოს მსგავსად, ცუდი დაავადებაა. ამ დროს კარგია კვერცხით მკურნალობა: მოხარშეთ 10 ცალი კვერცხი, მოაცილეთ გული, დააწყვეთ ტაფაზე, დადგით ნელ ცეცხლზე და თან ხის კოვზით ნაზად სრისეთ. რომ გაშავდება და სითხეს გამოყოფს, ეს სითხე გადმოწურეთ და წაისვით დაავადებულ ადგილას.
კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი დაიზილეთ მარილიან წყალში დასველებული ტილოთი. ასე ქავილი შეწყდება და შვებას იგრძნობთ.
გულყვითელას ყვავილს უნიკალური სამედიცინო და სამკურნალო თვისებები აქვს.  მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ჭრილობების შემახორცებელი, სპაზმოლიზური, სედატიური და ნაღველმდენი თვისებები. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. ნაყენს გამოხატული ბაქტერიოლოგიური თვისებები აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მის მიმართ სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ის სწრაფად აქრობს ანთებით პროცესს, აჩქარებს ქსოვილის გრანულაციასა და ეპითელიზაციას, ააქტიურებს ადგილობრივ დამცავ მექანიზმს. გულყვითელას ნაყენი და ახალგამოწურული წვენი ეფექტურია დღეში ორჯერ საფენებისა და აბაზანების სახით, ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, ფურუნკულების, პიოდერმიების დროს. გულყვითელა ასევე ანალოგიურად მოქმედებს ლორწოვან გარსზეც. პირის ღრუში მისი გამოვლება დღეში სამჯერ ეფექტურია სტომატიტის, პარადონტოზისა და გინგივიტის დროს. ის ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს; ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, აღადგენს კაპილარების რეზისტენტობას და აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.

როგორ ამოვიცნოთ „ჭინჭრის ციება“ და ვუმკურნალოთ მას
კანზე ჭინჭრით დასუსხულ გამონაყართან მსგავსების გამო, ამ დაავადებას „ჭინჭრის ციება“ უწოდეს. მას ახასიათებს კანის გაწითლება და შემაწუხებელი ქავილი. ჭინჭრის ციების მიზეზის დიაგნოსტირებაც და მკურნალობაც ძალიან რთულია. მას იწვევს ორგანიზმში ესა თუ ის დარღვევა, ხშირად კი ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ საჭმელზე, საგნებზე და ასე შემდეგ.
ალერგიას იწვევს საკვებ პროდუქტებზე დამატებული საღებავები, კონსერვანტები და არომატიზატორები; წამლები; საკვები პროდუქტები; ქრონიკული ინფექციები; სტრესები; კოსმეტიკური საშუალებები და ასე შემდეგ.
ჭინჭრის ციების პირველივე ნიშნების დროს რეკომენდებულია:
* უარი თქვათ იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღების შემდეგ ტანზე გამონაყარი გიჩნდებათ;
* არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და შხაპი, რადგან ამ დროს ძლიერდება ქავილი;
* ჭინჭრის ციებისა და ქავილის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ანტიჰისტამინური წამლები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არ მიიღოთ ეს წამლები ავტომანქანის მართვისას, რადგან ყურადღების მოდუნებას იწვევს;
* ქავილის შესამსუბუქებლად კანზე წაისვით გულყვითელას ან მენთოლის ერთპროცენტიანი ხსნარი;
* ყურადღება მიაქციეთ, რადგან შეიძლება, გამონაყარის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაა.
* „ჭინჭრის ციება“ შესაძლოა სტრესმა გამოიწვიოს. ამ დროს, მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი – შეურიეთ ერთმანეთს, აფთიაქში ნაყიდი თითო წილი კატაბალახა, პიტნა, გვირილა, კვლიავი, კამის თესლი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი ნაყენი, დღეში სამჯერ.

ვისთვის არის აუცილებელი ყოველდღიურად შავი ჩაის დალევა
ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. ასევე,  მის შემადგენლობაში შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ამაგრებს ღრძილებს. ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია, ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორებიცაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.
შავი ჩაი აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ამით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ, ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი.
ასევე, ჩაი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს, კერძოდ:
*  ჩაი საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;
* ამცირებს გულის შეტევის ალბათობას, ელასტიკურობას ჰმატებს არტერიებს და წმენდს  ეგრეთ წოდებული ქოლესტერინული ფოლაქებისგან;
* ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს. ასევე, საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;
* ჩაი ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. ის წყურვილსაც კლავს და, ამავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.

скачать dle 11.3