კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიეტევება თუ არა ადამიანს დაკლული ცხოველის სისხლით ცოდვები და რა ცრუ სწავლებები უკავშირდება აღდგომას და მაისს

აღდგომის მომდევნო შვიდი დღე არის ბრწყინვალე შვიდეული, ხოლო კვირა ერთადერთი დღეა, რომელსაც ეწოდება აღდგომის თანასწორი დღე, იგივე კვირაცხოვლობა – თომას კვირა, რომელიც იმავე სიხარულითა და თანასწორი ზეიმით უნდა აღნიშნონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ყველა ბრწყინვალე მოვლენას ანგელოზები აუწყებენ ადამიანს, მაგრამ არც ანგელოზებმა და არც ადამიანებმა არ იციან ბოლომდე ამ სიხარულის შესახებ, რომ ეს სიხარული ღვთაებრივი, ზეციური, გონებით მიუწვდომელია. მარხვის მძიმე დღეებში ადამიანი მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ბრწყინვალე დღეებში კი – ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს, ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ადამიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც 47 დღის განმავლობაში მიიღო. რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერვე უნდა ავდგეთ, დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში. კვირაცხოვლობა დღეს ქრისტიანებს ეკლესიაში არტოსი ურიგდებათ,  რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ, როდესაც მოციქულები მაცხოვრის ამაღლების შემდეგ აზიარებდნენ ხალხს და სხდებოდნენ ტრაპეზზე, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ. იქ დებდნენ პურს და ამბობდნენ: ეს არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ, არტოსი არის წმიდა პური, სიმბოლო იესო ქრისტესი, იკურთხება აღდგომა დღეს, ერთი კვირის განმავლობაში არის დაბრძანებული ტაძარში და თომას კვირის წინა შაბათს ურიგდებათ მორწმუნეებს. მათ ის აქვთ მთელი წლის განმავლობაში და სნეულებაში, განსაცდელში იხმევენ. აქაც საჭიროა ჩვენი სარწმუნოება, რწმენა – ზოგს ბევრი პური მიაქვს და უობდება. პური იქნება თუ სანთელი, რწმენით უნდა მივიტანოთ სახლში და რწმენით გამოვიყენოთ.
– დღეს, ადამიანების მეტყველებაში დამკვიდრებულია ტერმინი – „ურწმუნო თომა”. არადა თომა ნამდვილად არ იყო ურწმუნო.
– თომას იგივე აწუხებდა და უფლის სხვა მოციქულებსაც, იგივე აწუხებთ თანამედროვე ქრისტიანებს. ვინმემ რომ იკითხოს – მამაო, ვერ გამიგია, როგორ აღდგა ქრისტეო, შეიძლება, განკითხვაში ჩავვარდეთ და მასზე შთაბეჭდილება შეგვეცვალოს. მაგრამ, ეს არ იქნება სწორი. ადამიანის გონება უნდა იყოს მეცნიერი, გამომძიებელი უნდა იყოს საღვთო ეჭვებში. არ შეიძლება, ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც, ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან. შეეხო თუ არა მას თომა, ეს არ ვიცით, მაგრამ უფალი, ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამისი მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. როდესაც თომა დარწმუნდა, რომ ქრისტე მართლა აღდგა, მაცხოვარი მას უკვე ასეთ სიტყვებს ეუბნება: „შენ მიხილე და გწამს, რომ ვარ აღდგომილი ღმერთი, მაგრამ არის ხალხი (ჩვენზე და იმ ხალხზეა საუბარი, ვისაც არ უხილავს ქრისტე), ვისაც არ უხილავს ჩემი თავი, მაგრამ სწამს. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. პირველი საუკუნიდანვე მრავალი ცრუ, მწვალებლური სექტა გაჩნდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტე მოვიდა სულიერად, ხილვით, მოჩვენებით და არავითარი ჯვარცმა არ დაუთმენია. ამიტომაც არის საჭირო, რომ ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. მარტო სულის აღდგომა არ ყოფილა, იმიტომ, რომ, მაცხოვარს სულიერი აღდგომა არ სჭირდებოდა. ის არის ერთარსება, სამპიროვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასი. ის ადამიანური ბუნებით, ხორციელად ეცვა ჯვარს, აღადგინა დაცემული ბუნება ადამიანისა. თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. დღესაც, ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ერიდებათ, რომ ჰკითხონ სულიერ ძმას, დას, მას, ვინც შედარებით განსწავლულია ან მოძღვართან თქვან აღსარებაში. ადამიანი რწმენაში, სიყვარულსა და ცოდნაში მარადიულად განისწავლება. სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. განსწავლა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი მაგალითი თომა მოციქულია და მისი თამამი, გულწრფელი აღიარება იმისა, რომ ვერ იგებს, მაცხოვარი მართლა აღდგა თუ არა. კვირაცხოვლობის კვირიაკე – ეს არის ადამიანის გონების ამაღლება, ადამიანის მეცნიერული აზროვნება, ეჭვის განქარვება.
– ერთი ყველაზე გავრცელებული წარმართული ტრადიციაა აღდგომის დღესასწაულზე და მის შემდგომ დღეებში საკლავის დაკვლა. ცხოველების, ფრინველების ეკლესიაში მიყვანა, შემოტარება, რასაც ხშირად ღრეობა მოჰყვება ხოლმე.
– არანაირ კავშირში არ არის ცხვრის დაკვლა აღდგომასთან. აღდგომას ცხვრის დაკვლა ძველი ებრაული წესი იყო – ეს იყო საპასექო ბატკანი, რომელიც ითვლებოდა ებრაელი ერის მონობიდან გამოყვანის სიმბოლოდ. ჩვენთვის კი „დაიკლა“ ქრისტე, ანუ, ჩვენი საპასექო ბატკანი არის იესო ქრისტე. თუ ვინმეს უნდა აღდგომას ან სხვა დღესასწაულზე ცხვარი დაკლას იმისთვის, რომ მიირთვას, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ყველაფერს თავისი წესი აქვს. არ უნდა შეგვეშალოს, რომ ქრისტეს დაღვრილი სისხლის შემდეგ, არ უნდა დავღვაროთ არანაირი ცხოველის სისხლი იმ იმედით, რომ ამით რაღაც ცოდვა მოგვეტევება. ეკლესია ცხოველის დაკვლას არ გიკრძალავთ, უბრალოდ, პირუტყვის დაკვლას რომელიმე დღესასწაულს ნუ დავუკავშირებთ.  თანამედროვე კაცობრიობის ცნობიერებაში მრავალმა ცრუ სწავლებამ და აზროვნებამ მოიკიდა ფეხი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მაისში ჯვრისწერის აკრძალვა. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი შეწუხებული მოდის ეკლესიაში და აცხადებს, ჯვრისწერას ვაპირებ და, არ მინდა, ეს მაინცდამაინც მაისში მოხდესო. ჯვრისწერის საიდუმლოების აღსრულება არ შეიძლება მხოლოდ მარხვის პერიოდში. როდესაც ეკლესია იდღესასწაულებს სხვადასხვა დღესასწულებს, აღასრულებს მარხვას, შემდეგში უკვე ეკლესიის განჩინებით, შესაძლებელია ჯვრისწერის, ანუ, იგივე ქორწინების საიდუმლოს აღსრულება. რაც შეეხება ცრურწმენას, თუ რატომ არ შეიძლება მაისში ჯვრისწერა, ეს მოდის ერთ-ერთი რუსული ანდაზიდან, რომელიც ქართულად ასე გამოითქმის: „ვინც მაისში  დაქორწინდება, მთელ ცხოვრებას ურვასა და მწუხარებაში გაატარებს“. ეს არასწორი და მიუღებელია, ამას კი იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ გვეცოდინება, რა არის ქორწინების, ჯვრისწერის საიდუმლო. თუ ადამიანი ასეთი ცრუ აზროვნებით შექმნის ოჯახს, მაისის შეეშინდება და არა მოუწესრიგებლობისა და უსიყვარულობის, ბუნებრივია, მისი ცხოვრება თავიდანვე არასწორად წარიმართება და ასეთი ცრურწმენებით, მოქმედებებით  იქნება სავსე. ამიტომ, რომ დავამხოთ ეს ცრუსწავლება, სასურველია, კიდევ ერთხელ კარგად გადავავლოთ თვალი საეკლესიო სწავლებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა ჯვრისწერის საიდუმლოში მონაწილეობის წინ, რასაც კარგად გვასწავლიან მოციქულები, განსაკუთრებით კი, საინტერესოა პავლე მოციქულის შეგონებები.

скачать dle 11.3