კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ პეტროსიანს და რატომ მიიღო მან უმაღლესი განათლება ერევანში

საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სამველ პეტროსიანი 1954 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ერევნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო და პროფესიით, ინჟინერ-მშენებელია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1976 წელს დაიწყო საპროექტო ბიუროში ინჟინერ-დამპროექტებლად, 1979-1981 წლებში იყო სოფელ კორხის კოლმეურნეობის კომკავშირის მდივანი; 1984-1991 წლებში – ახალქალაქის აღმასკომის ინსტრუქტორი; 1991-1992 წლებში – ახალქალაქის პრეფექტი, თუმცა 1992 წელს ახალქალაქის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1992-1994 წლებში თავისუფალი მეწარმეების პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა; 1994-1995 წლებში – ახალქალაქის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ. 1995 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა, სადაც 2012 წლამდე იმუშავა, თუმცა სამუშაო პოზიცია მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის (დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ სამველ პეტროსიანი, სანამ დეპუტატი გახდებოდა, იყო ახალქალაქის რაიონის პოლიციის უფროსი).
ბ-ნი პეტროსიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2007 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, სუმგაითში დაბადებული გალინა პეტროსიანი; დედა, ასთხიკ ანდრეასიანი და ორი შვილი – 1978 წელს დაბადებული ანდრანიკი და 1980 წელს დაბადებული გიორგი. იმხანად დეპუტატის დედის საკუთრება იყო ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი, შვილის, გიორგის, საკუთრება კი – საოფისე ფართი ახალქალაქში.
2006 წლის განმავლობაში სამველ პეტროსიანმა, როგორც ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსმა, 4 062 ლარი აიღო; ანდრანიკ პეტროსიანმა, როგორც ნინოწმინდის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, 2 828 ლარი; გიორგი პეტროსიანმა, როგორც ახალქალაქის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, 2 004 ლარი, ხოლო გალინა პეტროსიანმა, როგორც თსუ-ს ახალქალაქის ფილიალის ლაბორანტმა, 948 ლარი.
სამველ პეტროსიანის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, პარლამენტარის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მხოლოდ მეუღლე, გალინა პეტროსიანი.
რაც შეეხება მათ უძრავ ქონებას: სამველ პეტროსიანის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი ახალქალაქში (100 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი ახალქალაქში და იქვე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, გალინა პეტროსიანს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში (1 683 კვ.მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში სამველ პეტროსიანმა, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, 55 485 ლარი მიიღო, ხოლო გალინა პეტროსიანმა, როგორც ახალქალაქის უნივერსიტეტის საგნის სპეციალისტმა,  200 ლარი. 2014 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ დეპუტატის შვილი ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა (2013 წელს მისმა ანაზღაურებამ 29 988 ლარი შეადგინა) და მისი საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი ახალქალაქში, ასევე, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი. ამას გარდა, ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა „კამრი“ და სატვირთო „უაზი“.

скачать dle 11.3