კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადლობის მაგიერი

ანუ შენ რომ ჩემი ნეიტრალური პასპორტი არ აგიღიაო?

 რაკი ამ ჩვენს აფხაზეთს დამოუკიდებლად მხოლოდ ეს ჩვენი ოკუპანტი რფ აღიარებს, ცხადია, ჩვენებურ სეპარატისტებს ევროპისკენ გაჭრა უჭირთ. თუმცა მაინც ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ გამოფენაში, მაგრამ ამაოდ.
სულ ახლახანაც, აპრილის მიწურულს, ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში ჩვენებურ სეპარატისტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე თავიანთი სტენდი მოუწყვიათ, ოღონდ, დღის ბოლოს ადგილობრივ პოლიციას მათთვის ეს იდილია ჩაუშლია, ანუ აფხაზეთის სტენდი დაუკეტავს. როგორც აფხაზი დიპლომატები შენიშნავენ, ჩერნოგორიელები იძულებულნი გამხდარან მტარვალი საქართველოს საგარეო უწყების მოთხოვნითო.
მეტიც, სეპარატისტულმა საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა (მოგახსენებთ სიტყვასიტყვით): „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოს მსგავს ქმედებებს, მიმართულს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ. საქართველო უკვე მერამდენედ მიმართავს ნებისმიერ მეთოდს, რომ ხელი შეუშალოს აფხაზეთს, დაარეგულიროს კონტაქტი გარე სამყაროსთან. ასევე, უცნაურია ჩერნოგორიის მთავრობის პოზიცია, რომელიც ჯერ დათანხმდა, მონაწილეობა მიგვეღო, შემდეგ კი უხეში ფორმით მოითხოვა, დაგვეტოვებინა გამოფენა.“
ხოლო, რაკი გაოცებულები არიან, თუ რატომ უშლიან ხელს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის დარეგულირებაში, აპირებენ ჩერნოგორიას კისერი სამართლებრივად მოუგრიხონ, იმის პარალელურად, რომ თბილისს კვლავ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ.
ჩვენებურ სეპარატისტებს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ევროპულ კანონმდებლობაზე აქვთ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა, არამედ, ადეკვატურობისგანაც ფრიად შორს იმყოფებიან, მაგრამ, ესეც რომ ვგერდზე გადავდოთ, თუ გავიხსენებთ, რომ მათთვის ევროპა გარყვნილების ბუდეა, წესით, მადლობის წერილი უნდა აფრინონ თბილისში, რაკი ხელს უშლის გარყვნილების მორევში მათ ჩათრევას. –

скачать dle 11.3