კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოგრაფიული გასაჭირი

არჩევნებზე – ზეციურ საქართველოსთან ერთად?!

 მართალია, წინასწარი მონაცემები ვიცოდით, მაგრამ, როგორც იქნა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებსაც გავეცანით და ფრიად სავალალოსაც.
რაც მთავარია, გამართლდა ქართველი დემოგრაფების მტკიცება, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა, საშუალოდ, 500 000-700 000-ითაა ნაკლები  საქსტატის მიერ გამოცხადებულზე (ეს მათ თავიანთი დემოგრაფიული ხრიკებით დაადგინეს).
კერძოდ, აღმოჩნდა, ამ ჩვენი ბედკრული ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 3 713 804 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2002 წლის საყოველთაო აღწერიდან 2014 წლის საყოველთაო აღწერამდე პერიოდში, არც მეტი, არც ნაკლები, 15 პროცენტით შევმცირებულვართ.
მაგრამ, რაც ყველაზე სავალალოა: ნულიდან 14 წლამდე მოსახლეობის რიცხოვნობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 18,6 პროცენტია (ანუ 700 000-ც არ გვყავს), ხოლო სოფლის მოსახლეობა, წინა აღწერასთან შედარებით, 23,7 პროცენტით შემცირებულა, იმას გარდა, რომ ქალაქად გაცილებით მეტი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად.
თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც შემდეგია: მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონ 714 ათასამდეა, ყველა არჩევნებზე ამომრჩევლის რაოდენობა სამ-ნახევარი მილიონის ფარგლებში იყო (სულ ბოლოს საარჩევნო სიები ბ-ნმა კაციტაძემ გადაითვალა).
აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, დადასტურდა მოარული ხმების საფუძვლიანობა, რომ ქართულ არჩევნებში ჩვენი თანამემამულეები იმქვეყნიური საქართველოდანაც იღებდნენ მონაწილეობას, ვინაიდან მარტო ამქვეყნად მყოფნი ამდენს ვერ მოვახერხებდით. –

скачать dle 11.3