კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისში „მის სკოლა 2016“ გამოვლინდა


21 აპრილს „დიდუბე პლაზაში“ სამოდელო სააგენტო New Look Models-ის ორგანიზატორობით, რომლის ხელმძღვანელია მადონა ძაგოევა, ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის სკოლა 2016“. სააგენტო და მისი ხელმძღვანელი, მადონა ძაგოევა, უკვე 4 წელია, ამ კონკურსს ატარებენ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდა. წელს ღონისძიების ჟიურის წევრები იყვნენ: სამოდელო სააგენტო New Look Models-ის პიარ-მენეჯერი სოფიო ვაზაგოვა, თამარ ვაშალომიძე, დიზაინერი ანა კუპრავიშვილი, ქეთი ხატიაშვილი, დიზაინერი ანანო ნადარეიშვილი და „ელკა ნაილს ქლაბის“ პიარ-მენეჯერი – აკო.
სოფი ლორია (ჟურნალისტი და ღონისძიების წამყვანი): მოხარული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ტიპის სილამაზის კონკურსები ტარდება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა თაობას თვითრეალიზების საშუალებას აძლევს და თავდაჯერებულობას ჰმატებს – ეს თვისებები მათ მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. რაც მთავარია, საღამომ მხიარულად და ენერგიულად ჩაიარა და, როგორც მონაწილეები, ასევე ჟიურის წევრები და, მოწვეული სტუმრები, კმაყოფილები დარჩნენ. ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდების კატეგორიაში გაიმარჯვა 17 წლის სალი აბესაძემ, საშუალოების კატეგორიაში – 13 წლის სალომე ხარხელმა, ხოლო უმცროსებში: 12 წლის ხატია ბეწუკლიშვილმა.

скачать dle 11.3