კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იწყება ცოლ-ქმარს შორის გაუცხოება და რატომ გადაიქცევა ქმარი მეზობლად

მამაკაცები ფიქრობენ, რომ ქალის გულის მოგება შეუძლებელია; რომ ოჯახში ისინი მუდმივად უკმაყოფილონი არიან; რომ  ხშირად წუწუნებენ და ურთიერთობაში ისეთ პრობლემებს აჩენენ, რომლებსაც კაცები უკანმოუხედავად გაურბიან... ანუ, თუ კაცებს დავუჯერებთ, მათ კი უნდათ, რომ საყვარელ ქალთან მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონ, მაგრამ, სწორედ ეს ქალები არ აძლევენ ამის საშუალებას. თუმცა, რეალურად ასე არ არის. ქალებს არც ისე ბევრი რამ უნდათ – მხოლოდ ის, რომ კაცებს მათი ესმოდეთ...

 თინიკო (39 წლის): როცა ქმართან ერთად ერთ ჭერქვეშ დავიწყე ცხოვრება, მეგონა, ყველა წინააღმდეგობას დავძლევდი. ვფიქრობდი კიდეც, რა უნდა მოხდეს ჩვენ შორის ისეთი, რომ ვიჩხუბოთ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ასეთი გულუბრყვილობა იმიტომ დამემართა, რომ ასაკით პატარა ვიყავი: 30 წლის მე ვხდებოდი, 31-ის – ჩემი მომავალი მეუღლე. ამიტომ, ყველაფერი კარგად გვქონდა გაცნობიერებული. ვიცნობდით ერთმანეთს; გვეგონა, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, პატივს ვცემდით... მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ტყუილი გამოდგა.
– კონკრეტულად რაში მოტყუვდით?
– ქმარში. ეს ის კაცი არ არის, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს. ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ესაა და ძალიან მტკივა გული. თავიდანვე არ გამოგვივიდა ოჯახური თანაცხოვრება, არადა, სიყვარული ნამდვილად იყო ჩვენ შორის.
– კონკრეტულად რა მოხდა?
– იცით, სულ ვფიქრობ ამაზე. თითქმის ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ძალიან მინდოდა მის გვერდით ყოფნა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ერთ ჭერქვეშ ასე გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. შეიძლება, ჩემი ბრალიც არის, მაგრამ, მართლა ვერ ვხვდები, რა შეცდომა დავუშვი. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო.
– ამბობთ, რომ გიყვარდათ ერთმანეთი...
– დიახ, ძალიან... საშინელებაა, რომ ეს სიყვარული სადაც უკვალოდ გაქრა – თურმე, ასეთი რამეც ხდება. ისეთი ენთუზიაზმით შევუდექი ცოლის მოვალეობის შესრულებას, ისეთი ბედნიერი ვიყავი ჩვენი თანაცხოვრების პირველ ეტაპზე... მაგრამ, ყველანაირი სიხარული ჩამიკლა – ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ერთმანეთთან აღარაფერი გვაკავშირებდა, შვილიც კი... უბრალოდ, ერთ სახლში ვცხოვრობდით.
– რას უკავშირებთ თქვენ შორის დაწყებულ გაუცხოებას? არ ფიქრობთ, რომ ამას სერიოზული მიზეზი ჰქონდა?
– მიზეზებზე სულ ვფიქრობ, მაგრამ რეალურად მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს ვხედავ. ანუ, ვერ მივხვდი, რა შეიცვალა ერთბაშად და როდის. თითქოს მხოლოდ კარგის გაკეთება მინდოდა იმით, რომ ჩვეულებრივი ცოლი ვიყავი: ვუვლიდი ქმარს...შვილს... ისეთი ენთუზიაზმი მქონდა, მთების გადატრიალება შემეძლო. ერთს არ დავიწუწუნებდი,. ქმარს თვალებში შევციცინებდი და ამ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებდი, ყველანაირი ძალდატანების გარეშე.
– გინდოდათ, ქმარს დაენახა თქვენი თავგანწირვა?
– კარგი რა, დანახვას ვინ ჩივის, საერთოდ ფეხებზე დამიკიდა. მწყინდა და მტკიოდა ძალიან...
– ისე, „დანახვაში“ რას გულისხმობთ?
– მისი მხრიდან ყურადღების, სითბოს გამოჩენას; ბოლოს და ბოლოს, ჩემს შემჩნევას იცით, როგორი მტკივნეულია, როცა აღმოაჩენ, რომ ქმრის მაგივრად „მეზობელი” გყავს სახლში? უბრალოდ, ეს „მეზობელი“ ჩემთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და ეს განასხვავებდა ჩვეულებრივი მეზობლისგან, თორემ, სხვანაირად აღარაფერი გვაკავშირებდა. მთელი ჩემი არსება აღშფოთდა და აპროტესტებდა ჩემს მოთმინებას. არ მინდოდა ასეთი ცხოვრება და ვხვდებოდი, რომ ამას ვერ შევეგუებოდი. ყველა ცოლს უნდა, რომ სასურველი ქალი იყოს – ცოლობა ხომ ქალობის დაკარგვას, ქალობაზე უარის თქმას არ ნიშნავს... მიყვარდა ქმარი, მინდოდა მასთან სიახლოვე. შიგნიდან ვდუღდი და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჯერ ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა, არ ვიყავი საკუთარ სურვილებში ჩამოყალიბებული; მერე უცებ გონება გამეხსნა: მივხვდი, რა მინდოდა და რას ვითხოვდი ცხოვრებისგან – სითბოთი, სიყვარულით სავსე დღეებს, ვნებას, ემოციებს... დანაშაულად რატომ ჩამითვალა ეს ყველაფერი?
– დანაშაულად ვინ ჩაგითვალათ?
– ქმარმა. როგორც კი ხმამაღლა გავაჟღერე საკუთარი სურვილები, როგორც კი ვუთხარი, რომ სრულფასოვანი პარტნიორი მჭირდებოდა გვერდით და არა „მეზობელი,” სახელწოდებით – „ქმარი”, მაშინვე გამემიჯნა. კიდევ უფრო მეტად აგრესიული და გულგრილი გახდა ჩემ მიმართ. მეც ვეღარ გავუძელი. ჩემმა ნაცრისფერმა ყოფამ ძალიან გამამწარა. დღესასწაული მომენატრა. სითბო მინდოდა, სიყვარული, კაცისგან მხარი, რომელსაც მივეყრდნობოდი... ცოლქმრული მოვალეობის ერთი და იმავე გრაფიკით შესრულებამ ცხოვრება შემაძულა. ვაღიარებ, რომ უარესობისკენ შევიცვალე, ნერვებზე ვიყავი,  ხან ვის მივვარდებოდი, ხან – ვის...  ჩემი სიანჩხლე თავად არ მომწონდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემი ქმარი ძალიან მშვიდად, ირონიული ღიმილით ხვდებოდა ჩემს ნერვიულ აფეთქებებს. როცა ყვირილს ვიწყებდი, იცვამდა და სახლიდან მიდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, ისტერიკაშიც რომ ჩავვარდნილიყავი, ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა, თითქოს ეს ყველაფერი მას საერთოდ არ ეხებოდა...
– არ გიფიქრიათ, რომ საყვარელი ჰყავდა?
– ვიფიქრე, მაგრამ, ეს არ ჩამითვლია ჩვენი გაუცხოების მთავარ მიზეზად. მგონია, რომ მე და ჩემს ქმარს სიყვარული არ გვეყო, ურთიერთობები სწორად ვერ დავალაგეთ... ისე მიკვირს, ისევ ოჯახში რომ ცხოვრობს და არსად მიდის. მე მაწუხებს ჩვენი ურთიერთობა და ასეთი უღიმღამო ყოფა... ნუთუ ჩემი ქმრისთვის სულერთია?
– იქნებ კომპენსაციას სხვაგან იღებს?
– არ გამოვრიცხავ, ეგეც შესაძლებელია, მაგრამ, ჩემს პრობლემას ვერ უშველის ვერც ის, რომ, შეიძლება, არავინ ჰყავს. თუნდაც ჰყავდეს, ვაპატიებ. იმიტომ, რომ დიდი ხანია, აღარ მიყვარს.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემდგომი თანაცხოვრება?
– არ ვიცი, ვერანაირად ვერ წარმომიდგენია, დაბნეული ვარ. ხან მინდა, რომ საერთოდ წავიდეს და ამით დასრულდეს ყველაფერი, ხან კი სურვილი წამომივლის, კისერზე ჩამოვეკიდო და შევეხვეწო, არასოდეს მიმატოვოს... რა ვქნა, რა გავაკეთო, არ ვიცი.  თუ რაღაც არ მოვიმოქმედე, თავისით არაფერი შეიცვლება, მაგრამ, როგორი ცვლილებებისთვის ვარ მზად, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

скачать dle 11.3