კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნინი ონიანი მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი და ვისი თხოვნით დაინდო მან მოძალადე

მსახიობ ნინი ონიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ყველა ლამაზი და წარმატებული ქალის, მისი გამოჩენის დღიდან აქტუალურია. ბევრს ლაპარაკობენ მის კარიერაზე, გარეგნობაზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში სერიოზული განცხადება გააკეთა, მამაკაცის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, ამის შესახებ უფრო მეტი გაგვეგო. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ნეგატიური შემთხვევის მიუხედავად, ნინის ცხოვრებაში ძალიან პოზიტიური სიახლეა – მსახიობი შეყვარებულია.
– ბოლო პერიოდში, რამდენიმე, ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, კონკრეტულად რაზეა საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ აქამდე მსგავს რამეში მონაწილეობა  არ მიმიღია და მოუთმენლად ველოდები შედეგს. 
– პირად ცხოვრებაშიც თუ გაქვს სიახლეები?
– კი, სიახლეები პირადშიც არის (იცინის).
– შეყვარებული ხარ?
– (იცინის) მგონი, შეყვარებულიც ვარ.
– ვისზე, ვიცნობთ?
– ოო, მაგას ვერ ვიტყვი (იცინის). ეს ადამიანი ჩვენს სფეროში ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ზედაპირზე არ ჩანს. ერთმანეთი გადაღებაზე გავიცანით. გარკვეული მიზეზების გამო მასთან მომიწია შეხვედრა და ჩვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო.
– უამრავ თაყვანისმცემელს შორის, მან როგორ მოახერხა შენი ყურადღების მიქცევა?
– ჩემთვის ურთიერთობაში (მეგობართან თუ საყვარელ მამაკაცთან) მთავარია, მომცენ საშუალება, ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ. პარტნიორთან რაღაცეების თამაში არ უნდა მჭირდებოდეს, თავისუფლებას უნდა ვგრძნობდე. ქართველ მამაკაცებს მეტ-ნაკლებად აქვთ კომპლექსები – მით უმეტეს, ლამაზი და კიდევ უფრო მეტად, პოპულარული ლამაზი ქალის გვერდით, შიში უჩნდებათ, რომ ვიღაც მას წაართმევს, რომ მის რჩეულს ყველა ცნობს და გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. თან, უნდათ ასეთებთან ურთიერთობა და თან ეს ყველაფერი აკომპლექსებთ. საბედნიეროდ, ამ ადამიანისგან მსგავსი არაფერი მიგრძნია. მან მომცა თავისუფლება, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ვერ ვიტან, როცა ვინმე ჩარჩოებში მაქცევს. ეს ძალიან მთრგუნავს. რაც მთავარია, ის ჩემი მეგობარია, რომელსაც შემიძლია, ნებისმიერ დროს დავურეკო და ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრო. ვერ ვიტყვი, რომ ხელის მოსაწერად გავრბივართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აშკარად მეგობრობაზე მეტია.  პრანჭია ვარ, მაგრამ როცა ასეთი მიზეზი მაქვს, სულ ვცდილობ, ჩვეულებრივზე მეტად ქალური ვიყო. ძალიან მიყვარს მისთვის საჩუქრების გაკეთება. შეიძლება, ბანალური ვარ, მაგრამ ვალენტინობაც გამორჩეულად მიყვარს. სხვათა შორის, ვალენტინობას ძალიან სასაცილო ტრუსები ვაჩუქე, რომელიც საქართველოში არც იყიდება და ვერ აგიხსნი, როგორ გამიჭირდა მისი შოვნა. ზედ სპილოს ხორთუმი ეხატა და გავერთეთ (იცინის).
– თვითონაც ასეთივეა?
– უპიველესად, მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანისგან ყოველდღიურად უდიდესი ზრუნვა მოდის. საჩუქრები, რა თქმა უნდა, მაგარია, მაგრამ ჩემთვის მისი დამოკიდებულება უფრო ძვირფასია. ტელეფონი, საათი, ბეჭედი და ფეხსაცმელიც მან მაჩუქა, მაგრამ ეს ყველაფერი ნივთებია, რომელიც სასიამოვნოა, თუმცა, ამის იქით მისგან ბევრად უფრო მეტ რამეს ვიღებ, რასაც ძალიან ვაფასებ. 
– შენს შესახებ უამრავი ჭორი დადის. ლამის შენ დაგანგრევინეს გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი. ამაზე როგორ რეაგირებს?
– ისე, სიმართლე დღემდე არავინ იცის (იცინის). არაფერი, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე?! მან ჩემზე ყველაფერი იცის, რაც კი 26 წლის განმავლობაში გამიკეთებია. ვარდოსანიძიდან დაწყებული, დილით რომელ საათზე გავიღვიძე და პირი როდის დავიბანე, იმით დამთავრებული.  იმიტომ კი არა, რომ „აჩოტებს“ ვაბარებ, უბრალოდ, ასეთი ურთიერთობა გვაქვს – ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით.
– რა გეგმები გაქვთ, დაქორწინებასაც ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში?
– მთავარია, ადამიანთან კომფორტულად გრძნობდე თავს და მერე რა იქნება, დრო გვიჩვენებს. ერთ თვეში 27 წლის ვხდები და ჩემთვის არაერთხელ უთხოვიათ ცოლობა, მაგრამ ჩემი მიზანი გათხოვება არასდროს ყოფილა. პირიქით, მინდოდა, უპირველესად, კარიერა ამეწყო. არ მიმაჩნია, რომ თუ ქალი არ გათხოვდება, არიქა, უსაშველო სიტუაციაა. მაგრამ, არსებობს ასაკი, რომლის შემდეგაც გიჩნდება ოჯახის შექმნის სურვილი. საკმაოდ თავისუფალად ვიცხოვრე, ბევრი რამ ვნახე და ახლა, ალბათ, ჩემთანაც მოვიდა ეგ ასაკი. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია და ვნახოთ. 
– მინდა შენი სტატუსის შესახებ გკითხო, რომელშიც მამაკაცის მხრიდან შენ მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე წერდი. როგორ მოხდა ეს?
– ეს მამაკაცის მხრიდან ძალადობის პირველი ფაქტი იყო ჩემს ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, უკანასკნელიც. მთელ ჩემს სამეგობროსთან ერთად კლუბში ვიყავი. რაღაც მომენტში გარეთ გამოვედით, ნაცნობი ბიჭი შემხვდა და მას ვესაუბრებოდი. მასთან ერთად ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ბიჭიც იყო, რომელიც,  როგორც მივხვდი, ჩემი ნაცნობის ახლობელი გახლდათ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, გადაწყვიტა, რომ ჩემზე უნდა ეძალადა. რაღაცაზე ვლაპარაკობდი და როგორც შემდეგ გავარკვიე, ჩემი ნათქვამი არ მოსწონებია და ხელი მომიქნია. თურმე, უნდა მეფიქრა, მას რა მოეწონებოდა და რა არა, როცა მას საერთოდ არ ველაპარაკებოდი. კიდევ კარგი, რომ თავის არიდება მოვასწარი და არ მომხვედრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაშინვე საპატრულო პოლიციას მივაჭერი, რომელიც იქვე იდგა და ვუთხარი, რომ ის პიროვნება ჩემზე ძალადობდა და ამის მოწმეებიც არსებობდნენ. მათ მომენტალურად მოახდინეს რეაგირება, მაგრამ შემდეგ ჩვენმა საერთო ახლობელმა მეტანიები ჩამიტარა, მე მაპატიეო და... თან, მეც არ ვარ ინტრიგანი და დავინდე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი.
– ამის შემდეგ კონტაქტი გქონდათ?
– არა და ზუსტად ამან გამაგიჟა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ უნდა დამენდო. ბოლომდე რომ მივწოლოდი, ახლა იქ იქნებოდა, სადაც მისი ადგილია. თუ მისი ახლობელი მანამდე მემუდარებოდა, მერე საერთოდ აღარ გამოჩენილა, რამაც ძალიან გამაბრაზა. მიმაჩნია, რომ მადლობა მაინც უნდა ეთქვა. რას ჰქვია ქალს ურტყამ! ბოდიში, სად ვცხოვრობთ?! ყველა ქალს ვურჩევ, თუ მსგავსი რამ შეემთხვევათ, ჩემსავით არ მოიქცნენ და არ დაინდონ კაცი, რომელიც მათზე იძალადებს. 
– დადებითი ისტორიებიც გავიხსენოთ, პირველად როდის შეგიყვარდა?
– 12 წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. იმდენად მიყვარდა, სახეს ვიხოკავდი და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან ვერ ვეუბნებოდი (იცინის). თან, ისეთ ადამიანზე ვიყავი შეყვარებული, ვისაც დღეს მთელი საქართველო იცნობს (იცინის). მერე გავიგე, რომ ისიც ყოფილა ჩემზე შეყვარებული, მაგრამ თურმე ჩვენ შორის თავიდანვე მესამე – ჩემი მეზობელი ბიჭი იდგა. მან იცოდა, რომ მეც მიყვარდა და მასაც ვუყვარდი, მაგრამ მე მეუბნებოდა, რომ ის ვერ მიტანდა, მას კი ეუბნებოდა, რომ მე ვერ ვიტანდი – ასე მოაგვარა ყველაფერი (იცინის). წლების შემდეგ, ერთმანეთს რომ შევხვდით, მერე გავარკვიეთ, რომ მთელი ბავშვობა გვიყვარდა ერთმანეთი. თურმე, ერთხელ მოსულა კიდეც ჩემთან, მაგრამ კარზე დაკაკუნება ვერ გავბედეო. გავგიჟდი, ნეტა, დაგეკაკუნებინა, ორივეს გვეშველებოდა-მეთქი (იცინის). ასე დასრულდა ჩემი პირველი სიყვარული და რაც შეეხება პირველ შეყვარებულს, ის 14 წლისას მყავდა.

скачать dle 11.3