ზაალ სულაკაურის ანეკდოტები
გურული გარდაიცვალა და, საიქიოში მოხვედრილმა, სამოთხეში გამწესება მოითხოვა.
– კი ბატონო, მარა, ჯერ საიქიოს განაწესი უნდა შეასრულო.
დათანხმდა გურული. მოკლედ, დააბარინეს, დაათოხნინეს, გააწმენდინეს, დაარეცხინეს და დაახეხინეს ყველაფერი. ბოლოს, სიქაგაცლილს, სამოთხე განაღდებული რომ ეგონა, უთო მიაჩეჩეს ხელში. გურული აღშფოთდა:
– აი რაია? მე მოვკტი თუ გავთხოვდი?!
***
მიხოს ცოლი მოუკვდა. პანაშვიდია, ხალხი მოდის სამძიმრის სათქმელად. უცებ მიხო გაქრა და ვეღარ პოულობენ. ეძებენ, ეძებენ, ავლენ მეორე სართულზე, შევლენ ოთახში და რას ხედავენ: მიხოს დათრეული ჰყავს თავის ცოლისდა, ერთ ამბავშია.
– რას სჩადი მიხო, შე უნამუსო, გაგიჟდი? ჭკუა სად გაქვს? – გადაირივნენ ჭირისუფლები.
მიხო შემოუტრიალდა, ასლუკუნდა და უპასუხა:
– აბა ეხლა, ცოლის დამკარგავსა, ჭკუა მამეკითხება, ჯო?!
***
გურულების სუფრაზე შემოესწრებიან ქალაქელი სტუმრები, ერთ-ერთი მათგანი დიდღიპიანი კაცი იყო. თამადა მიმართავს ამ ღიპიანს:
– მოი, ძამა, აი ყანწი გამომართვი და დალიე!
– არა, ბატონო, ვერ დავლევ, დიეტაზე ვარ. იმხელა ღიპი დამედო, რომ საკუთარ სასქესო ორგანოს ვეღარ ვხედავ.
– მოი, ძამა, შენ ეს ყანწი დალიე და, მაგის ნახვა თუ გინდა, ჩემსას განახვებ, რა პრობლემაა!
მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები
გურული შესჩივის მეზობელს:
– იმფერი ზარმაცი მამალი მყავს, რომე, ალიონზე სხვისი მამლები რომ ყივიან, ჩემი თავს უქანდარებს.
***
იმერელი ქალი ეუბნება მეზობელს:
– ეჰ, ანიჩქა, ისე გლახათ ვარ, წელიც მტკივა, ღვიძლიც და ნაღვლის ბუშტიც არ მივარგა, თან ყველა საღამოს წნევები მაქ.
– კაი, კაი, გაჩერდი! ამ დილას არ იყო, კაი ახალგაზრდამ რო გადმეიარა შენგან?
– მაი ერთი არ მტკივა, შე ქალო და, შემაძახე ახლა, ხო!
***
მიხო ჩაფიქრებული ზის. მარო ეკითხება:
– რაზე ოცნებობ, მიხოვ?
– რაზე და... რომ მივცურავდე საკუთარი იახტითა.
– მერე, მე სადა ვარ?
– შენ იქვე, ზღვაში იხრჩობი.
***
გამოუცდელმა სტილისტმა შემთხვევით ორჯერ გაუსვა მაკრატელი კლიენტის ყურს და უხერხული მომენტის გასანეიტრალებლად იკითხა:
– თქვენ ადრეც იყავით ჩემთან?
– არა, ხელი მეორე სამამულო ომის დროს დავკარგე.
***
– ყველაფერი მქონდა: სახლი, მანქანა, ფული, ლამაზი ქალი, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ყველაფერი უცბად გაქრა, – უყვება ჭიჭიკია ძმაკაცს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ცოლმა გაიგო!
***
ორი მილიარდერი ხვდება ერთმანეთს:
– როგორ ხარ?
– რავი, ვარ, რა! ორი წლის წინ „ფორბსის” სიაში მე-13 ვიყავი, მერე – 25-ე, ახლა მე-7 ვარ.
– ვაა, რა მაგრად უწვალებიხარ ცხოვრებას!
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– მგონი, ტარაკანას ვემსგავსები.
– რატომ?
– მას მერე, რაც ქმარს იმის პირობა მივეცი, რომ წონაში დავიკლებდი, ღამით ჩუმად ვიპარები სამზარეულოში, ვჭამ სიბნელეში და, თუ ვინმემ სინათლე აანთო, პანიკაში ვვარდები.
***
კაცი ხტება მერვე სართულის ფანჯრიდან. მეზობელი ეძახის:
– შე ოხერო, რას აკეთებ? ცოლმა რქები დაგადგა, ფრთები კი არა!
***
ექიმი ეკითხება პაციენტს:
– სვამ?
– არა.
– ეწევი?
– არა.
– ტყუილად წვალობ, მაინც გიპოვი რამეს.