ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: მოკლე ჭკუის ადამიანები მგრძნობიარენი არიან უმნიშვნელო წყენაზე; დიდი გონების ადამიანები ყველაფერს ამჩნევენ და საწყენად არაფერს მიიჩნევენ.
შექსპირი: დაუპატიჟებელი სტუმრები, ხშირად, წასვლისას არიან სასიამოვნონი.
ბრანსტერი: მლიქვნელობაა, სხვას უთხრა ის, რასაც იგი უკვე ფიქრობს თავის თავზე.
ტოლსტოი: სიტყვა იგივე საქციელია.
მორლი: იმისთვის, რომ კარგი მოსაუბრე გახდე, ერთადერთი საშუალება არსებობს – უნდა იცოდე მოსმენა.
კაპიევი: იყავ პირველი, როცა უნდა უსმინო და, უკანასკნელი – როცა უნდა ილაპარაკო.
გოეთე: ვინც უცხო ენები არ იცის, მან საკუთარი ენის შესახებაც არაფერი იცის.
ლაბრიუერი: გაიძვერას ყველა გაიძვერა ჰგონია. მართალია, თვითონ ნაკლებად ტყუვდება, მაგრამ დიდი ხნით ვერც სხვას ატყუებს.
ბოკაჩო: ადამიანთა მახინჯი გარეგნობის ქვეშ ბუნებას საოცარი ნიჭიერება აქვს დაფარული.
ლაიბნიცი: შური არის მოუსვენრობა სულისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის სასურველ სიკეთეს ის ფლობს, ვისაც არ მივიჩნევთ ამის ღირსად.
ვოლტერი: ძალაუფლება ნამდვილად ძალაა, მაგრამ, ხალხის თავს მოხვეული უფლებით.
შპენგლერი: ერთნაირად მიუღებელია, თვითონ ჩაიდენ ბოროტებას თუ სხვას დართავ ნებას, ჩაიდინოს ის.
აინშტაინი: ზოგჯერ ყველაზე მეტს იმაში იხდიან, რასაც უფასოდ იღებენ.
ოთარ ჭილაძე: სიმდიდრემ გააწუწკა და შიშმა გაამკაცრა.
გოგოლი: პირველ ყოვლისა, საკუთარ თავზე იზრუნე – გაიწმინდე სულიერად; ამის შემდეგ იფიქრე იმაზე, რომ სხვებიც გახდნენ უფრო სუფთები.
პუბლიციუსი: საკუთარ თავზე გამარჯვება დიდებული გამარჯვებაა.
კონფუცი: ღირსეულთან შეხვედრისას იფიქრე იმაზე, რომ შეედარო მას; უღირსთან შეხვედრისას კი გამოიკვლიე შენი თავი – შენშიც ხომ არ არის ის, რაც მასშია.
კლუჩევსკი: ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჭკუა არ გააჩნიათ, მაგრამ სხვისი ჭკუის შეფასება შეუძლიათ, ხშირად ჭკვიანებზე უფრო ჭკვიანურად იქცევიან.
მირო: არმია მწყობრში დგება დასანგრევად.
ჰაიდეგერი: ყველაფრის სათავე მისი არსის წარმომავლობაშია.
ვოვენარგი: ჩვეულებრივი ქალი უფრო პატივმოყვარეა, ვიდრე – ტემპერამენტიანი და, უფრო ტემპერამენტიანი, ვიდრე – სათნო.