ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ პროქტოლოგიური სამსახური – განსაკუთრებული სერვისი პაციენტებისთვის
თანამედროვე ცხოვრების პირობები, სტრესი, სამუშაო გარემო, მოუწესრიგებელი კუჭის მოქმედება, კუჭის მოქმედების რიტმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები – ნებისმიერი პროქტოლოგიური დაავადების განვითარების წინაპირობაა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ გეგმური ვიზიტი პროქტოლოგთან. სად შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ამ შემთხვევაში და რომელ კლინიკაში შემოგთავაზებენ ეფექტურ მომსახურებას?
სულ ახლახან ჩიჩუების სამედიცინო კლინიკა „მზერა“ მრავალპროფილიანი გახდა – დაემატა ქირურგიული დისციპლინა და კლინიკური ლაბორატორიები, მათ შორის, პროქტოლოგიური განყოფილება.
ჩიჩუების კლინიკა „მზერაში“ პროქტოლოგიური განყოფილება შეიქმნა 2014 წელს, რის შემდეგაც მისი ძირითადი მიმართულება იყო: მცირე ინვაზიური ჩარევები, მინიმალური ქირურგიული კორექციით მაქსიმალური შედეგის მიღება; ასევე, პაციენტის სტაციონარში დაყოვნების მინიმალური დრო, სწრაფი რეაბილიტაცია ყოველგვარი ტკივილისა და უხერხული პროცედურების გარეშე.
ოპერაციები და მომსახურებები, რომლებიც პაციენტს შეუძლია, კლინიკაში მიიღოს:
ჩიჩუების კლინიკა „მზერას” პროქტოლოგიური განყოფილება მოიცავს სრულ კოლოპროქტოლოგიურ სერვისს, რომელიც მოიცავს სწორი და მსხვილი ნაწლავის დიაგნოსტიკის (კოლონოსკოპია, ირიგოსკოპია) ყველა მეთოდს; მცირე პროქტოლოგიურ ოპერაციებს; ასევე, რეკონსტრუქციულ და ონკოპროქტოლოგიურ ოპერაციებს. რადგან დაარსების დღიდან ამ სამსახურის მიმართულება იყო მცირე ინვაზიური ქირურგია, ოპერაციები დაწყებული იქნა ლაზერის გამოყენებით, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ვერცერთ კოლოპროქტოლოგიურ დაწესებულებაში ვერ ნახავთ. წარმოებს ასევე ჰემოროიდული დაავადების (ბუასილი) დროს უსისხლო მეთოდით მკურნალობა, ლატექსის რგოლებით ლიგაცია; ანალური ნაპრალების დროს ბოტოქსის ინიექციის გამოყენება; ფისტულების დროს ეგრეთ წოდებული ფილერის (შემავსებლის) გამოყენება. ოპერაციული მკურნალობის დროს კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი, სადაც ხდება ჰემოროიდული დაავადების შემთხვევაში ლონგოს მეთოდით ან სხვა სახის ოპერაციული მკურნალობა. რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის ქირურგიას, კეთდება რეკონსტრუქციული ჩარევები როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ღია მეთოდით, სრული ონკოლოგიური პრინციპების დაცვით. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ევროპის 8 ქვეყანაში ნამუშევარი გუნდი.
პაციენტთა ძირითად ჩივილებს წარმოადგენს: სისხლდენა, ტკივილი დეფეკაციის დროს, ქავილი ანალურ მიდამოში, ლორწოიანი და სუნიანი გამონადენი. თანამედროვე ცხოვრების პირობებში არსებობს ამ ძირითადი დაავადებების განვითარების მიზეზები
იმის შესახებ, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს ადამიანმა ნაწლავური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რჩევებს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ პროქტოლოგიური განყოფილების წამყვანი ექიმები გვაძლევენ:
– სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ყველა იმ რისკ-ფაქტორის მინიმუმამდე შემცირება (ცხარე და ნიგვზიანი კერძები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ცხვრისა და ღორის ხორცი), რაც იწვევს ამ დაავადებების განვითარებას.
– რითაა გამორჩეული „მზერას” პროქტოლოგიური განყოფილება და როგორია მომსახურების სერვისი?
– „მზერას” პროქტოლოგიური განყოფილება განსხვავდება ქალაქში არსებული სხვა პროქტოლოგიური ცენტრებისგან პაციენტზე და შედეგზე ორიენტირებული მცირე ინვაზიური მკურნალობით. ასე რომ, ეწვიეთ კლინიკას და თავად დარწმუნდებით მომსახურების ეფექტურობასა და პროფესიონალიზმში.
მისამართი: თბილისი,
წინანდლის ქუჩა ¹9.
ტელ.: 2 77-55-88, 555 56-55-88,
599 56-55-88.
ფაქსი: 2 77-55-88.
ელ.ფოსტა: info@mzeraclinic.ge
ვებ-გვერდი: www.mzeraclinic.ge