კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუწია აჩი ფურცელაძეს რუსეთიდან ნახევარი საქართველოს ლანძღვა და ვის გამო მოკვდა ის ორჯერ

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, აჩი ფურცელაძემ, სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, რომლითაც გულს იოხებდა და „მამაპაპურად“ იგინებოდა. თუმცა, მეორე დღეს, ამის გამო, ბოდიში მოიხადა. როგორც თავად ამბობს, ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვერ დამალა რეაქცია მის წინააღმდეგ აგორებული უსამართლო ჭორების გამო და ქართულმა ტემპერამენტმაც „უბიძგა“ ამისკენ. რის გამო მოუწია რუსეთიდან მას ნახევარი საქართველოს ლანძღვა, ვის მოუხადა ამისთვის ბოდიში, რატომ გადაწყვიტა წონაში დაკლება და ვინ მიიწვია ის კრემლში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 აჩი ფურცელაძე: მადლობა ღმერთს, კარგად ვარ და ყველა იმ განსაცდელს ვუძლებ, რასაც ბოროტი ადამიანები მიგზავნიან. ბოროტ ადამიანებს რა დალევს დედამიწაზე, მათ ჭორაობას და საზიზღრობას კი საზღვარი არ აქვს. მეც, ქართველი ვარ და ასეთ ამბებზე მამაპაპური გინებით ვრეაგირებ.
– ბოლოს, სოციალური ქსელით გამოაქვეყნე ვიდეო, სადაც ზოგიერთებს აგინებ და ცემით ემუქრები. თუმცა, მეორე დღეს, ამის გამო ბიდიშის მოხდა მოგიხდა. რა მოხდა და ვინ გაგაბოროტა ასე?
– ემოციური ვარ და როცა უსამართლობას ვაწყდები, ქალივით წყევლას ვერ დავიწყებ, მამაპაპურად უნდა ვიგინო. ძალიან მომიშალეს ნერვები და ვაგინე. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ არ ვარ სალანძღავი ტიპი და მლანძღავენ, უსამართლოდ შეეხნენ ჩემს ოჯახს და მეც ვერ მოვითმინე. ვითომ პოლიტიკაში გარეულ ტიპებს არ სიამოვნებთ ჩემი რუსეთში სიმღერა და ამას კუდებს აბამენ და მლანძღავენ, გავჩუმდე და შევარჩინო? ხელოვნებაში არ არსებობს საზღვრები და პოლიტიკა. ვის ვუმღერებ და სად, ვისი რა საქმეა? სულ ვამბობ, კი ბატონო, მე მლანძღე, არ გამოგეკიდები ამაზე, მაგრამ ჩემს ახლობლებს ნუ შეეხები! ვერ გავიგე, რის გამო გამლანძღეს და მაგინეს. მაგრამ, როცა წავიკითხე სოციალურ ქსელში სტატუსები, დედაჩემს რომ ეხებოდა: ისეთი ბედი ეწიოს, როგორც მის ძაღლსო, ვერ მოვითმინე და ვაგინე. ჩემი ძაღლი იყო ჩიკო, 14 წლის კოკერსპანიელი და მართლა ოჯახის წევრივით გვყავდა. დედაჩემს მეორე შვილივით ჰყავდა და მე ძმასავით. ბოლოს დაბერდა, დაუძლურდა და დედამ ვეღარ შეძლო მისი მოვლა, თავადაც ცუდად გახლავთ. ძაღლის მოვლა ჯანმრთელ ადამიანს უჭირს და დედას, რომელიც ისე კარგად ვერ გადაადგილდება, როგორც ჩვენ, ხომ წარმოგიდგენიათ?! არადა, ჩემზე კარგად უვლიდა,  არც სასმელი აკლდა, არც საჭმელი და არც მოვლა 14 წლის განმავლობაში. ის ოჯახის ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრი იყო და მისი სიკვდილი დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მე 10 წელია, მოსკოვში ვარ და ვეღარ ვეხმარებოდი ხატულას  დაბერებული და დაუძლურებული ჩიკოს მოვლაში. ისიც კი შესთავაზეს დედას, დავაძინებთო და მან ხელი არ მოაწერა. ჩემთვისაც რომ ეთქვათ, მეც ასე მოვიქცეოდი. „ძმას“ სამუდამოდ დასაძინელად, როგორ გავიმეტებდი? თავად მე, ორჯერ კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, ძლივს მოვაბრუნეთ და მერე, მე გავხდი ცუდად – მოვკვდი და გავთავდი. ეს განცდა როგორ ავუხსნა იმ ადამიანებს, ჩემს ოჯახს რომ ლანძღავს? მოკლედ, დედას ვურჩიეთ, ჩაებარებინა თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ექიმებიც ჰყავთ და მოუვლიდნენ. ძლივს დავითანხმეთ. ბატონმა თამაზმა დიდი პატივი გვცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როცა მოკვდა, მისმა თანამშრომლებმა ჩიკოს გადაუღეს ფოტოები. დაიწერა ტექსტი პირველ პირში, თითქოს  ჩიკო ლაპარაკობდა: „ჩემმა ოჯახმა მიმაგდო და დაუძლურებული მიმატოვა...” ისეთი გულის მომაკვდინებელი ტექსტი დაიდო სოცალურ ქსელში, რომ წავიკითხე, მეგონა, მართლა ჩიკო ლაპარაკობდა. გავგიჟდი, გული გამიჩერდა. მერე, ამ სტატუსს მწერდნენ პირადში „კეთილი ადამიანები“, „ეს თქვენი ძაღლია? როგორ მოექეცით ასე? როგორ მიაგდეთ? რატომ გაიმეტეთ? შენ ჩაგიწყდეს ეგ ხმა, რომ აღარ გემღერებოდეს“... აუცილებლად ჩამოვალ, ვნახავ მათ, ვინც ეს დაწერა, თვალებში ჩავხედავ და გამცენ პასუხი. მეც ხომ „გადამირბინეს“, დედაჩემსაც... ამომივიდა ყელში და რაც შემეძლო შორიდან მექნა, გავაკეთე – ვაგინე! ეს იყო ჩემი აგრესიისა და გაბრაზების მაქსიმუმი რუსეთიდან, თორემ თბილისში რომ ვყოფილიყავი, დავუვლიდი და პირში ვაგინებდი ნახევარ თბილისს, ძვლებში გადავამტვრევდი. მაგრამ მეორე დღეს, რომ დავმშვიდდი, ბოდიში მოვიხადე მათ წინაშე, ვინც მითანაგრძნო, მაგრამ ეს ვიდეო ნახა.
– აჩი, ამბობენ, რუსეთში, ერთ-ერთი ცნობილი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი გიწევს მფარველობასო. ეს სიმართლეა?
– რუსული შოუ-ბიზნესის პოპულარულ ხუთეულში შესული მომღერალი ელენა ვაენგა ჩემი მეგობარია. მასთან ერთად დუეტს ვმღერი. პეტერბურგიდან არის წარმოშობით. საკუთარ დაბადების დღეზე სოლო კონცერტი გამართა და რასაკვირველია, მეც მიმიწვია. სხვათა შორის, დედაჩემის დაბადების დღეზე, ყოველთვის ჩამოვდივარ თბილისში, მაგრამ ამჯერად ლენას დაბადების დღეზე ჩავედი პეტერბურგში, ფილარმონიაში ჰქონდა კონცერტი. ამიტომ ვერ ჩამოვედი თბილისში. ჩვენ ძალიან კარგი დუეტი გვაქვს. მე და ვაენგა რუსული „X ფაქტორიდან“ ვმეგობრობთ. მე კონკურსანტი ვიყავი, ლენა კი ჟიურის წევრი და ძალიან მგულშემატკივრობდა. გაუგებრობის გამო დავტოვე პროექტი. თუმცა, ლენა სულ მეუბნებოდა, მე არ დაგტოვებ ასე და ვეცდები, გვერდით მყავდეო. გინდათ, მფარველობა დაარქვით მისი მხრიდან და გინდათ, მეგობრობა, მაგრამ ფაქტია, ლენა გვერდით მიდგას და მეხმარება. აპრილის დასაწყისში, კრემლშიც ვიმღერე ლენას მიწვევით. ვიცი, ახლა ვინც ამას წაიკითხავს, კუდებს გამოაბამს – აჩი ფურცელაძე, კრემლში მღერისო. მაგრამ, მე მომღერალი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და პოლიტიკა არ მეხება.
– საკმაოდ დაკლებული ხარ წონაში. შენი ინიციატივით გადაწყვიტე  დიეტის დაცვა თუ ვინმემ გირჩია?
– ჩემით გადავწყვიტე ზედმეტი კილოგრამების დაკლება და როგორც იქნა, მივაღწიე ფიტნეს-კლუბამდე. დავიწყე ვარჯიში, გავხდი, 8 კილო დავიკელი 2 კვირაში. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ძალიან ავუშვი აფრები, 100 კილოგრამს ვიწონიდი. ახალი გახსნილი იყო მოსკოვში ქსელი „ხინკალნაია“ და ყოველდღე პელეს ბურთივით გაგდებული მქონდა ყბაში ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური... გადავწყვიტე, მოსკოვში „თბილისური დიეტა“ დამეცვა და „შევჯექი“ „უგულავას“ დიეტაზე. მესამე დღეს, ისე დამივარდა წნევა, სასწრაფო გამოვიძახე და ვხუმრობდი, უგულავამ კინაღამ არ დამღუპა მეთქი? (იცინის) მერე ჩემებურად დავიწყე დიეტა და დავიკელი. ახლა კი, ვარჯიშიც დავამატე სწორ კვებას და საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს.
– ესე იგი, პელემ და უგულავამ, კინაღამ დაგღუპეს?
– ასე გამოდის! პელემ დამღუპა და უგულავამ კინაღამ გადამიყოლა (იცინის). ახლა, 88 კილოს ვიწონი და კიდევ მინდა, დავიკლო. მიხარია, ძველ ტანსაცმელში ჩავძვერი და პიჯაკები აღარ მიჭერს.

скачать dle 11.3