კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა, ცხოვრება ღალატის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდეს

ქალისა და მამაკაცის კავშირის მთავარი საფუძველი შეიძლება, მხოლოდ ურთიერთსიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი იყოს, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შვილიც შეიძლება იყოს „შემაკავებელი ფაქტორი“, მაგრამ მითია ის, რომ მამაკაცს ბავშვით შეაკავებ. გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, თუმცა გამონაკლისი ჯერ კიდევ არ არის სიმშვიდის საფუძველი და მიზეზი.

 თეონა (41 წლის): ძალიან დავიჩაგრე. რატომ მჯეროდა ამ სისულელეების და რატომ ვიტყუებდი  თავს ამდენი ხნის განმავლობაში. ტყუილი ყოფილა ის, რასაც ხალხი ამბობს და ამტკიცებს, რომ ბავშვები კრავენ და ამყარებენ ოჯახს. მამაკაცს თუ აღარ უნდიხარ, შვილებიც აღარ გაახსენდება. ეს მე უკვე ზუსტად ვიცი და აზრი არა აქვს, საპირისპიროს მტკიცებას.
თხუთმეტი წელი ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად. მე ის დიდი ხანია გადამიყვარდა.
– რას ნიშნავს – გადამიყვარდა?
– იმას, რომ სიყვარული გამიქრა მის მიმართ. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ საოცრად იმედგაცრუებული ვიყავი. გამაოგნებლად, განმაცვიფრებლად იმედგაცრუებული. მე ცოლად სხვა კაცს გავყევი... არ ვაჭარბებ, აბსოლუტურად სხვა იყო ის მამაკაცი, ვინც მე შემიყვარდა. თანაც, შემიყვარდა ისე, რომ ბედნიერებისგან დავფრინავდი. იმ კაცს ჰქონდა იუმორის შესანიშნავი გრძნობა. მპირდებოდა ყველაფერს, რაც შეიძლება, კაცმა ქალს დაჰპირდეს. გავმდიდრდები და მალდივის კუნძულზე წაგიყვანო...
– თუკი ვერ მოახერხა გამდიდრება, მხოლოდ ამისთვის უნდა შეიძულო კაცი და გაშორდე მას?
– თქვენ არ იცით, მე რას ვგულისხმობ და რაზე ვლაპარაკობ. ერთი და იგივე მამაკაცია ჩემი ქმარი და ის კაცი, ვინც მიყვარდა და ვიზეც გავთხოვდი, მაგრამ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს უნდა ავხსნა – არაფერ შუაშია ის, მოახერხა თუ არა ჩემმა საყვარელმა ქმარმა გამდიდრება... სხვათა შორის, მოახერხა! პრობლემა ისაა, რომ მას საერთოდ აღარ აინტერესებს, მე რა მწყინს და რა მიხარია. ესაა პრობლემა, ეს არის ჩემი დანგრეული ოჯახის ტრაგედია. ჩვენს ერთად ცხოვრებას აზრიც კი აღარ აქვს. რეალობა ისეთია, აღარ მაინტერესებს, რა მოხდება ხვალ. ანუ, ჩემსა და ქმარს შორის რა მოხდება, თორემ შვილებისა და საკუთარ ბედზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა.
– ვერ მივხვდი, კონკრეტულად, რა ხდება თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის...
– ხდება ის, რაც ხდება ხოლმე უსინდისო ქმარსა და მომთმენ ცოლს შორის. თქვენ მკითხეთ – იმიტომ მოდიხართ მისგან, რომ მალდივის კუნძულებზე არ წაგიყვანათო? იცით, რაშია საქმე? ქალს კაცის სიყვარული და ყურადღება სჭირდება, თორემ მალდივებზე წასვლაში კი არ არის ბედნიერება. დიახ, დღეს ჩემს ქმარს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია, ყველგან წამიყვანოს და ყველა სურვილი ამისრულოს, მაგრამ აღარ უნდა ამის გაკეთება. მეც აღარ მინდა მისი არაფერი... ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პატარები ვიყავით, როცა დავქორწინდით. ოცდაექვსი წლის კაცი კი უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე, საკუთარ სიტყვებზე... დიახ, სწორედ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა ჩემს ქმარს და ეს ვერ შევამჩნიე. არ ვიცი, იქნებ თავიდანვე ასეთი იყო... იქნებ, მე ვიტყუებდი თავს, რომ იდეალური პარტნიორი ვიპოვე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც ქორწინებისთვის ვიყავი მზად და არც შვილის გასაჩენად. ხვდებით, რომ ვცდილობ, დამნაშავე საკუთარ თავშიც ვიპოვო?
– თუმცა, ფიქრობთ, რომ ყველაფერში დამნაშავე ქმარია?
– ასე, ხელაღებითაც ვერ ვიტყვი. ხომ იცით, ცალმხრივად დამნაშავე არ არსებობს. ჩემი ბრალეულობა ის არის, რომ სწორი არჩევანი ვერ გავაკეთე. თუმცა, შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან მაღალი იყო.
– თხუთმეტი წელი დაგჭირდათ იმის მისახვედრად, რომ პარტნიორი არასწორად შეარჩიეთ?
– არა. თხუთმეტი წლის განმავლობაში მე თავს ვიტყუებდი. მეგონა, რომ ღალატის შემდეგ ჩვეულებრივად შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას... რომ შვილები იქნებოდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ოჯახს ისევ შეკრავდა...
– მაგრამ, თქვენ ღალატის დავიწყება ვერ შეძელით?
– მარტო ჩემში არ არის პრობლემა. ქმარი რომ დამხმარებოდა დავიწყებაში, შევძლებდი ამას. მაგრამ, მან საერთოდ არაფერი გააკეთა. მისმა გულგრილობამ და ჩემდამი აგდებულმა დამოკიდებულებამ ლამის გამაგიჟა.
– როცა გაიგეთ მისი ღალატის შესახებ, რა მოიმოქმედეთ – იყო ისტერიკა, სკანდალი?
– დიახ. ყველაფერი იყო. ალბათ, მხოლოდ რამდენიმე ქალს შეუძლია „ცივი“ გონებით, მშვიდად მიუდგეს ქმრის ღალატს, ცივილიზებულად განიხილოს... გააანალიზოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მე ეს ვერ შევძელი, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა.
– თუმცა, თქვით, რომ ქმრის მიმართ გრძნობა გაგიქრათ...
– ჰო, ეს ბუნებრივად მოხდა. გრძნობა დიდმა წყენამ, შეურაცხყოფის განცდამ გაანელა, გაანეიტრალა და გააქრო. როცა ქმარს შევამჩნიე, რომ შვილების მიმართაც გული აიცრუა, მივხვდი, რომ ჩემ გვერდით მისი ადგილი აღარ იყო. მიღალატა და იმის მაგივრად, რომ სინდისს შეეწუხებინა, იერიშზე აქეთ გადმოვიდა. ნეტავი, ყველა კაცი ასე იქცევა ღალატის შემდეგ თუ ჩემი ქმარია გამონაკლისი? მე შემიძლია, დავივიწყო ღალატი, მაგრამ ვერ დავივიწყებ ჩემი ქმრის უტიფარ, ირონიულ, თავდაჯერებულ გამოხედვას. ეს გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თავად ღალატის ფაქტი. ხვდებით, რას ვგულისხმობ? ხვდებით, მე რა მაწუხებს, რატომ აღარ მინდა ქმართან ცხოვრება? იცით, რაშია საქმე? შეიძლება, კაცმა გიღალატოს და ამით ცხოვრება არ დაგენგრეს. გააჩნია, ამის შემდეგ როგორ მოიქცევა.
– როგორ უნდა მოიქცეს?
– გაგრძნობინოს, რომ შეწუხებულია ამ ფაქტით. განიცდის თავის საქციელს და ნერვიულობს, თუნდაც თავისთვის, შიგნიდან... მე რომ აღარ ვუნდივარ, შევეგუები, მაგრამ, შვილების მიმართაც რომ „გაცივდა“  ამას ვერ ვაპატიებ.
– „გაცივდა“ რას ნიშნავს?
– იმას, რომ შვილებით მაშანტაჟებს – თუ სახლიდან წავალ, შვილებს აღარ მივხედავ... დავინახავ, უჩემოდ მათზე ზრუნვას როგორ შეძლებო...
– გღალატობთ, საყვარელი ჰყავს და ოჯახის დანგრევა თქვენს ქმარს არ უნდა?
– ჰო, არ უნდა... მოსამსახურე სჭირდება ჩემი სახით. თან, იმ ქალს, მის საყვარელს, ქმარი ჰყავს. მოკლედ, ცუდ დღეში ვარ. ჩემი ქმრის დანახვაც აღარ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ, მასთან ერთად ვიცხოვრო.

скачать dle 11.3