კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ატარებს დიაბეტის ტიპი 2-ის სამკურნალო უნიკალურ ოპერაციებს საქართველოში

ექიმ მამუკა გონჯილაშვილის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. მისი კაბინეტის მოსაცდელში უამრავი ადამიანი იცდის და  ბატონი მამუკას პროფესიონალიზმის იმედი აქვს. სწორედ მისი კვალიფიციურობის  წყალობითაა, რომ ის, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების თანახმად,  რჩეული აბდომინალური ქირურგია და მან არაერთი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად ბატონი მამუკა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს  კლინიკური დირექტორია.

 მინი-დოსიე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი – ასოცირებული პროფესორი; მეტაბოლური ცენტრი – ხელმძღვანელი; დიაბეტის ქირურგიული მკურნალობის სკოლის ფუძემდებელი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფო – კლინიკური დირექტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მის მიერ საქართველოში პირველად შესრულებული უნიკალური  ოპერაციები:
* მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ლაპარასკოპიული მიდგომით;
* საყლაპავის დივერტიკულის ენდოსკოპიური მკურნალობა;
* ახალაზიის ენდოსკოპიური მკურნალობა საკუთარი მოდიფიკაციით;
* სწორი ნაწლავის ექსტირპაცია ლაპარასკოპიული მიდგომით;
* კუჭის ექსტირპაცია ლაპარასკოპიული მიდგომით;
* ფარისებრი ჯირკვლის ექსტირპაცია ნეიროფიზიოლოგიური აპარატის გამოყენებით.
დსთ-ს ქვეყნებში პირველად შესრულებული ოპერაციები:
* ილეალური (თეძოს ნაწლავის) ინტერპოზიცია.
– ბატონო მამუკა, საოპერაციოში შესვლის წინ რა გრძნობა გეუფლებათ?
– უპირველესად, ეს არის ერთგვარი შინაგანი ღელვა, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანისა და მისი სიცოცხლის წინაშე. ღელავ და გაინტერესებს, როგორია შენი მოწინააღმდეგე, რომელსაც უნდა შეებრძოლო და რომელიც უნდა დაამარცხო! განუზომელი ბედნიერებაა, როცა შენ შეგიძლია დაავადების დამარცხება. მე მედიცინას შევადარებდი ერთგვარ სპორტულ ჟინსაც. აპენდიციტი და სხვა რუტინული ოპერაციები ასაკში და გამოცდილების მიღების შემდეგ ისე აღარ გხიბლავს, როგორც კარიერის დასაწყისში; შემდეგ საქმიანობას უფრო შემოქმედებითად უყურებ და უფრო რთული ოპერაციების გაკეთებისკენ ილტვი. აქედან მიღებული სიამოვნება   ყველა გამარჯვებაზე მაღლა დგას, რადგან შენ ამარცხებ პრობლემას, სიკვდილს, სხვა ადამიანის  სენს. ამიტომაც, ექიმობა ჩემთვის რუტინა არ გახლავთ, ეს უდიდესი სიამოვნებაა!
– ცნობილია, რომ თქვენ  მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ოპერაციების ავტორი ბრძანდებით.
– არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ, თქვენი მოთხოვნითა და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ვიტყვი, რომ  ჩვენთან ტარდება ისეთი უნიკალური ოპერაცია ყოფილი დსთ-ის და ევროპის მასშტაბითაც კი, როგორიც გახლავთ   შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის ქირურგიული მკურნალობა. მსოფლიოში მხოლოდ 14 ქირურგი ვასრულებთ ამ ოპერაციას. მოგეხსენებათ, დიაბეტის 2 ტიპი არსებობს. გენეტიკურ ფორმას ჩვენ არ ვეხებით და ვერ ვმკურნალობთ ქირურგიულად, ხოლო მეორე ტიპს, რომელსაც უფრო შეძენილი ხასიათი აქვს, ქირურგიულად ვებრძვით. ინსულინს გამოიმუშავებს ნაწლავებიც, რომელსაც ინკრეტინები ჰქვია და ჩვენ ამ ქირურგიული ჩარევით, ნაწლავზე ოპერაციით, ვახდენთ ინსულინის მაგვარი ფერმენტის გამომუშავების გააქტიურებას. ამ ოპერაციის შედეგად ეფექტურობის  სტატისტიკა პოზიტიურია. აღნიშნულ ოპერაციას არათუ საქართველოს, ყოფილი დსთ-ის მასშტაბითაც ვერ ატარებენ. ჩვენს კლინიკაში კი პაციენტებს ეძლევათ საშუალება, ჩაიტარონ აღნიშნული ქირურგიული ჩარევა და დაემშვიდობონ დიაბეტის მტანჯველ ფორმას. ასევე ჩვენს კლინიკაში კეთდება ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა საყლაპავის დივერტიკულის ენდოსკოპიური ოპერაცია. ჩვენ მიერ დანერგილია სრულიად ახალი მიმართულებები. ასევე, კენიუ მაილსის ოპერაცია (სწორი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით), ლაპარასკოპიული გასტრიკ-ბაი პასი.
– ცნობილია, რომ თქვენთან ეგრეთ წოდებული  გახდომის საწინააღმდეგო  ოპერაციებიც ტარდება.
– დიახ, ჩვენთან კეთდება  ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო  ოპერაცია, ეგრეთ წოდებული   მინი გასტრიკ-ბაი პასი. ქირურგიული ოპერაციის დროს ქირურგი თავად წყვეტს ჩარევის ორი ფორმიდან რომელი გამოიყენოს, არსებული მოცემულობისთვის რომელია უფრო რენტაბელური. მეორე ფორმა გახლავთ სლივგასტრექტომია, თუმცა მსოფლიოში ოქროს სტანდარტად მიჩნეულია მინი გასტრიკ-ბაი პასი, რომლის კეთების ყველაზე დიდი გამოცდილება, საქართველოს მასშტაბით, აქვს ჩვენს კლინიკას. ეს ოპერაცია გახლავთ უნიკალური და ეფექტური, თუმცა, ჯერ კიდევ უცხო ქართული საზოგადოებისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული ოპერაცია მსოფლიოში აღიარებულია როგორც ჭარბ წონასთან ბრძოლის   ეფექტური საშუალება.
– თქვენს კაბინეტში  ცხენოსნობის ამსახველი  ბევრი ფოტოა გამოფენილი...
– ცხენოსნობა და ნადირობა ჩემი ჰობია.  ექიმობა დაძაბული პროფესიაა, ნადირობის დროს კი ეს დაძაბულობა მეხსნება, რაც განტვირთვაში ძალიან მეხმარება!

скачать dle 11.3