კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დადგა თუ არა აპოკალიფსის დრო და როგორ უნდა მოიქცეს კაცობრიობა ბოლო ჟამს

კაცობრიობა გადარჩება?
რა არის აპოკალიფსი... ქვეყნიერების გარდაუვალი აღსასრული, რომელსაც ვერ ავცდებით თუ ვიღაცის მიერ მოგონილი მითი კაცობრიობის დასაშინებლად და დასამორჩილებლად? ამის თაობაზე აზრი ორადაა გაყოფილი და ერთნი ამტკიცებენ, რომ კაცობრიობა სრულიად მოისპობა და დედამიწაზე სიცოცხლე ჩაქრება, მეორენი კი საპირისპიროს ქადაგებენ. თუმცა, ყველანი თანხმდებიან იმ აზრზე, რომ აპოკალიფსი გარდაუვალი მოვლენაა და მთელი სჯა-ბაასი მხოლოდ მის (აპოკალიფსის) ფორმაზე მიმდინარეობს. ორივე მხარე თავისებურად ცდილობს აპოკალიფსის შინაარსის ახსნას.
ჰობების ინდიელები შამანების ტომია, რომლებიც დედამიწის გადარჩენისთვის ლოცულობენ. ისინი აღიარებენ აპოკალიფსის მოსალოდნელობას, თუმცა მიაჩნიათ, რომ მისი შეჩერება შეიძლება და ამისთვის ადამიანური ურთიერთობების დალაგებაა საჭირო. ჰობების თვალსაზრისით (ისინი ასე ხსნიან აპოკალიფსს), დედამიწის მცხოვრებთა უარყოფითი ფსიქიკური ენერგია რომ გარეთ გამოიტყორცნება, დედამიწის ისედაც ცხელი ბირთვი კიდევ უფრო ცხელდება. ამის შედეგად კი, უკუენერგიის გამოტყორცნა ხორციელდება დედამიწის ბირთვიდან. ეს იწვევს ტექტონური ფილების ძვრას (საშინელ მიწისძვრებს, ვულკანის ამოფრქვევას, წყალდიდობებსა და ყველა იმ საშინელებას, რაც ბიბლიურ-სახარებისეულ თუ  სხვა ცნობილ წინასწარმეტყველებებშია აღწერილი). ჰობ შამანებს სჯერათ, რომ თუკი ბოლომდე ვერ აღკვეთს კაცობრიობა აპოკალიფსს, მისი დამანგრეველი ძალის მნიშვნელოვნად შენელება, მინიმუმამდე დაყვანა მაინც შეუძლია. ისინი (ჰობები) ამის რეცეპტსაც იძლევიან და მედიტაციას (ლოცვას) ასახელებენ. მნიშვნელოვანი და დადასტურებული ფაქტია, რომ იქ, სადაც ჰობები სახლობენ, კატაკლიზმები არ ხდება... საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როდესაც ჰობები თავიანთი ძველი საცხოვრებლიდან ძალით აყარეს და სხვაგან გადაასახლეს, ჰობების ნასახლარს უბედურება ეწვია. ის ადგილი გახმა, მიწა გასკდა, მოსავალი გაქრა და შხამიანი ქვეწარმავლები მომრავლდა. უდაბნო კი, სადაც ჰობები დაასახლეს, ოაზისად გადაიქცა... ამ მოვლენას ვერავინ ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა, თავად ჰობების გარდა, რომლებიც ამბობენ, ბუნებას თავად ადამიანები რყვნიან და აკეთილშობილებენ. შედით კეთილ ტრანსში, განიცადეთ მედიტაცია (ჩვენებურად ლოცვა) და გაითავისუფლეთ გული ბოროტებისგან. მაშინ არც გველები დაგვგესლავენ და არც მიწა გაგვისკდება ფეხქვეშ, არამედ ქვა მოისხამს ყვავილს და უნაყოფო მიწაზე გაიზრდება ნაყოფიერი ხე, რომელიც დაგაპურებთო... ჰობების ფენომენს ასტროფიზიკოსები, პარაფსიქოლოგები და თვით ფსიქიატრებიც კი, მათი კეთილშობილი ენერგიით ხსნიან.
მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე ოთხი ცივილიზაცია არსებობდა და ჩვენ მეხუთე ვართ. ოთხივე ცივილიზაცია – სულების, გიგანტების, ლემურელებისა და არიელ-ატლანტების, თავიანთი განვითარების პიკში განადგურდნენ... ანუ, საჭირო იყო განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და სწორედ ასეთი რამ მოხდა, სიცოცხლე კი გაგრძელდა... ამ თეორიის მომხრეები ამბობენ: „არსაიდან მოვდივართ და არსაით მივდივართ. ეს მუდმივი მოძრაობაა, წრეზე სიარული და საჭიროა ერთადერთი რამისთვის, მუდმივი არსებობისთვის, ანუ სიცოცხლისთვის...“ მათი აზრით, ჩვენი, მეხუთე ცივილიზაციის (იგივე მეხუთე რასის) დასასრული უკვე დაიწყო და კაცობრიობა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ამის დასტურად კი მაიას ტომის კალენდარი მოჰყავთ, რომელიც 5125 (ხუთი ათას ას ოცდახუთწლიან) ციკლს მოიცავს და იწყება მეოთხე, არიულ-ატლანტიდური ცივილიზაციის განადგურებიდან და მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს. მათი მტკიცებით, მეექვსე ცივილიზაციის განვითარება უკვე დაწყებულია და ჩვენ შორის უკვე ცხოვრობენ მეექვსე ცივილიზაციის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული – ინდიგო ბავშვები... ნატალია ბლავაცკაია წერს: „აპოკალიფსი, ანუ მთელი ეს პლანეტარული კატასტროფები და უბედურებები, რასაც ადამიანების განადგურება მოჰყვება, სხვა არაფერია, თუ არა ადგილის მომზადება შემდგომი ცივილიზაციებისთვის. როდესაც ესა თუ ის რასა (ცივილიზაცია) საკუთარ თავს ამოწურავს, კოსმოსი თავის ნიშანს გვიგზავნის და უნდა მივხვდეთ, რომ დედამიწაზე ერთნი მიდიან, მეორენი კი მოდიან...“ ბლავაცკაიავე და არა მარტო ის, აგრეთვე ედგარ კეისი და ვანგაც, წინასწარმეტყველებდნენ, რომ დედამიწაზე საშინელების ეგვიპტური ღმერთი – აპოფოსი ჩამოვიდოდა და კაცობრიობის უმეტეს ნაწილს (ინდიგოების, მეექვსე ცივილიზაციის გარდა) გაანადგურებდა...
აპოფოსი, იგივე ელვარე, ცეცხლმოკიდებული მთა, კოსმიური ასტეროიდია, რომელიც ასტროფიზიკოსებმა ჯერ კიდევ 1940 წელს შეამჩნიეს. 1993 წელს კი დადგინდა, რომ 21-ე საუკუნეში ის დედამიწას დაეჯახებოდა და საშინელი კატასტროფა მოხდებოდა. მეცნიერებმა ზუსტად გამოითვალეს ასტეროიდ აპოფისის პარამეტრები და დადგენილია, რომ ის მილიონ ტონას იწონის. მისი დიამეტრი 325 მეტრია და რაც მთავარია, შეიცავს 65 ათასჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ჰიროსიმაზე  ჩამოგდებული ატომური ბომბი. თუკი პროგნოზები გამართლდა და „აპოფისი“ დედამიწას დაეჯახა, მაშინ გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდება... მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის 2012 წლის 9 იანვარს დედამიწას 38 ათასი კილომეტრით მიუახლოვდა, ჩვენს პლანეტაზე დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდა... მაშინ გადავრჩით, თუმცა, დედამიწაზე კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

აპოკალიფსის დღე
უკანასკნელი რომის პაპი
მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე წინასწარმეტყველის, მალაქიას კანონიზირება (წმიდანად შერაცხვა), მის მიერ ჩადენილი სასწაულებისა და რომის კათოლიკური ეკლესიის წეს-ჩვეულებების უზადოდ ცოდნისა და დაცვის გამო მოხდა. სწორედ მალაქიას სასწაულადაა მიჩნეული  ირლანდიიდან გველების განდევნა მეთორმეტე საუკუნეში და ცნობილი ფაქტია, რომ ეს ქვეყანა (ირლანდია) ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც საერთოდ არ ბინადრობს არანაირი გველი...
რომის პაპებზე წინასწარმეტყველებებს მალაქია სულ რამდენიმე სიტყვით წერდა, რომლებშიც პონტიფიკოსთა მმართველობის არსი იყო გამოხატული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ახდა.
მაგალითად, პაპ იოანე-პავლე პირველს მალაქიამ უწინასწარმეტყველა, რომ მისი მმართველობა ყველაზე ხანმოკლე იქნებოდა ვატიკანის ისტორიაში და სიკვდილი უეცრად ეწვეოდა. ამის გამო მას „არასრული მთვარე“ უწოდა (იმიტომ, რომ ეს პონტიფიკოსი ერთი მთვარის თვეც ვერ გაძლებდა წმიდა ტახტზე). და, მართლაც, იოანე-პავლე პირველი ძილში, ძალიან საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. დაიძინა და არ გაიღვიძა. თუმცა, სრულიად ჯანმრთელი იყო და რადგან პაპის პათანატომიური დამუშავება (გაკვეთა) დაუშვებელია, მისი სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. თუმცა, კარდინალთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ „ხანმოკლე მმართველი“ პაპი მოწამლეს...
იოანე-პავლე მეორეს მალაქიამ „ზიანის მომტან მზეზე შობილობა“ უწინასწარმეტყველა და არც შემცდარა, რადგან პოლონური წარმოშობის პონტიფიკოსი მზის დაბნელების ჟამს იყო დაბადებული. ზუსტად იმ წამს მოევლინა ქვეყანას, როდესაც მზე სრულიად დაბნელდა და ეს ფაქტი დადასტურებულია პოლონელი ბებიაქალის ჩანაწერებით, რომელმაც ახალშობილი დაბანა... იოანე-პავლე მეორესვე უწინასწარმეტყველა მალაქიამ ვერაგული თავდასხმა, მძიმე ავადმყოფობა და ბედნიერი გადარჩენა. მართლაც, 1981 წლის 13 მაისს თურქმა ექსტრემისტმა აგჯამ პისტოლეტიდან ესროლა წმიდა პეტრეს მოედანზე მყოფ პაპს. მძიმედ დაჭრილ პაპს დიდი ხნით მოუხდა საავადმყოფოში წოლა. თუმცა, გამოჯანმრთელდა და კიდევ დიდხანს დარჩა ტახტზე – კომუნიზმის დამხობასა და რწმენის აღორძინებას მოესწრო, რაშიც თავადვე შეიტანა უდიდესი წვლილი.
ბენედიქტ მეთექვსმეტეს მალაქიამ „ზეთისხილის რტო“ უწოდა, რაც ბიბლიურად მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. სწორედ ბენედიქტ მეთექვსმეტე ჩავიდა თურქეთში ვიზიტით და მაშინ მსოფლიოს მთელი მასმედია იუწყებოდა: „პონტიფიკოსმა ქრისტანებსა და მუსლიმანებს შორის არსებული ყინული დაადნო...“ მალაქიას კი უწერია: „ზეთისხილის რტო დაპირისპირებული რწმენის შუაში ჩადგება და ზავს ჩამოაგდებს“...
ყველაზე საშინელი მალაქიას ბოლო წინასწარმეტყველებაა, რომელშიც წმიდანი ბენედიქტ მეთექვსმეტეს შემდგომ პონტიფიკოსზე წერს: „მას უკანასკნელს ერქმევა პეტრე, ისევე, როგორც პეტრე ერქვა რომის წმიდა ტახტის პირველ მმართველს. მისი მმართველობა გაქრება, რომი დაეცემა, საშინლად დაიტბორება და ქვეყანას აპოკალიფსი ეწვევა...”
ამჟამინდელი რომის პაპი 2013 წლის 13 მარტს აირჩია კარდინალთა კრებამ. 19 მარტს კი მისი ინტრონიზაცია მოხდა და მას არა პეტრე, არამედ ფრანცისკი უწოდეს.
საინტერესოა, პეტრეს მაგივრად წოდებული პონტიფიკოსი ფრანცისკი რომის უკანასკნელი პაპი იქნება, აღსრულდება წმიდა მალაქიას წინასწარმეტყველება და მოხდება საშინელი აპოკალიფსი?

ამერიკის შეერთებული შტატები დაიღუპება?
„მე მეორედ 2100 წელს დავიბადები და ნებრასკას შტატში, ოკეანის სანაპიროზე ვიცხოვრებ... “ – ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ წინასწარმეტყველს, ედგარ კეისს ეკუთვნის და თავისი არსით, აპოკალიფსურ სურათს ხატავს. თავის დროზე ჯერ კიდევ უცნობი კეისის ეს ფრაზა, რომელიც ამერიკულ პრესაში, გასული საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა, მისი ავტორის აბუჩად აგდების საბაბად იქცა. მოგვიანებით, როდესაც კეისმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი და მისი ბევრი მოკლევადიანი წინასწარმეტყველება ახდა, ეს მივიწყებული ფრაზა კვლავ გაიხსენეს და ბევრისთვის საშინელი მომავლის სიმბოლოდ გადაიქცა... საშინელება კი ისაა მასში, რომ ნებრასკას შტატი შეერთებული შტატების ცენტრში მდებარეობს. ორივე ოკეანისგან ძალიან შორს, ერთნაირი მანძილითაა დაშორებული. თუკი ეს ადგილი ოკეანის სანაპიროდ გადაიქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია დაიტბორება და განადგურდება. შტატები რომ მიწასთან გასწორდება და მისგან მიწის ერთი ბეწო ნაჭერი დარჩება, კატასტროფას გადარჩენილი, გაწამებული ხალხი ევროპას მიაშურებს. ეს კი აშკარა აპოკალიფსია...
აპოკალიფსური წინასწარმეტყველებები ამერიკის შეერთებული შტატების განადგურების შესახებ ცნობილ ბულგარელ წინასწარმეტყველს, ვანგასაც აქვს გამოთქმული. ის ამბობდა: „ამერიკა შეირყევა. შტატებად დაიყოფა და ერთმანეთს ხოცვას დაუწყებენ. ეს კი „ნიშნის გამოჩენის“ შემდეგ მოხდება და ეს ნიშანია „თეთრი სახლის“ მასპინძლად „შავი კაცის“ მოსვლა...“ ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ „შავ კაცში“ ცნობილი უსინათლო წინასწარმეტყველი ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გულისხმობდა.
ბარაკ ობამა არა მარტო პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობისაა (იგულისხმება კანის შავი ფერი ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით), არამედ  ის ამერიკის 44-ე პრეზიდენტიცაა და ამის შესახებ ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ცნობილი წინასწარმეტყველი რანიონერი წერდა: „ორი ოკეანის ნაპირებზე მდებარე სახელმწიფო მსოფლიოში უძლიერესი იქნება და მისი მმართველები მას 4-4 წლით უხელმძღვანელებენ, რომელთა შორის 44-ე ამ ქვეყნის უკანასკნელი მმართველი იქნება...“ „დიდი პრობლემები წამოვა ოკეანის გაღმიდან, როდესაც ხელისუფლებაში იქნება 44-ე „შავი კაცი...“
ანტიამერიკული, აპოკალიფსური წინასწარმეტყველებები, კიდევ არაერთ წინასწარმეტყველს აქვს გამოთქმული, მაგრამ „სუფთა ამერიკული“ წინასწარმეტყველებები ყველაზე შემზარავი და საშინელია, რადგან ბევრი მათგანი უკვე ზუსტად ახდა... კეისიმ ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე იწინასწარმეტყველა „დიდი დეპრესია“ და როდესაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ჩამოიშალა და მრავალი ადამიანი გაკოტრდა, რასაც მასობრივი სუიციდი მოჰყვა, მხოლოდ მაშინ გაახსენდათ „მძინარე წინასწარმეტყველი...“
ედგარ კეისს, „მძინარე წინასწარმეტყველს“, წინასწარმეტყველების მისეული მანერის გამო უწოდებდნენ. სეანსის დაწყების წინ ის ტრანსში ვარდებოდა. თვალებს ხუჭავდა და მხოლოდ ამის მერე იწყებდა ლაპარაკს და წინასწარმეტყველებდა...
ძალზე საგულისხმო და ზუსტია კეისის წინასწარმეტყველებები შეერთებული შტატების პრეზიდენტებზე. მისი სიტყვები კენედის მკვლელობის თაობაზე ჟურნალისტებს იმ საბედისწერო გასროლისთანავე გაახსენდათ და პრეზიდენტის ცხედარი ჯერ წესიერად არც კი იყო გაციებული, როდესაც დალასის (ქალაქი, სადაც კენედი მოკლეს) საღამოს გაზეთებში ზუსტი ციტირება დაიბეჭდა: „სიძულვილით განმსჭვალულ ქალაქში ჩასულ ყველაზე ნორჩ ამერიკელ მმართველს ღია ეტლში თავის ქალას გაუხვრეტენ და ის უმშვენიერესი ასულის ხელებში დალევსო სულს...“ და მართლაც, დალასში ჯონ კენედი ძალიან სძულდათ. მკვლელმა კი მას იმ დროს მოარტყა თავში ტყვია, როდესაც ის საპრეზიდენტო „ლიმუზინ-კაბრიოლეტით“ გადაადგილდებოდა. მერე კი მისი უმშვენიერესი მეუღლის, ჟაკლინის ხელებზე დალია სული... სხვათა შორის, დალასში გამგზავრების წინ, ჯონ კენედის მისმა უახლოესმა თანამშრომელმა და კოლეგამ, დინ რასკმა კეისის წინასწარმეტყველება შეახსენა, რაზეც პრეზიდენტმა მიუგო: „წინასწარმეტყველება შარლატანების საქმეა, ჩვენ კი სერიოზული პოლიტიკით ვართ დაკავებულები...“
ედგარ კეისის ერთ-ერთი წინასწარმეტყველების მიხედვით, ის ერთხელ მომავლის ერთ შენობაში მოხვდა, სადაც იდუმალი ადამიანი უწევდა მეგზურობას. „მძინარე წინასწარმეტყველი“ ასე აღწერდა ამ ტრანსულ ვოიაჟს: „მან (იდუმალმა კაცმა) შენობაში ამიყვანა და მითხრა, რომ არარსებული, განადგურებული ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის უმზეუმში ვიმყოფებოდი. იქ ორმოცდაოთხი დარბაზი იყო და თითოეული დარბაზი ერთი პრეზიდენტის მმართველობისთვის იყო მიძღვნილი. იქაურობა სურათებითა და პრეზიდენტების პირადი ნივთებით იყო მოფენილი. ბოლო ოთხი დარბაზი ნახევრად ჩაბნელებული გახლდათ. 43-ე ოთახში სისხლიანი, ომის საბუთები ეკიდა. ნიუ-იორკის სურათებმა შემძრა. მათზე დანგრეული ცათამბჯენები, უამრავი დახოცილი და დამწვარი ადამიანი იყო გამოსახული...“ ამერიკის შეერთებული შტატების ¹43 პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი იყო და სწორედ მის დროს გაჩაღდა საშინელი ომები ერაყსა და ავღანეთში. 11 სექტემბრის ტერაქტიც სწორედ მისი მმართველობის დროს განხორციელდა და კეისმა ყველა ეს მოვლენა ნახევარი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა...
„ორმოცდამეოთხე ოთახი ყველაზე საშინელი იყო. ის თითქმის მთლიანად იყო ჩაბნელებული და იქაურობა შავ, სქელ კვამლს მოეცვა. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ დავაკვირდი, მხედველობა დავძაბე და მივხვდი, რომ ქვეყნის აღსასრულს ვხედავდი. შენობაში ორმოცდამეხუთე ოთახი არ არსებობდა...“ – ასე სრულდება კეისის ცნობილი წინასწარმეტყველება ამერიკის პრეზიდენტებზე და 21-ე საუკუნეში დიდი „მძინარე წინასწარმეტყველი“ ამერიკის ტრაგიკული სექტემბრის დღეებში კვლავ გაახსენდათ...
საგულისხმო ფაქტია, რომ კეისიმ აბსოლუტურად ზუსტად იწინასწარმეტყველა ყველა ის გლობალური ბუნებრივი კატაკლიზმა, რაც უახლოეს წარსულში მოხდა და დღესაც გრძელდება.
„გრენლანდიაში თბილი ტბები გაჩნდება, კარიბის ზღვაში კი ახალი მიწები...“, – ამბობდა ცნობილი წინასწარმეტყველი, რასაც სერიოზული მეცნიერების დასკვნებიც ადასტურებენ. მათი მტკიცებით, კატასტროფული სისწრაფით მიმდინარე დათბობა კლიმატის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. დადნება ანტარქტიდის ყინულის დიდი ნაწილი და დედამიწა ისე რადიკალურად შეიცვლება, რომ არქტიკაში პალმა იყვავილებს, ტროპიკებს კი ყინული დაფარავსო...

 

скачать dle 11.3