კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ბიზანტია სომხურ სამეფოებს აუქმებდა, ქართველ მეფეებს პატივსაცემ ტიტულებს უმატებდა

ბიზანტიის იმპერიაში ყველაზე დიდი ტიტული იყო კეისარი (იმპერატორი). შემდეგ მოდიოდა კესაროსი, სევასტოსი, ნოველისიმოსი, კურაპალატი, მაგისტროსი...
მაგისტროსი – უმაღლესი საკარისკაცო ტიტული ბიზანტიის სამეფო კარზე. ამაზე მაღალ ტიტულებს ანიჭებდნენ მხოლოდ იმპერატორის ნათესავებს ან ძალიან მნიშვნელოვან პირებს, მოკავშირეებს.
კურაპალატი – ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და ანიჭებდნენ იმპერატორის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე, ქართულ წყაროებში ხშირად კურაპალატი თითქმის იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე.
ნოველისიმოსი – იმპერატორის ნათესავებს ენიჭებოდა ან ძალიან ახლობელ მოკავშირეებს. 
სევასტოსი – ამ ტიტულს, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ აღმოსავლეთში, შემდეგ მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან ოჯახის წევრებს.
შემდეგ, კომნენოსებმა შექმნეს ტიტული პანიპერსევასტოსი, ასევე ოჯახის წევრებისთვის და უახლოესი მოკავშირებისთვის.
კესაროსი – იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა.
კურაპალატობის მინიჭებაში, ბიზანტიის იმპერატორები ვასალიტეტის შინაარსს დებდნენ, თუმცა მერე შინაარსი შეიცვალა და ეს უფრო იყო მოკავშირეობა, პატივისცემა. ბიზანტიის იმპერატორები ცდილობდნენ, ერთიან გეოპოლიტიკურ-კულტურული სივრცის შენარჩუნებას. ამ ტიტულების მინიჭების ქრონოლოგია და პოლიტიკური მნიშვნელობა კარგად ჩანს ჩვენი მეფეების მონეტებზეც.
ქართველებისთვის კურაპალატის ტიტულის მინიჭების ტრადიცია დამკვიდრდა გუარამ ერისმთავრის დროს (მეექვსე საუკუნე).
აშოტ პირველი კურაპალატი
აშოტ პირველი დიდი, ქართლის ერისმთავარი დამარცხდა არაბებთან და დაკარგა ქართლი. გადავიდა სამხრეთ საქართველოში და იქ გამთავრდა, გახდა ბიზანტიის მოკავშირე და მიიღო კურაპალატის წოდება იმპერატორისგან.
დავით მესამე კურაპალატი
დავით მესამე იყო დიდი ხელმწიფე, იმიერ-ტაოს მეფე. მართავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიებს – ტაოს, სპერს, თორთომს, ბასიანს. სომხურ მიწებსაც ვანის ტბის გარშემო. ჯერ მაგისტროსის, მერე კურაპალატის ტიტულს ატარებდა. 979 წელს მისმა ჯარმა იოანე-თორნიკე ჩორდვანელის ხელმძღვანელობით (თორნიკე ერისთავი) იხსნა ბიზანტიის იმპერატორები ხელისუფლების დაკარგვისგან, ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას.
დავით კურაპალატის მონეტაზე გამოსახულია იერუსალიმური, გოლგოთას ჯვარი - ოთხ კიბეზე აღმართული ჯვარი. მანამდე ასეთი ჯვრის გამოსახვა ხშირად გვხვდება ბიზანტიის იმპერატორების მონეტებზე, როგორც იერუსალიმის მფლობელობა.
შესაძლოა დავით კურაპალატმა იერუსალიმური ჯვარი იმიტომ გამოსახა თავის მონეტაზე, რომ თავს იერუსალიმის მემკვიდრე პატრონად მიიჩნევდა, როგორც იესიან, სოლომონიან, დავითიანი, ანუ ისრაელის ბიბლიური მეფეების შთამომავალი.
ასეთი ჯვარი ოშკის ტაძრის სამხრეთ გარე კედელზეა გამოსახული წითელი საღებავით.                                                        
ბაგრატ მესამე – კურაპალატი
ბიზანტიამ ბაგრატის მამობილის, დავით მესამე  კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, დავით მესამის მემკვიდრეობა, დავითის მიერ იძულებით დაწერილი ანდერძით. ანდერძი დაიწერა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობის შემდეგ, რადგან აჯანყება დამარცხდა. ეს ტერიტორიები, დიდწილად, ბიზანტიას ჰქონდა დავითისთვის გადაცემული.
ბაგრატ მესამე მოერიდა ძალიან ძლიერ ბიზანტიასთან ბრძოლას და სხვა ქართული ქვეყნების გაერთიანებას შეუდგა. თუმცა, ტაოზე ფიქრს არ მოშვებია. ერთ წარწერაში მას ეწოდება „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოისა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი“.
ბაგრატ მესამის მამას, გურგენ მეფეს, მაგისტრის წოდება ჰქონდა.
ბაგრატ მესამის ფულზე მისი ტიტული არ არის მითითებული.
გიორგი პირველი
გიორგი პირველმა მამამისისგან განსხვავებით არ მოითმინა ერთმორწმუნე ოკუპანტების თარეში ჩვენი სამშობლოს სამხრეთში და მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ტერიტორიების გათავისუფლებას მიუძღვნა. მან უარი თქვა ყოველნაირ იდეურ კავშირზე ოკუპანტებთან, მათ შორს – ტიტულზე.
ბაგრატ მეოთხე
ბაგრატს ჯერ კურაპალატის წოდება მიანიჭეს, მერე ნოველისიმოსის.
მისი მონეტის პირველ ემისიაზე ის არის ნოველისიმოსი, მეორეზე სევასტოსი. ამ დროიდან ქართულ მონეტებზე გამოისახებოდა კონსტანტინოპოლის სამეფო კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი.
1032 წელს მას ცოლად შერთეს ბიზანტიის კეისრის, რომანოზ მესამე არგირის (არგიროსის) ძმის, მაგისტრ ბასილი არგირის ასული – ელენე. დედოფალი, სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა. ბაგრატმა მეორე ცოლად მოიყვანა ოვსთა მეფის ასული ბორენა.
ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ ბიზანტიის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლის პოლიტიკას და მხარს უჭერდა ჯერ მის ნახევარძმას, დემეტრეს, მერე მის მოწინააღმდეგე დიდებულს, ლიპარიტ ბაღუაშს. ბაღუაშმა რამდენჯერმე დაამარცხა მეფე. როგორც ჩანს, ბიზანტიას ჩაფიქრებული ჰქონდა, საქართველოს დასუსტება, მისი გაუქმება და პირდაპირ შეერთება, როგორც ეს სომხურ სამეფოებს მოუწყო.
სომხეთისგან განსხვავებით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ქართველები ძალიან ბრძოლისუნარიანი იყვნენ და ბაგრატიონებიც არაფრით არ მიიჩნევდნენ თავს ბიზანტიის კეისრებზე ნაკლებად.
ბაგრატის დედამ, მარიამ დედოფალმა, სომხური სამეფოს, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულმა, დიპლომატიური მოლაპარაკება სცადა და ბიზანტიაში გაემგზავრა. მარიამის მამას ბიზანტიელებმა სამეფო ჩამოართვეს და შეიერთეს. ბიზანტიაში მოუწია წასვლა ლიპარიტთან დამარცხებულ ბაგრატსაც. ჩვენი სამეფო ვერ გააუქმეს. წასვლამდე ბაგრატმა თავისი შვილი აკურთხაა მეფედ – მცირეწლოვანი გიორგი მეორე.
ბაგრატის ქალიშვილი, ხუთიოდე წლის მარიამი ბიზანტიის სამეფო კარმა ითხოვა, ჩვენ გავზრდითო. 1065 წელს მართა-მარიამი მიათხოვეს ბიზანტიის კეისრის, კონსტანტინე მეათე დუკას ვაჟს, მიხეილს, მომავალ კეისარს. შემდეგ ის მომდევნო კეისარმაც, ნიკიფორე მესამემაც შეირთო.
იმ ხანებში, წინააზია-მცირეაზიაში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები და სასტიკი მარცხი მიაყენეს ბიზანტიელებს. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი თითქმის მოიშალა.
ბაგრატ მეფისა და საქართველოს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ბიზანტიისთვის. საქართველო იბრძოლებდა დამოუკიდებლობისთვის თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ეს კი ხელს აძლევდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფეს თავისი ჭკუით დიდი პატივი სცეს, ბიზანტიელებმა და მისცეს ნოველისიმუსობა.
ბაგრატის მონეტაზე წერია: „მეფე და სევასტოსი“. ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ ის არის სუვერენული ქვეყნის სუზერენი და ამავე დროს ბიზანტიურ-მართლმადიდებლური სივრცის სევასტოსი.
გიორგი მეორე
1072 წლამდე, მემკვიდრეობისას, ის იყო კურაპალატი. 1273 წლიდან უკვე ნოვილისიმოსია ან სევასტოსი, რადგან ამ დროს მისი მცირეწლოვანი ვაჟი – დავითი უკვე კურაპალატად მოიხსენიება.
გიორგი მეორე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიისთვის, რადგან ებრძოდა სელჩუკებს და დაამარცხა კიდეც ფარცხისში. ჯერ თვითონ ჩამოართვა ბიზანტიას რამდენიმე ციხე-სიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და ჩააყენა თავისი გარნიზონები. შემდეგ ბიზანტიამ ჩვენს მეფეს გადმოსცა კარი (ყარსი). ეს იყო იურიდიულად, სომხური ვანანდის სამეფოს მფლობელობის გადაცემა საქართველოს მეფისთვის. მანამდე, 1065 წელს ვანანდის მეფე გაგიკმა თავისი სამეფო იურიდიულად გადასცა ბიზანტიას. გიორგი მეფეს მიანიჭეს კესაროსის ტიტული. ანუ, როცა ბიზანტია აუქმებდა სომხურ სამეფოებს, საქართველოსთან დათმობები უწევდა, ჩვენი მეფეების მოქრთამვა.
გიორგი მეორის მიერ მოჭრილ ფულზე, სადაც კესაროსადაა მოხსენიებული,  ასახულია მისი პოლიტიკური წონა წინააზიაში და განსაკუთრებით ბიზანტიისთვის.
დავით მეოთხე აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტის პირველი ემისია გვამცნობს, რომ მას ჰქონდა სევასტოსის ტიტული მინიჭებული. ეს ტიტული, ალბათ, ტახტს მემკვიდრეობისას მიანიჭეს. მეორე ემისიის (ასევე, ვერცხლის მონეტის) მიხედვით, ის პანიპერსევასტოსია. ეს სხვა წყაროთიც მტკიცდება. ყოფილა მესამე ემისიაც (ესეც ვერცხლის), რომელზეც მეფის ბიზანტიური ტიტული არ ჩანს, ალბათ, მან უკვე უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე, სავარაუდოდ, 1104 წლიდან.
შემდეგ დავითმა გამოუშვა ახალი სახის ფული (სპილენძი), რომელზეც საიმპერატორო გვირგვინითა და სამოსითაა გამოსახული. მონეტას აწერია: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“.  ასეთივე ტიტულია  მის საწინამძღვრე ჯვარზე (1122-1124). მონეტებზე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულება საბოლოოდ შეცვალა ჯვარმა.
დავით აღმაშენებელმა გამოიყვანა საქართველო ბიზანტიური იერარქიიდან და თავი გამოაცხადა სრულ სუზერენად, მეფედ-მეფედ სხვადასხვა ეროვნების ხალხისა, მთელი კავკასიისა. ფრესკებზეც, გელათში და სინას მთაზე, ჩვენი საამაყო მეფე საიმპერატორო სამოსითა და გვირგვინითაა გამოსახული. ჩვენი მეფეების ზედწოდება გახდა – მესიის მახვილი.

скачать dle 11.3