კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: თუ შეიძლება, გვასწავლეთ, როგორი ფორმის სახეზე როგორ წავისვათ რუჟი?
პასუხი: ნებისმიერი ფორმის სახეზე რუჟის წასმის წინ არ დაგავიწყდეთ, რომ რუჟიანი ფუნჯი მსუბუქად დაფერთხოთ და ისე შეუდგეთ საქმეს.
თუ სამკუთხედის ფორმის სახე გაქვთ, რუჟი წაისვით ღაწვების ძვალზე, თვალების პარალელურად – საფეთქლიდან ცხვირისკენ მიმართულებით და პირიქით.
თუ ოვალური სახე გაქვთ, ფართოდ გაიღიმეთ და რუჟი წრიული მოძრაობით წაისვით იმ ადგილებზე, რომლებიც ამოიბურცება. სახე უფრო გამოგიცოცხლდებათ, თუ ფუნჯს შუბლზე, საფეთქლებსა და ნიკაპზეც ოდნავ გადაისვამთ.
თუ მრგვალი სახე გაქვთ, ტუჩები ისე მომუწეთ, თითქოს ვინმეს ჰკოცნით, შემდეგ კი რუჟი წაისვით ღაწვების ზედა ნაპირიდან ქვემოთ, ლოყებისკენ, საფეთქლებთან ცხვირის წვერისკენ ოდნავი დახრილობით.
თუ კვადრატული ფორმის სახე გაქვთ, გაიღიმეთ და რუჟი წაისვით ლოყის ცენტრიდან ზემოთ – საფეთქლისკენ (ღაწვის გამოწეული ნაწილისკენ) და ქვემოთ – ნიკაპისკენ.
კითხვა: როგორ უნდა შევახამო რუჟის ფერი ტუჩის საცხის ფერთან?
პასუხი: თუ „ჩამქრალი“ ფერების ტუჩის საცხს იყენებთ, უნდა წაისვათ საცხზე ნახევარი ტონით მუქი რუჟი, ოღონდ, პომადა და რუჟი ერთი ტონალობის უნდა იყოს.
კითხვა: აქამდე მეგონა, რომ ბეჟი და მოყავისფრო „ჩრდილები“ მხოლოდ დღის მაკიაჟისთვის გამოიყენება, მაგრამ, ამ ფერებით თურმე საღამოს მაკიაჟსაც იკეთებენ. თუ შეიძლება, ამიხსენით, რომელ შემთხვევაში როგორ უნდა გამოვიყენო ამ ფერის „ჩრდილები“?
პასუხი: დღის მაკიაჟის გაკეთებისას, ზედა ქუთუთოს შიდა კუთხეში წაისვით ბაცი ყავისფერი „ჩრდილი“ და თხელ ფენად გაშალეთ ის მთელ ქუთუთოზე, საფეთქლისკენ კი „ჩრდილი“ თანდათან გაამუქეთ. ქუთუთოებზე კონტურები შეგიძლიათ, გაიკეთოთ მუქი ნაცრისფერი „ჩრდილით“ – ამით უფრო გაუსვამთ ხაზს წამწამების სიგრძეს და ვიზუალურად დაიგრძელებთ თვალებსაც.

скачать dle 11.3