კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ასაკში გადის ადამიანი კოსმიურ სასამართლო პერიოდს

ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში 12 ასტროლოგიურ პერიოდს გადის და  თითოეული ეს პერიოდი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა  
7 წლამდე ადამიანი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს, მომატებულია ვერძის ზოდიაქოს ნიშან-თვისებები: ახირება, სიჯიუტე, გულწრფელობა, იმპულსურობა, აჩქარება.
7-დან 14 წლამდე პერიოდში მოზარდი კუროს ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს ის იძენს კუროს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: ერთგულება, დამოუკიდებლობა, სინაზე, სიზარმაცე, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული.
14-დან 21 წლამდე ასაკში ტყუპების ზოდიაქოს პერიოდს გავდივართ. ეს არის ცოდნის შეძენის, სწავლის, კონტაქტების, თანამოაზრეების შეძენის პერიოდი. ამ დროს ცვალებადი ხასიათით გამოვირჩევით, ვხვდებით აჩქარებული, ნერვიული და გაფანტული.
21-დან 28 წლამდე ადამიანი კირჩხიბის ზოდიაქოს პერიოდში იმყოფება. ამ დროს ყალიბდება ნამდვილი სიყვარულის გრძნობა, ჩნდება ოჯახის შექმნის სურვილი, განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება  ტრადიციებისადმი, თუმცა, ამავე პერიოდში იწყება ნევროზები და ეჭვიანობა.
28-დან 35 წლამდე ლომის ზოდიაქოს პერიოდში ვიმყოფებით, როცა ადამიანში ხდება საკუთარი ძალებისადმი რწმენისა და ცხოვრებისეული ხედვის ჩამოყალიბება, წინსვლა კარიერაში.
35-დან 42 წლამდე ასაკში ადამიანი ქალწულის ზოდიაქოს პერიოდშია – ყველაზე მეტად ამ პერიოდში ვეძებთ ჰარმონიულ გარემოსა და ახალ კავშირებს.
42-დან 49 წლამდე ასაკი სასწორის ზოდიაქოს პერიოდია. ამ დროს ადამიანს ეწყება სექსუალური პრობლემები და ძალიან უვითარდება ინტუიცია.
49-დან 56 წლამდე ადამიანი გადის მორიელის ზოდიაქოს პერიოდს. სწორედ ამ დროს მიისწრაფის იგი სულიერებისკენ, ხდება მეტად მგრძნობიარე, დიდსულოვანი და გულუხვი.
56-დან 63 წლამდე ასაკი მშვილდოსნის ზოდიაქოს პერიოდია, ანუ, ერთგვარი კარმული პერიოდი. თუ წარსულში ცუდ საქციელს სჩადიოდით, ამ ასაკში მეტად დაისჯებით ამის გამო. ასტროლოგიურად ეს „კოსმიური სასამართლოს” პერიოდიცაა.
63-დან 70 წლამდე ადამიანი თხის რქის პერიოდს გადის. ამ დროს იმატებს წარსული ცხოვრების ნოსტალგია, სინანული. ამ ასაკში კოსმოსი გვაძლევს კოსმიურ სიმტკიცეს. თუმცა ეს მაინც კრიტიკული პერიოდია.
70-დან 77 წლამდე მერწყულის პერიოდს გავდივართ. თუ გადავლახეთ წინა კრიტიკული ფაზა, მაშინ ამ პერიოდში მეტად ინტუიციური ვხდებით.
77-დან ზევით, ადამიანი თევზების ზოდიაქოს ასტროლოგიურ პერიოდს გადის, როცა ჯამდება განვლილი ცხოვრება, სუსტდება ფიზიკური შესაძლებლობები და ნელ-ნელა უახლოვდება სხვა სამყაროში გადასვლის მომენტს.

скачать dle 11.3