კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამეზობლოს გასაჭირი

ომი, როგორც სარფიანი ვაჭრობა

 ყარაბაღში განახლებული სამხედრო მოქმედებები ისევე მივივიწყეთ, როგორც შარშანდელი თოვლი, თითქოს ეს ამბავი ჩვენ სიახლოვეს არ დატრიალებულიყო. და თუმცა რამდენიმედღიანი ომი უცებ დაიწყო და უცებვე გაიყინა, იმისთვისაც კი არ შეგვიწუხებია თავი, რომ ვითარებისთვის (მის გაანალიზებას ვინ ჩივის) თვალი გადაგვევლო მაინც.
ამასობაში კი აზერბაიჯანმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, სომხეთში კი მობილიზაცია შეწყდა, მეტიც, თვით სოციალურ ქსელშიც კი აღარ უპირისპირდებიან ერთმანეთს მხარეები, თუმცა სომხურ მედიაში თემას განიხილავენ (ოღონდ არა ისტერიულადაც, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყარაბაღის ომი ნამდვილ ომსაც არ ჰგავდა, თუ არ ჩავთვლით მსხვერპლს, ვინაიდან საზარბაზნე ხორცი ყველგან საზარბაზნე ხორცად რჩება).
მაგრამ სომხურმა მხარემ დასკვნები მაინც გააკეთა, კერძოდ (მომყავს ციტატა): „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებმა  აჩვენა, რომ სომხეთს, ფაქტობრივად, არ ჰყავს მოკავშირეები არც დსთ-ის სივრცეში და არც ევროპაში; ჩვენ როგორც ფიზიკურად, ისე პოლიტიკურად, ბლოკადაში ვრჩებით.
რას აკეთებს გიუმრიში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზა? სჭირდება სომხეთს ის და ვისგან დაგვიცავს – თურქეთისგან? დღეს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა  დაიძაბა, გიუმრის ბაზა საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, თურქეთი დაბომბავს სომხეთის ტერიტორიას რუსული სამხედრო ძალების განადგურების მოტივით,“ რაც მთავრდება რიტორიკული კითხვით:  „სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა თუ რუსეთის ოლქი?!“
მოულოდნელად დაწყებული და მოულოდნელად შეწყვეტილი ომი აჩენს ეჭვს, რომ დიდი მოთამაშეები გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან, რისთვისაც პატარების სისხლისღვრა აუცილებელი იყო შეთანხმების ლეგიტიმურად გასაფორმებლად, შესაბამისად, იმედია, რამე დრამატული როლის შესრულება ჩვენც არ მოგვიწევს. –

скачать dle 11.3