კუნთების თამაში
ანუ ქება მაწყენარია
შესაძლოა, იმიტომ, რომ ქება მაწყენარია (აშშ-ის სახმდივანმა ჯონ კერიმ ფრიად მაღალი შეფასება მისცა რფ-სთან თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ), განხიბვლის დროც დადგა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი ბევრი აქეს, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში აშშ-ურ Donald Cook-ს რუსულმა „სუ-2-მა“ ფრიად ახლოს ჩაუფრინა.
იმდენადაც კი, რომ იმავე სახმდივანმა ჯონ კერიმ შენიშნა, წესების მიხედვით, ცეცხლის გახსნაც კი შეგვეძლოო, ვინაიდან რუსული ბომბდამშენები სახიფათოდ და პროვოკაციულ მანძილზე მიახლოებიან ამერიკულ ხომალდს.
და თუმცა არ ჩამოუყრიათ, ბ-ნმა კერიმ განაცხადა, რომ არავის მისცემენ ღია ზღვაში მათი დაშინების უფლებას (ნეტავ როგორ?!).
საქმე კი შემდეგნაირად იყო: რუსულმა „სუ-24-მა“ 10 მეტრზე ახლოს ჩაუფრინა ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ხომალდს, რაც, ამერიკელების აზრით, შეტევის იმიტაციას ჰგავდა. მეორე მხრივ, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ რუსმა მფრინავებმა უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვეს და თავად ამერიკულმა ხომალდმა ჩაუარა რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას 70 კილომეტრში (ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცით, როგორ იცავენ ხოლმე რუსი სამხედროები წესებს).
ზემოთქმული აჩენს ეჭვს: თუკი აქამომდე ისინი ჩვენნაირების ხარჯზე ცდილობდნენ ძალების მოსინჯვას, ვითომ ახლა უკვე საკუთარ ხარჯზე გადაწყვიტეს?!
თუმცა, წყალი არ გაუვა, სხვისი სისხლით გაცილებით ტკბილია?! –